ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელის სიტყვით გამოსვლა აქციონერების შეკრებაზე


გთავაზობთ , ანდრეა ანიელის სიტყვით გამოსვლას , ტურინის ” იუვენტუსის ” აქციონერების შეკრებაზე …

” თავდაპირველად , გვსურდა სხდომა ვიდეო რგოლის შემდეგ გაგვეხსნა , რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს ისტორიულ დღეს , როდესაც იუვეს ახალი არენა გაიხსნა ” .

” უშუალოდ სტადიონის გახსნის ისტორია უპრეცედენტოა . გვსურდა ჯერ კიდევ 90- იანებში და მხოლოდ 2008 წელს დაიწყო ოფიციალურად მშნებლობა , რომელიც 2011 წელს დასრულდა . მინდა ხაზი გავუსვა , რომ ეს ყველაფერი არის  Exor Group – ის დამსახურება და მიუხედავად მწვავე ფინანსური კრიზისისა , რომელიც მსოფლიოში არსებობს , ჩვენ მაინც მივაღწიეთ გამარჯვებას . კომპანიამ ზუსტად გათვალა სიტუაცია და ეს მაშინ როდესაც 2008 წელს , კრიზისის პირველი სიმპტომები ჩნდებოდა . ვამაყობ იმით , რომ ჯგუფი ყოველთვის ზუსტ და სწორ გადაწყვეტილებებს აკეთებს .

ყველაფერთან ერთად , ჩვენ პირველი იტალიური კლუბი ვართ , რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა და მიუახლოვდა ევროპელ კონკურენტებს. ერთადერთი რამ , რაც აერთიანებს იუვენტუსის ძველ და ახალ სტადიონებს არის , ალესანდრო დელ პიერო – ჩვენი კაპიტანი , რომელსაც უდიდესი სურვილი გააჩნდა კიდევ ერთხელ მოერგო ბიანკონერის მაისური ! ეს მისთვის უკანასკნელი სეზონია ჩვენს რიგებში .

მას შემდეგ რაც ოფიციალურად დავიკავე ” იუვენტუსის ” პრეზიდენტის პოსტი , მომენტალურად გავუკეთე ანალიზი შექმნილ სიტუაციას და კონცენტრაცია მხოლოდ სპორტზე გავაკეთე . მიზანი ერთია ! გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს დიდ გამარჯვებებს !



დღეს კი ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის , რომ დავადასტუროთ საბუღალტრო ბალანსი 2010/11 სეზონის , რომელიც იუვენტუსის ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე კოშმარულია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით . პირველ ყოვლისა ახალი არენის მშენებლობის გამო , ხოლო უკვე შემდეგ სპორტული კრახის გათვალისწინებით , რომელიც გუნდმა გასულ 4 სეზონში განიცადა .

პლიუს ამასთან უნდა დავამტკიცოთ კაპიტალის გაზრდა . გასული კვირის განმავლობაში , ჩვენ უკლებლივ ყველა დეტალი შევათანახმეთ ამასთან დაკავშირებით .

კაპიტალთან დაკავშირებით , მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ექსორის ჯგუფს და ასევე საკუთარ ბიძაშვილს ჯონს , რომელმაც საშუალება მომცა სათავეში ჩავდგომოდი ” იუვენტუსს ” .

ბუნებრივია მე მწამს ჩვენი მენეჯერების , მე მწამს ასევე ანტონიო კონტესი , ადამიანის რომელიც ყველა ღონეს იხმარს გამარჯვების მოსაპოვებლად . მე მწამს , რომ ყოველი დღით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით მწვერვალს . იმედი მაქვს , აქციონერებს ასევე სწამთ ჩვენი გეგმების . ვიმედოვნებ , რომ ისინი გაყვებიან გუნდს , რომელსაც მათი იმედი ექნება . დარწმუნებული ვარ , ყოველ თქვენთაგანს , აქ კიდევ არა ერთხელ ვიხილავ და კონკრეტულად ერთი წლის შემდეგ და იმედი მაქვს კლუბის დიდ წარმატებაზე ვისაუბრებთ ” .

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
sofia koniashvili
12 years ago

დელპიეროოოოოო………. :cry::cry::cry::cry::cry:

del piero_buffon
12 years ago

ალექსი არ გაუშვათ :forza: :forza:

GLAXO GONGADZE
12 years ago

ნედვედი კაცი როგო იფერებს.

GLAXO GONGADZE
12 years ago

:forza: :juvee:

Nikusha350
12 years ago

:juventus: :juvee:

d a v i d
12 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x