ელია: ” ვიცი, მოცდა მომიწევს “
ელჯერო ელია “იუვენტუსის” რიგებში ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯის დროს 9 მილიონ ევროდ ჩაირიცხა, თუმცა დღემდე შავ-თეთრი მაისურით მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. ჰოლანდიელმა კარგად იცის, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად დიდი შრომის გაღება მოუწევს: ” ვიცი, რომ მოთმინება მჭირდება, ჩემი მთავარი პრობლემა ახლა კომუნიკაციაა. იტალიურ ენას უნდა დავეუფლო, ეს უბრალოდ აუცილებელია. ამასთან ტაქტიკური ადაპტაციაც მჭირდება. მთხოვენ ბევრად უფრო ჩავერთო დაცვით თამაშში, ვიდრე ამას “ჰამბურგში” ვაკეთებდი. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ჩემი ემოციების აღწერა რთულია, მთელი გუნდი, სტადიონი – ეს უბრალოდ შეუდარებელია. ჩემი ოცნება ცხადი გახდა, ის ახლა რეალობაა. ” -აცხადებს ელია.
მე თითქმის დარწმუნებული ვარ რო ეს იუვენტინო არასოდეს არ იქნება არც ტიფოზებს ეყვარებათ და საერთოდ გნდიდან მალე გაუშვებენ.. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და მაგრად გაქაჩოს მაგრამ ნაკლებად მგონია
ელია არასოდეს გახდება იუვეს ძირითადი ფეხბურტელი,სულ ზამენაზე მოუწევს რა ჯდომა,მე ასე მგონია)
ეს ერთი წელი და მომოვალში პასკუატოს ველოდები მე იუვეს ძირითადში!!!

მე მჯერა შენი ელია, შენ უნდა დაეხმარო იუვეს ძველი დიდების დაბრუნებაში…

აბა შენ იცი ელჯერო, იმედი მაქვს ამ ფეხბურთელის..