ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხვალ ბიანკონერები ვინოვოზე შეიკრიბებიან

ხვალ დილით, ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბებიან და “კიევოსთან” მატჩისთვის მომზადებას განაგრძობენ.

ანტონიო კონტეს განკარგულებაში ჯერ კიდევ არ არიან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, თუმცა ტურინს უკვე დაუბრუნდნენ მირკო ვუჩინიჩი და ფრედერიკ სორენსენი.მონტენეგროელი მოთამაშე დისკვალიფიკაციის გამო ევრო 2012 – ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას გამოტოვებს, ამიტომ ნაკრებმა მას უფლება მისცა, კლუბში დაბრუნებულიყო.ახალგაზრდა დანიელმა მცველმა კი ფარერის კუნძულებთან მატჩში ცხვირი გაიტეხა და სამედიცინო შემოწმებისთვის აპენინებზე დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს შეგირდები სერია A – ს შემდეგ მატჩს ვერონაში, ადგილობრივი “კიევოს” წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო : Juventus.com

11 thoughts on “ხვალ ბიანკონერები ვინოვოზე შეიკრიბებიან

    1. აბსოლიტურად გეთანხმები : D მართალია პაპაჩემის ვირი ფრინავდა ხოლმე, მაგრამ მხოლოდ ოცნებებში :lool:

  1. ხვალ შეიკრიბებიან და მოემზადებიან ფრინავი ვირების მიწაზე დაშვებისათვის…

    კიევოსა და მერე შინ ჯენოასთან უეჭველი 6 ქულა გვინდააააა!!!!

  2. მგონი კუალიარელა მზად არის წლევანდელი დებიუტისთვის – დიდი შანსია სასტარტოში ვიხილოთ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა ართ 20-25 წუთს ყველა ვარიანტში მიიღებს

  3. მონტენეგრო უკვე გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ვუჩინიჩის დახმარება არ დაჭირდებათ. აქ ჩვენ უფრო გამოგვადგება ეგ კაცი.

    მიდით ბიჭებო, კიევო უნდა დადოთ, არ დაინდოთ :bicho: :bicho: :bicho:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.