ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები გრძელდება

გასულ კვირაში გამართული სანაკრებო ბატალიების გამო ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებს “კიევოსთან” მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე ჰქონდათ, ამჯერად კი ბიანკონერების განკარგულებაში მთელი კვირაა.

მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაჰყო.მოთამაშეების ერთი ნაწილი სპორტ დარბაზში ვარჯიშობდა, მეორენი კი მინდორზე ტაქტიკურ დავალებებს ასრულებდნენ.ანტონიო კონტემ შეგირდები ძირითადად 4-2-4 ტაქტიკაზე ავარჯიშა, ბურთის კონტროლი დაცვიდან და დარტყმები კარის მიმართულებით.

დღევანდელი ტრენინგი მცირე ტრავმის გამო არტურო ვიდალმა გამოტოვა.ჩილელმა ნახევარმცველმა წინა ვარჯიშზე მარცხენა მუხლის ტკივილები იგრძნო და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საბედნიეროდ საგანგაშო არაფერია.ვიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მომავალ ვარჯიშებზე შეფასდება.

ხვალინდელი ვარჯიშის სესია ადგილობრივი დროით 14:00 სთ – ზეა დაგეგმილი.

წყარო : Juventus.com

4 thoughts on “ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები გრძელდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.