ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარონე : ” ტურინში დარჩენა კონტემ მირჩია ”

ბიანკონერის ახალგაზრდა ნახევარმცველმა , ლუკა მარონემ , საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობის დროს , მაგრამ უშუალოდ კლუბში მას საქმეები არცთუ ისე კარგად მისდის . მიუხედავად ამისა , მარონე ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს : ” სიმართლე გითხრათ , ძალზე ახლოს ვიყავი ” იუვენტუსის ” დატოვებასთან , მაგრამ კონტესთან საუბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა . სწორედ ანტონიომ მთხოვა გუნდში დარჩენა . ბედნიერი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით , რადგან მისი ხელმძღვანელობით ადგილის მოპოვება , მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით იქნება შესაძლებელი . დარწმუნებული ვარ შანსი არა ერთხელ მომეცემა , რადგან წინ გუნდს უამრავი მატჩი ელის ” . ლუკა ყველაფერთან ერთად , პატარაობიდანვე იყო ბიანკონერის ერთგული ქომაგი : ” იუვე ! როდესაც გასახდელში პირლოს ვხედავ , წარმოუდგენელი გრძნობა მეუფლება . ჯერ კიდევ ახალგაზრდულ სექტორში ასპარეზობისას , ანდრეას თამაშით აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი , ეხლა კი ჩვენ პარტნიორები ვართ ” .

წყარო : TuttomercatoWeb

2 thoughts on “ლუკა მარონე : ” ტურინში დარჩენა კონტემ მირჩია ”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.