კანავარო : ” დღეისათვის ბარძალი საუკეთესო იტალიელი მცველია ”
ბიანკონერის და იტალიის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი , ფაბიო კანავარო , ” La Gazzetta della Sport ” – თან საუბრის დროს , ანდრეა ბარძალის და 2006 წლის ჩემპიონობას შეეხო : ” ვინ არის საუკეთესო იტალიელი მცველი დღეისათვის ? ბარძალი . ბოლო პერიოდში მან დაძლია ყველა ის პრობლემა რაც გააჩნდა . მე უკვე მივულოცე ანიელის , რადგან ” იუვენტუსმა ” ბარძალის სახით სერიოზული შევსება მიიღო . იუვენტუსი ? იცით , კვირაში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარება ძალზე ადვილია . კონტეს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს და გუნდის მიზნებზე არა ეხლა , არამედ რამდენიმე ტურის შემდეგ უნდა ვისაუბროთ . საინტერესო იქნება იმის ნახვა , შეუძლია თუ არა ანტონიოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობა . 2006 წლის სკუდეტო ? პირადად ჩემთვის ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია . არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ , რომ სკუდეტო მოედანზე მოვიგე საკუთარ გუნდთან ერთად და ამას წყალი არ გაუვა “ .
წყარო : Juvemania
ვინ იფიქრებდა რო ბარძალი ასე ათამაშდებოდა იუვეში, ამაში მართლა საღოლ მაროტას!
მთავარია ამ ჭიამაიასავით არ დაგვტოვოს გადამწყვეტ მომენტში!
ფორცა ბარძალი! ფორცა იუვე!
ოქროს ბურთი- ძირითადად იგი შემტევ ფეხბურთელებს ხვდებათ.
ამით ყველაფერია ნათქვამი ფაბიოს შესაძლებლობებზე.
es magari kacia. mara aman mashin micara realshi ro cavida. ra cna neta ic dzaan mainteresbs ro daado tavi da gaiqca
იმედია ფორმიდან არ ამოვარდება
საღოლ ბარძაყი მაგრად ათამაშდა
იუვეში და იტალიაში ყოველთვისაა საუკეთესო მცელები
ბარძალი თავისი თამაშის სტილით- კანავაროს მაგონებს
მთავარია ფორმიდან არ ამოვარდეს