ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “იტალიის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების კარგი ასპარეზობითა და კლაუდიო მარკიზიოს გოლით აღფრთოვანებულია  : “შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა.სერბების მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო, მაგრამ ჩვენ უკეთ დავიწყეთ და ანგარიში პირველივე წუთზე გავხსენით.როცა ასე მოულოდნელად გოლი გაგაქვს, მოწინააღმდეგეს ძალიან უჭირს.პირველ ტაიმში სკუადრა აძურამ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ეს პროგრესირების ნიშანია.ჩვენს გუნდში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ირიცხება, ხშირად ვათამაშებთ ბურთს, ზოგჯერ ზედმეტადაც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი დარტყმის შესრულებაზე სავარჯიშო გვაქვს.

კლაუდიო მარკიზიოს აქამდე იტალიის ეროვნულ ნაკრებში გოლი არასდროს გაუტანია, ბელგრადში კი ეს პირველივე წუთზე მოახერხა : “მას გოლის გატანა სურდა და ეს პირველივე წუთზე მოახერხა, ამაზე უკეთესზე ვერც იოცნებებ.კლაუდიო შესანიშნავ ფორმაშია, იმედია ყველაფერი კარგად გაგრძელდება.”

პირლომ საშინლად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატიც გაიხსენა და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა : “ძალიან ვწუხვარ, რომ სამხრეთ აფრიკაში გუნდს ვერ დავეხმარე, მაგრამ სევდიანი წარსულის გახსენება არ მსურს, ყველაფერი წინაა.2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტად ესპანეთის ნაკრებს ვთვლი, ჰოლანდიასთან და გერმანიასთან ერთად.ეს გუნდები ნებისმიერ ჩემპიონატზე შესანიშნავად გამოდიან.იტალიას მეორე რიგში დავაყენებდი, იგივე ნიდერლანდებთან ერთად.”

გასულ კვირას ტურინის “იუვენტუსმა” “მილანი”, ანდრეა პირლომ კი მისი ყოფილი კლუბი 2-0 დაამარცხა : “პირად სიხარულს როსონერიზე გამარჯვების გამო არ ვგრძნობ, მე ხომ იუვენტუსის წევრი ვარ და რაც მთავარია, ბიანკონერებმა იმარჯვეს.ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და სატურნირო ცხრილში მაღალი საფეხურებისთვის ვიბრძოლებთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

სანაკრებო პაუზამ გამოიწვია

მეზიზღება ეს უაზრო შესვენებები …

d a v i d
12 years ago

რაგაც სიწყნარე ჩამოვარდა :juvee:

avto
12 years ago

Sebastian Gi0vinc0 says:კარგია ის რო იუვენტინოები ვართ,ხოლო ის რო არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს სინამდვილეში,ეს უკვე ძაან ცუდია.მონდომება უნდა და დროსაც გამოვნახავთ ერთმანეთის გასაცნობათ.

giorgi sidiani
12 years ago

რაც შეეხება პირლოს,უბრალოდ შეუდარებელია

Giorgi kasrashvili
12 years ago

არც თემას შეეხება ეს ბიჭებო და არც კომენტარია… უბრალოდ ნასვამი ვარ და მინდა მოგეფეროთ და მოგესიყვარულოთ ჩემო იუვენტინებო… ჩვენ გვაერთიანებს ის გუნდი, რომელიც ჩვენს გულებშია, ის გუნდი, რომელიც დიდების მწვერვალზე იყო, დაგვჩაგრეს და ეხლა ვიბრუნებთ ძველ დიდებას, ჩვენ ყველანი იმ გემის კაპიტნები ვართ, რომლებიც არასდროს არ ტოვებენ გემს და ჩვენს სერია-B ში გავყევით ჩვენს გუნდას, დავბრუნდით და ველით მოთმინებით იმ იუვეს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველას… მე მიყვარს ჩვენი იუვე და მჯერა მისი, ერთგულება კი დიდი რამ არის, აქ შემოვდივართ და განხილვები გვაქვს, რა შემადგენლობა დააყენოს კონტემ, ვინ იყო კარგი, ვინ ცუდი და საბოლოოდ ვხვდებით იმას, რომ მაინც კონტეს გადაწყვეტილებაზე… Read more »

G M
G M
12 years ago

:up: :juvee:

giorgi sidiani
12 years ago

გენაცვალე ძმა,მეც მაგარი მთვრალი ვარ.სამწუხაროდ ჩემი გრXნონების გამოხატვ ამარტო სიმათვრალეში შემიძლია.უბრალოდ ერთს გეტყით რო ყველა მიყავხართ და იმედია მალე შევხვდებით ერთმანეთს და ჩვენ საყვარე გუნდ ერთად ვუბალეიშიკებთ

malxazi ediberidze
12 years ago

ყველაფერში გეტანხმები,ჯიგარი ხარ

vaxo turqadze
12 years ago

გაიხარე ძმა,დიდი მადლობა ჩემგან ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის,მეც იგივეს ვგრძნობ და ვფიქრობ,იმიტომ რომ “გაყიდული” იუვეს გულშემატკივრობა,ნიშნავს ჭეშმარიტ ფანობას,რადგან იუვე მაშინ მისმა გაზრდილებმა მიატოვეს(ძამბროტა,კანავარო(იუვეს არ გაუზრდია,მაგრამ იუვეში დაბრუნდა მეორედ რასაც ქვია და გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი)),ბევრმა გა-უზრდელმა,თუნდაც პირდაპირი მნიშვნელობით(იბრაჰიმოვიჩი,ვიეირა,ემერსონი) ,მაგრამ ჩვენ აქ,შორეულ საქართველოში,ვისაც არავინ არ გვიცნობს,მაინც მისი ერთგულები დავრჩით და ვიქნებით ბოლომდე,მაგრად მინდა გაგიცნოთ თითოეული და ძმაკაცები და მეგობრები თუ არა,კარგი სალამი და ნაცნობობა გვაკავშირებდეს მომავალში….F O R Z A I U V E,L A G R A N D I A S T O R E A M O R E !!! :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: ….

RealJuventino
12 years ago

გენაცვალე ბრატ, რამდენი ხანია ვიძახი რომ ადმინისტრაციამ ითაოს როგორმე შეგვკრიბოს და იუვეს თამაშებზე მაინც მივაროთ ხოლმე სადმე.. ძალიან მინდა მეც რომ ყველანი გნახოთ… სერია_B_ში რო ვიყავით მაინც ამაყად ვიძახდი რო იუვეს ფანი ვიყავი და მჯეროდა რომ ისევ ამოვიდოდით ერთი წამითაც არ მიფიქრია აზრი შემეცვალა.. და მეამაყება რომ ძალიან ბევრ ადამიანთა შორის ვარ ვინც არ მიატოვა საყვარელი გუნდი.. და კარგი იქნება თუ გავერთიანდებით როგორმე, დაიწეროს სტატია სადაც მსურველები დააკომენტებენ ან ფეისბუქის საშვალებით ან როგორმე რაა.. შეგვკრიბეთ ერთად :forza: :juvee: მიყვარხს იუვე და იუვენტინოები :juvee:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

პირლოც კარგ ფორმაშია. კონტეს ხელში მაგრად გაქაჩა :up:

როცა პირლო საუკეთესო ფორმაშია, მას ვერცერთი ცენტრალური ნახევარმცველი ვერ სჯობია, ვერც ხავი, ინიესტა, ლამპარდი და ა.შ. :juventus: :juventus:

მე ვთვლი, რომ ასეა, ალბათ სხვებიც დამეთანხმებიან.

d a v i d
12 years ago

:italy: :forza:

12 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x