ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” “კიევო” მხოლოდ თავს იცავდა “

ვერონაში ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ანტონიო კონტე პირველ კომენტარებს აკეთებს. “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელი “ბიანკონერების” მიერ ნაჩვენები ფეხბურთით კმაყოფილია.

” ნელ-ნელა “იუვე” დიდი გუნდის მენტალიტეტს იბრუნებს, ახლა მცირე ასპექტებზე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სამი თვის განმავლობაში ფაქტიურად, ყველაფერი შეიცვალა. გასაგებია, ყველა ყოველთვის გამარჯვებას ელოდება, თუმცა “კიევო” ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. დაკარგული ქულების გამო ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ბიჭების მიერ ნაჩვენები შემართებითა და გამარჯვების წყურვილით კმაყოფილი ვარ. ინიციატივა პირველიდან ბოლო წუთებამდე არ გაგვიშვია ხელიდან. შესაძლოა, 14 ფეხბურთელის ეროვნულ ნაკრებებში გაშვების გამო ვაგეთ პასუხი, მაგრამ, დამიჯერეთ, ვერონელებს ცხრა ქულა შემთხვევით არ აუღიათ. “

” მშვენივრად ვიცოდით, რომ “კიევოს” მოძრაობა უყვარს და აქ ბრძოლა ფიზიკურ კონდიციებს შორის იქნებოდა. ადვილი არაა, აქ ჩამოხვიდე და მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალება არ მისცე, რადგან როცა ასე არ ხდება, გოლისგან დაზღვეული ვერ იქნები. სიცილიაში პირველი ტაიმი ჩავაგდეთ და მეორეში შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. დღეს ზოგადი სურათი ორივე ტაიმში კარგი იყო. რთულია, როცა მეტოქე 11 კაცით საკუთარ ნახევარზეა, სახიფათო მომენტები შექმნა, ასეთ დროს სივრცეების გამოძებნა ჭირს. მარკიზიოს ან დელ პიეროს დარტყმას რომ მოჰყოლოდა შედეგი, ნამდვილად სხვა თამაშს ვიხილავდით. კრასიჩი? მას დიდი შესაძლებლობები აქვს და მისი გამოვლენა ახლა მე მევალება. მთელ ჩემს რესურსებს გამოვიყენებ, რომ “იუვენტუსისთვის” გადამწყვეტ ფიგურად ვაქციო. ” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
malxazi ediberidze
12 years ago

ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,თუმცა ჩემი აზრით ხანდახან ფანტაზისტა
უფრო მეტად უნდა ჩანდეს.რაც დრო გავა უფრო უნდა მოვუმატოთ

mamuka makharadze
12 years ago

magari kacia es raa.. shemiyvarda imena. jer ra volkis gamoxedva aq da mere magar taktikas awyobs.. mara is vucinici ar mevaseba raa tavdasxmashi. wuali ufro mets gaaketebs. ise estigaribia ar gevaat? memgoni kai tipi unda chandes?

12 years ago

მართალი ხარ ძმა……..

12 years ago

რა დელ ნერი რაებს ლაპარაკობთ.. მინიმუმ ორი წელი არავინ ახლოს ხელი კონტეს!!! ეხლა რაც ხდება კონტეს ბრალი ყველაზე ნაკლებია. რაც არ უნდა იყოს გუნდში გრანდის სული ბრუნდება, ხო კაია ბურთს რო ვაკონტროლებთ მთელი მატჩი და სადავეებს რო ვფლობთ.. თუ ის მოგწონდათ დელ ნერის დაცვითი ფეხბურთელები რომლებსაც მუხლები უკანკალებდათ.
კარგით რაა ძალიან გთხოვთ ნუ დაწერთ ასეთ სისულელეებს.

12 years ago

რა მოგივიდათ დელნერის მისტირით?…გუნდი წაუგებლად თამაშობს,პირველ ადგილზეა,თამაშის ხარისხიჩ კარგია…მეტი რა უნდა ქნას კონტემ,ან შემადგენლობა რატო უნდა ცვალოს,თავდასხმა რო არ უვარგა გუნდს ეს კონტეს ბრალია?…სხვა რგოლი კი ჯერჯერობით შეცვლას არ საჭიროებს…ჩემი აზრით კონტე წარმატებებს მიაღწევს

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

დელნერის უფრო შეთამაშებული გუნდი ჰყავდა, ამას კი არა. სიმართლე გითხრათ, რაც გააკეთა იმასაც არ ველოდით.

ჰოდა ვაცალოთ ცოტა, შეათამაშოს გუნდი. მასე მწვრთნელების ცვლით ვერაფერს მივაღწიეთ. იმუშაოს, ალღო აუღოს, გუნდი შეათამაშოს და შედეგიც დაიდება. ერთ-ორ თამაშში გუნდის შეთამაშება შეუძლებელია

giorgi sidiani
12 years ago

wina welsac titqis analogiuri komentarebi ideboda,gansxvaveba moxlod is aris ro is del neri iyo es kontea

Giorgi kasrashvili
12 years ago

კიევოსთან მატჩში საუკეთესო იუვენტინოს გამოკითხვაში გაიმარჯვებს

პეპე ან ვიდალი

Giorgi kasrashvili
12 years ago

ხალხნო ტრაგედიას ნუ ქმნით… 1 ადგილზე ვართ, ჩვენ არ ვართ ერთადერთები ვინც ქულებს კარგავს… გუნდში ბევრი ახალწვეული თამაშობს და ძნელია მოთხოვო მოგებები, მთავარია ეს წელი საძირკველი იყოს გაისად ჩემპიონობისათვის. ეს გუნდი შეთამაშდება, შეიკვრება და გაისად ტრანსფერების დროს, მარცხენა და ცენრალურ მცველს დავიმატებთ, კარგ კრაინოი შემტევს და დელპიეროს ღირსეულ შემცვლელს… 4 კაცი საკმარისია… ხომ იძახით რთული ტურები გველისო??? ჯენოასა და ფიორენტინას ტურინში მოვუგებთ 2ვეს… მერე ნაპოლში არ წავაგებთ, არც ინტერში და ლაციო რომასთანაც გამარჯვებული გამოვალთ… მე მჯერა ბიჭების და გაითვალისწინეთ მთავარი რამ: ტ ო ტ ა ლ ი ზ ა ტ ო რ ი ს ფაქტორი… 2.1 იან იუვეს მოგებას ყველა… Read more »

snuff-juve
12 years ago

+111 გეთანხმები ბრატ არაა საჭირო ტრაგედიის შექმნდა ამ თამაშიდან გამომდინარე ისევ პირველზე ვართ და ეგრე გავაგრძელებთ ბოლომდე ქულას ყველა გუნდი დაკარგავს უბრალოდ რას შეიძლება მინიმალურად უნდა მოხდეს ჩვენს შემთხვევაში ეგ:forza: :forza: :forza:

Del Piero 10+
12 years ago

ზამთარში ერთი უმაღლესი კლასის თავდამსხმელი გვინდა რა თორე არაფერი შველის…

mishka juve
12 years ago

1 ფორვარდით არ უნდა ეთამაშა

bacho kochlashvili
12 years ago

au kacma icis rasac aketebs. cven ver vxdebit shida samzareulos. es mzareulma ufro kargad icis. xoda davelodot kerzs….. :chuvak:

lasha naxucrishvili
12 years ago

აუ კონტე 2 თავდამსხმელი ათამაშე ხოლმე

Gio Darja
12 years ago

ყველაფერი თავიდან დაიწყო კონტემ და ამ მომენტისთვის უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის, რომ გუნდს უძლიერესი და გაუვალი დაცვა გვყავს, სულ რამოდენიმე გოლი გავუშვით 6 თამაშში..

ვერც ვიდალს და ვერც მარკიზიოს სკამზე ვერ დააჯენს, ამიტომ უარს ამბობს მეორე ფორვარდზე და მარტო ვუჩინიჩით თამაშობს, მეორე უნდა დავუმატოთ ანტონიო, კვალიარელა ან მატრი :love:

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x