ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუგოვიჩი : ” მიხარია ” იუვენტუსის ” და კონტეს წარმატება “

ვლადიმერ იუგოვიჩი იმ პერიოდში ასპარეზობდა ტურინის ” იუვენტუსში , როდესაც იტალიურ გიგანტს მარჩელო ლიპი წვრთნიდა . სხვათაშორის , მისი ერთ ერთი თანაგუნდელი იმ პერიოდში ანტონიო კონტე იყო . რაც შეეხება უშუალოდ იუგოვიჩს , მისი საფეხბურთო კარიერიდან , ყველაზე ნათელი წერტილი სწორედ ტურინში გატარებული ორი სეზონი იყო . ყოფილმა ნახევარმცველმა ერთ ერთ ინტერვიუში , მარჩელო ლიპიზე და ანტონიო კონტეზე ისაუბრა და გარკვეული პარალებებიც გაავლო : ” ორი ფაქტორის გამო ვარ ბედნიერი , პირველ ყოვლისა იმის გამო , რომ ” იუვეს ” პირველ პოზიციაზე ვხედავ და შემდეგ უკვე უშუალოდ ჩემი მეგობრის , ანტონიო კონტეს წარმატებული დასაწყისით ვარ აღფრთოვანებული . როდესაც ამ კლუბში ვასპარეზობდი , კონტე მისი კაპიტანი იყო , ეხლა კი უმთავრესი ფიგურაა . ყველაზე მთავარი არის ის , რომ კონტემ ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი გადასცა , რაც ლიპის დროს ჰქონდა ბებერ ქალბატონს . სწორედ მისი დამსახურებით მოვახერხეთ იმ პერიოდში არა ერთი ჯილდოს მოპოვება და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის თასისაც ” .

” რაც შეეხება დღევანდელი გუნდს , ის ჩემ დროინდელ პერიოდს მახსენებს , რადგან დღეს იუვენტუსს ძალუძს სიტუაციის შეცვლა მოედანზე . სტადიონი ჯერ ჯერობით არ მინახავს , თუმცა ჩემმა მეგობარმა ბელგრადიდან ამიხსნა , თუ რაოდენ ფანტასტიურია ის . განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს უნდა გადავუხადოთ , რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საკუთარი გუნდის გასამხნევებლად . ბიანკონერის საკუთარ ქომაგთან ერთად მართლაც შეუძლია დიდი წარმატების მიღწევა , მაგრამ არ ღირს კონკურენტების დავიწყებაც . მილანურ გუნდებს ჯერ არ უთქვამთ საბოლოო სიტყვა მიმდინარე ჩემპიონატში ” .

იუგოვიჩს იმედი აქვს , რომ ტურინული გრანდი მალე დაუბრუნდება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას : ” სიმართლე გითხრათ , ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება , იუვენტუსის გარეშე ძალზე მოსაწყენია ” .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gocha khalvashi
12 years ago

ვაფშე სადაა ეხლა ეს? რას მოღვაწეობს?

12 years ago

:forza:

12 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x