ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” “იუვეს” ჯოვინკოს გაშვება არ სურს “

სებასტიან ჯოვინკო ახლა ორი კლუბის, ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” თანამფლობელობაშია, თუმცა, როგორც ფეხბურთელის აგენტი, კლაუდიო პასკუალინი აღნიშნავს, მისი კლიენტის გადმობირებით ინტერესი სხვა მხარეებისგანაც არსებობს: ” ჯერჯერობით არც “იუვეს” და არც “პარმას” არ სურს ფეხურთელი ხელიდან გაუშვას. ამ ორ გუნდს, და, შესაძლოა, კიდევ რომელიმე მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოუწევს დაჯდომა. სებასტიანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, მისნაირ პროფესიონალს კი არცერთ სათამაშო სქემაზე მორგება არ უჭირს. ადგილი, რომელიც მას “პარმას” დამრიგებელმა მისცა ჯოვინკოსთვის ოპტიმალურია და გაცემულ ავანსსაც ბომბარდირთა სიაში ლიდერობით ამართლებს. არის თუ არა ჩემი კლიენტი დელ პიეროს მემკვიდრე? ამაზე საუბარი არ მსურს, რადგან ყველას თავისი გზა და ინდივიდუალური პლიუსები აქვს. რაც შეეხება ნაკრებს, იქ ადგილი სებასტიანისთვის გაწეული შრომის საფასურია. ” -აცხადებს პასკუალინი.

წყარო: tuttomercatoweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

103 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
12 years ago

რა ტყუილად ოცნებობთჯიოვინკოს დაბრუნებაზე :lool: ეხლა იუვე მაგას არ დააბრუნებს რომც ეხვეწონ კიდე მაინც არ მოვა ეეეჰ რა აღარ იცის ამ ილუზიებმა :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

vaxo turqadze
12 years ago

ძალიან კარგი ბიჭია და უნდა დაბრუნდეს,რა თქმა უნდა დელ პიეროს ვერავინ და ვერასოდეს ვერ შეცვლის,მაგრამ მის პოზიციაზე,რეალური კანდიდატებიდან ჯოვინკო საუკეთესოა,ასე რომ მოხარული ვიქნები თუ დაბრუნდება….ისე ბევრი რამე მიკვირს ამ საიტის და ზოგი ადამიანის,ზიზუ იმიტომ წავიდა,დელ პიერომ ამოაგდო სასტავიდანო :lool: :lool: ,სად ზიზუს პოზიცია და სად ალექსას?პლიუს ზიზუ მერე მოვიდა,როცა დელ პიერო უკვე ლიდერი იყო…ან რატომ ეზიზღებათ ასე ჯოვინკო?მართალია ილაპარაკა იუვეზე ცუდად,მაგრამ ნებისმიერი ამბიციური ადამიანი ეგრე მოიქცეოდა,მერე ინანა კიდეც და არცერთი გატანილი გოლი არ აღუნიშნავს იუვეს კარში,თან 24 წლის პროგრესულად მოასპარეზე ფეხბურთელი მირჩევნია 24 წლის რეგსესულ ვარსკვლავს,როგორებიც ძალიან ბევრია დღეს…

betega
12 years ago

ნაკრების თამაშის ვიდეო დადეთ რა

| Newsphere by AF themes.
103
0
Would love your thoughts, please comment.x