ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” მთავარი სწორი მენტალიტეტია “

ანტონიო კონტე საკუთარ შეგირდებს სწორი მენტალიტეტის ჩვენებისკენ მოუწოდებს. “კიევოსთან” დაპირისპირებამდე ერთი დღით ადრე “იუვენტუსის” დამრიგებელი მომავალ მატჩზე საუბრობს…

” “კიევოს” რამდენიმე მატჩი განვიხილეთ, ამას ყოველი შეხვედრის წინ ვაკეთებთ ხოლმე. წარმოდგენა გვაქვს, თუ როგორ თამაშობენ ვერონელები. ეს კარგი გუნდია, რომელსაც უნდა ვუფრთხილდეთ. უკვე რვა ქულა აქვთ და წაუგებელი სერია “პარმასთან” მხოლოდ ბოლო წუთზე დაასრულეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ თამაშის მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილს ჩვენთან გაიყოფდნენ. “

” მაგრამ ჩემს გუნდში მოტივირებული ბიჭები არიან, რომელთაც ამ კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი რამის მიღწევა სურთ. დარწმუნებული ვარ, “კიევოსთან” სწორი განწყობით გავლენ მოედანზე. გასულ შეხვეხდრებზე ყოველთვის ვსაუბრობ ხოლმე. “ბოლონიასთან” მატჩში კაცნაკლულები დავრჩით, თუმცა თამაში ხელიდან არ გაგვიშვია და მოგებასაც ვიმსახურებდით. ისე ჩანდა, თითქოს კაცი ჩვენ კი არა, სტუმრებს აკლდათ. უნდა ვაღიარო, “კატანიასთან” პირველ ტაიმში კარგად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. მაგრამ მეორე ტაიმში აქაც ყველაფერი შემოვაბრუნეთ და გამარჯვება შეგვეძლო. “

” რაც შეეხება შემადგენლობას, მიხარია, რომ დიდი არჩევანი მაქვს. მატჩის დაწყებამდე არჩეული გუნდის შეცვლა შეხვედრის დაწყების შემდეგ თავისუფლად შემიძლია. ეს კარგია, რადგან მეტოქეებს წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ ითამაშებს. კიელინი? მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან დამარწმუნა, იმ პოზიციაზე თამაშს იმსახურებს, რომელსაც იკავებს. ვუჩინიჩი ნაკრებში მთავარ ფორვარდად თამაშობს, მის უკან კი იოვეტიჩია. იგივე მახასიათებლებით მის პოზიციაზე სხვა ფორვარდებიც მყავს. კუალიარელა სერიოზულ ტრავმას აღწევს თავს. მოუთმენლად ველოდები, როდის შევა ფორმის პიკში და მისი გამოყენების საშუალება მომეცემა. მას ჩვენი თამაშის ხარისხის გაზრდა შეუძლია. “ -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

35 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
12 years ago

ძალიან მინდა რომ მოვიგოთ, რადგან მერე ჯენოას მოვუგებთ სახლში და კარგად დავწინაურდებით…
მერე რთული ტურები გვეწყება
ფიორე
პალერმო
ინტერი
ნაპოლი
ლაციო
ჩეზენა
რომა

G M
G M
12 years ago

სიახხლეებს ღამისთვის ინახავთ ? :lool:
დადეთ რამე სიახლე კითხვა მომენატრა :chuvak: :lool:

Giorgi kasrashvili
12 years ago

დაწყდით??? :lool: :lool: :lool:

სად ხართ???
მაინც და მაინც 5ზე მოხვალთ ხო? :lool: :lool: :lool:

ვირები გვყავს დასაკოდი :chuvak: :chuvak: :chuvak:

marchisio8
12 years ago

:D დაკოდვას 5ზე ვიწყებთ :forza:

| Newsphere by AF themes.
35
0
Would love your thoughts, please comment.x