ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე კონტეს მადლიერია …

მიმდინარე სეზონში , ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ სერია ა-ში , ბიანკონერი პირველ საფეხურზე იმყოფება . ჯერ ჯერობით , ტურინელები დაუმარცხებლები არიან და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებასაც ტოვებენ . სიმონე პეპე კი დარწმუნებულია , რომ გუნდი რომელსაც ანტონიო კონტე ხელმძღვანელობს , სწორ გზაზე იმყოფება …

” გეთანხმებით , შედეგი მართლაც მშვენიერია , მაგრამ უმჯობესია თუ რეალისტებად დავრჩებით და ეიფორიაში არ ჩავარდებით . რას ვფიქრობ საკუთარ ასპარეზობაზე ? უმჯობესი იქნება , თუ ამაზე სხვები ისაუბრებენ . ჩემთვის მთავარია როგორ ასპარეზობს უშუალოდ გუნდი და გამომდინარე ბოლო დროინდელი შედეგისა , კმაყოფილების გრძნობა მეუფლება . სკუადრა აძურა ? ნებისმიერი იტალიელი ფეხბურთელის ოცნებაა , საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობა და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება , მაგრამ ჯერ ჯერობით მხოლოდ ” იუვენტუსის ” მატჩებზე ვარ კონცენტრირებული ” .

პეპეს წარმატებულ სტარტში , ანტონიო კონტეს წვლილი ძალზე დიდია …

” როდესაც სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , დადიოდა ხმები ჩემი ტრანსფერის შესახებ ” ზენიტში ” , კონტე შემხვდა და მითხრა , რომ არსად არ წავიდოდა , რადგან წინ ბევრი სამუშაო გველოდა . ის ხშირად გვესაუბრება ფეხბურთელებს სხვადასხვა თემებზე და ამის გამო ძალიან ვაფასებთ  მას . ბუნებრივია მწვრთნელის სიტყვებმა და ნდობამ , სასურველი შედეგი იქონია და წარუმატებელი სეზონის შემდეგ , კვალავ ვირწმუნე საკუთარ ძალებში ” .

კონტემ დიდი ეფექტი მოახდინა გუნდზე და მას გამარჯვებულის მენტალიტეტი შემატა …

” ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო გახლავთ , ინტენსიურ მუშაობაში . სწორედ მუშაობა გვმატებს ენერგიას და პლიუს რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელის რჩევა დარიგებები , რომლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ . სწორედ მან იცის , თუ რა გზით უნდა მივაღწიოთ კონკრეტულ მატჩში გამარჯვებას . რომელ პოზიციაზე დავასრულებთ ჩემპიონატს ? არ ვიცი , მაგრამ აუცილებელია იგივე სულისკვეთებით ასპარეზობა , რითაც აქამდე ვთამაშობდით . ნებისმიერ მეტოქესთან , ” სუსტებთანაც ” კი .  არ ვფიქრობ , რომ მილანთან დაპირისპირების შემდეგ გაგვიჭირდება ეიფორიიდან გამოსვლა . გუნდი საბრძოლველად არის განწყობილი და ასე გაგრძელდება ჩემპიონატის დასრულებამდე ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo shegnelia
12 years ago

არააა არა ძნელი თამაში იქნება … მეორე სართულზე არიან მაგრები ეგენი ხო დაფრინავენ დააა …. :mrgreen::mrgreen:

Del Piero 10+
12 years ago

ნაპოლის ცისფერები :mrgreen::mrgreen::mrgreen:

d a v i d
12 years ago

:lool: :lool: ისე ვინ დაარქვა მფრინავი ვირები კიევოს :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  d a v i d

ვინმე მოსიარულე ვირი დაარქმევდა :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

წესით ამას არუნდა გაუჭირდე მფრინავ ვირებთან თამაში :chuvak:

alex-pinturicchio
12 years ago

ჩვენ საიტის ერთი რაღაც არმომწონს ეს არის ვიდეოები დევს ძაან პატარა ფორმატით და იქნებ ეგგამოასწოროთ.

12 years ago

არა რა, არ მიყვარს რო ამბობენ ვმუშაობთ და ამიტომ მოდის შედეგიო ((( მასე დანარჩენი 19 გუნდიც მუშაობს. მთავარია, დონე, კლასი, და მოედანზე შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
ნუ თავის თავზე მართალს ამბობს, ტიპი რასაც ქვია მუშაობს, რაღა მეშოკები უთრევია და რაღა უთამაშია, მაგრამ ზოგადად ხარისხი გამოსასწორებელი აქვს, ამასთან ცოტა მეტიც უნდა გაუმართლოს ხოლმე

საბა შიოშვილი

შეხედე იმ გოგოს რამფერ ეშმაკურად უცქერის

giga kvaratskhelia
12 years ago

arada სეზონის დაწყებამდე მახსოვს პეპეს ყველა აგინებდიტ:D:D:D

marchisio8
12 years ago

აუუუ ყველას მაგრად ეტყობა კონტეს ხელი კომენტარებშიც კი.მაგ კაცის მაგარი იმედი მაქვს.პეპეს ასეთი ფორმაც მაგის დამსახურებაა :forza: :forza:

საბა შიოშვილი

დათკა, ნუთუ პეპეზე ეს შენ დაწერე ? :lool: :lool:

G M
G M
12 years ago

მაგარი კაცია იმენა მაგრად მევასება ძაან , ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძვის , საღოლ პეპე გენაცვალე ჯიგარი ხარ :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

დავაი პეპე, ვბრუნდებით ნაკრებში ევოპაზე :italy:

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x