ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელია: ” ვიცი, მოცდა მომიწევს “

ელჯერო ელია “იუვენტუსის” რიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს 9 მილიონ ევროდ ჩაირიცხა, თუმცა დღემდე შავ-თეთრი მაისურით მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. ჰოლანდიელმა კარგად იცის, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი შრომის გაღება მოუწევს: ” ვიცი, რომ მოთმინება მჭირდება, ჩემი მთავარი პრობლემა ახლა კომუნიკაციაა. იტალიურ ენას უნდა დავეუფლო, ეს უბრალოდ აუცილებელია. ამასთან ტაქტიკური ადაპტაციაც მჭირდება. მთხოვენ ბევრად უფრო ჩავერთო დაცვით თამაშში, ვიდრე ამას “ჰამბურგში” ვაკეთებდი. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ჩემი ემოციების აღწერა რთულია, მთელი გუნდი, სტადიონი – ეს უბრალოდ შეუდარებელია. ჩემი ოცნება ცხადი გახდა, ის ახლა რეალობაა. ” -აცხადებს ელია.

წყარო: football italia

6 thoughts on “ელია: ” ვიცი, მოცდა მომიწევს “

  1. მე თითქმის დარწმუნებული ვარ რო ეს იუვენტინო არასოდეს არ იქნება არც ტიფოზებს ეყვარებათ და საერთოდ გნდიდან მალე გაუშვებენ.. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მაგრად გაქაჩოს მაგრამ ნაკლებად მგონია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.