ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” იმედი მაქვს თავს ბელგრადშიც გამოვიჩენ ”

” მილანთან ” ჩატარებული ფეერიული თამაშის შემდეგ , კლაუდიო მარკიზიოს უდიდესი სურვილი გააჩნია , რომ ანალოგიურად გამოიჩინოს თავი ბელგრადში , სადაც სკუადრა აძურა სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება : ” კვირა საღამოს მიღწეულმა გამარჯვებამ , გუნდზე ძალზე დადებითად იმოქმედა . ფეხბურთელებმა რეალურად ირწმუნეს საკუთარ შესაძლებლობებში და უკლებლივ ყოველი ჩვენთაგანი , ბედნიერი იყო დაფიქსირებული შედეგით  . მაგრამ , დღეისათვის კონცენტრაცია ნაკრებზე მაქვს მოხდენილი და მხოლოდ სერბებთან დაპირისპირებაზე ვფიქრობ . ჯერ ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს , თუმცა იმედი მაქვს , რომ ბელგრადშიც მოვახერხებ თავის გამოჩენას “ . კლაუდიომ საკუთარ როლზეც ისაუბრა კონტეს ტაქტიკურ სქემაში  : ” თუ მე შემიძლია დავეხმარო საკუთარ გუნდს და ნაკრებს , მოედანზე 100 % – ით დავიხარჯები . სწორედ ეს არის ჩემი ერთ ერთი საფეხბურთო მახასიათებელი , რომლითაც ვამაყობ . ბედნიერი ვიქნები , თუ ტურინული ტიფოზერია ისეთივე კლაუდიო მარკიზიოს იხილავს ნაკრებში , როგორიც როსონერისთან დაპირისპირებაში იხილა . ვარ თუ არა ტრეკუარტისტა ? იცით , ეს უკვე დახურული თემაა . იქ ვთამაშობ , სადაც მწვრთნელი მეუბნება ” .

წყარო : TuttomercatoWeb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga kvaratskhelia
12 years ago

ლიპი რო გენიოსია ამაში ალბათ ეჩვი არავის ეპარება.მარკიზიოზე თქვა მომავალიაო ეს ბიჩი იტალიის და სულ მალე ეგრე იქნება…იუვეს ლიდერი უკვეა რა,პროსტა პირლო როა მაშინ,არც უნდა იკადროს პროსტა ლიდერობა თუარა))))

malxazi ediberidze
12 years ago

ყოჩაღ ბიჭი,მიდი გაგვახარე!

BESO BARAMIA
12 years ago

გენაცვალე შენ, ჭეშმარიტი იუვენტინო რომ ხარ-იუვეს მომავალი კაპიტანი-ბრავოო!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

12 years ago

მარკიზიო ძირითადში იქნება.. მგონი აწი აღარ მისცემს შანსს მონტოლივოს : )) :forza: :italy:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x