ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი : “პელისიერი ? – ის ერთადერთი არაა, ვისაც ხიფათის შექმნა შეუძლია”

მიმდინარე სეზონში ანდრეა ბარძალი ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა.იტალიელმა უკანახაზელმა უკლებლივ ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში და რაც მთავარია დამაჯერებლად ჩაატარა.ბიანკონერების რიგებში შესანიშნავი ასპარეზობის გამო, პირველად  2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბარძალი კვლავ ეროვნული ნაკრების წევრია.

სერბეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ანდრეა ბარძალი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დაბრუნდა და ახლა ყოფილი გუნდის, “კიევოს” წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.

“სერია A – ში თამაში სწორედ კიევოს შემადგენლობაში დავიწყე.ვერონაში გატარებული პირველი წელი უბრალოდ საოცარი იყო, ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება.”ბენტეგოდის” სტადიონი ნებისმიერი გუნდისთვის რთულად სათამაშო არენაა, ამიტომ ჩვენ რთული მატჩი გველის.პელისიე ? – ის გუნდის ლიდერია, თუმცა არა ერთადერთი, ვისაც ხიფათის შექმნა შეუძლია.აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გუნდი მეტად ყურადღებიანი, მობილიზირებული და მონდომებული გახდეს. “

იტალიის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა “ბიანკონერებმა” საკუთარ მოედანზე, “მილანის” წინააღმდეგ გამართეს ( 2-0 ) : “გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ ეს მხოლოდ ყველაფერის დასაწყისია.მშვიდად უნდა განვაგრძოთ ვარჯიში, ვიფიქროთ ჩვენს მიზნებზე და არა მოწინააღმდეგეზე.იტალიაში ყველაფერი მოულოდნელად იცვლება, უახლოეს მატჩებში გამოჩნდება, რა შეუძლია ტურინის იუვენტუსს.”

აპენინებზე დაბრუნების შემდეგ ანდრეა ბარძალიმ შესანიშნავი სათამაშო ფორმა დაიბრუნა და ეროვნულ ნაკრებში მოწვევაც დაიმსახურა : “ბოლო თვეებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამას რევანშს ვერ ვუწოდებ.გერმანიაში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ უდიდეს გუნდში მოხვედრის შანსი ხელიდან არ გავუშვი.უკანასკნელ პერიოდში საკუთარ თავთან უდიდესი სამუშაოები ჩავატარე და ეს წარმატება მაძლევს მოტივაციას, ვიბრძოლო უფრო მეტისთვის.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
david alkhanishvili
12 years ago

პელისიერმა 150 ლარი წამაგებინა იუვე-კიევოს სუპერლაივზე 3/3 რომ მორჩა,2 ჯერ დავსვი იუვეს გოლი და ბოლოს გამარჯვებაზე 1.73 ქონდა კუში,გავიტანეთ და ისევ გამოხტა ეს ოხერი და…საერთოდ არ მიგინებია…

12 years ago

იაფი და ხარიხიანი შენაძენები
1 – ბარძალი 300 000
2 – ვუჩინიჩი 13 მილ. (ზუსტად არ მახსოვს)
2 ვიდალი 12 მილ.
იმ უფასოებს არ ვთვლი : )

mishka juve
12 years ago
Reply to 

ვუჩინიჩი 13 მლნ იაფი არაა

12 years ago
Reply to  mishka juve

იაფია დამიჯერე!!! ვუჩინიჩი გაგვიყვანს ლიგაზე და ჩემპიონობისთვის გვაბრძოლებს, ნუ ლიდერს ვერ ვუწოდებ მაგრამ ერთ-ერთი თანალიდერი რომ იქნება ეგ უეჭველია

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  mishka juve

vucinicistvis iafia.

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  mishka juve

aba dzmao shen ra ginda ro vucinici 7 milioni xirdes? egre ar ari dzmao tore kaia

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

300 000

12 years ago
Reply to  Dutch

სახიფათო კაცია მაროტა :chuvak:

12 years ago

კაროჩე დამტანჯა ამ სანაკრებო შესვენებამ :blin:
მაროტამ ამაში 1 მილიონი გადაიხადა ხო?! :forza:

d a v i d
12 years ago

მართლა ბრავოოო :juvee: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

მაგრად ათამაშდა :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x