ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” – “ჯენოა” ( წინასამატჩო )

არის “იუვენტუსი” “სკუდეტოსთვის” ბრძოლის ფავორიტი? თუ ასეა, “ბიანკონერებს” ისევ გამარჯვებების გზაზე დაბრუნება მოუწევთ, ამის ბრწყინვალე შანსი კი დღეს, საკუთარ სტადიონზე მიეცემათ…

“მილანთან” მოპოვებულმა შთამბეჭდავმა გამარჯვებამ უკვე ყველას დაავიწყა “კიევოსთან”, “კატანიასა” და “ბოლონიასთან” დაკარგული ქულები. ეს ყველაფერი კი “იუვენტუსმა” უკვე ამ სეზონში მოასწრო.

კვირას, უგოლო ფრედ დასრულებული მატჩი “სერია ა” -ში ერთპიროვნული ლიდერობის ხელიდან გაშვებული შანსი იყო. “მფრინავმა ვირებმა” ბრწყინვალე დაცვითი განსწავლულობა გამოიჩინეს და საკუთარი კარების 90 წუთის განმავლობაში მშრალად შენახვა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ალესანდრო დელ პიეროს სეზონის პირველი გოლის გატანამდე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა.

უკვე მერამდენე დღეა მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება სწორედ დელ პიეროსადმია მიპყრობილი. ანდრეა ანიელიმ ნათლად განაცხადა კაპიტნის წასვლის შესახებ, რაც ბევრისთვის, უბრალოდ, შოკი იყო. ცხადია, არავის გაუკვირდება, თუ ასეთი სიახლე გუნდის თამაშსაც დაასვამს დაღს, დელ პიეროს გარეშე “იუვენტუსის” წარმოდგენა თავად ფეხბურთელებსაც გაუჭირდებათ.

თავისმხრივ, გადაწყვეტილებების მიღება ანტონიო კონტესაც მოუწევს. საინტერესოა, ისევ დარჩება 4-1-4-1 ტაქტიკის ერთგული თუ მცირე ხნით 4-4-2 -ს დააბრუნებს? ტრავმირებული ფეხბურთელები თითქმის არ არიან, შეხვედრას ტრიბუნებიდან “ბენტეგონიზე” მიღებული ტრავმის გამო მხოლოდ ჯიაკერინი დააკვირდება. ამასთან, შესაძლოა, ცენტრში ისევ ბარცალი-ბონუჩის დუეტი დადგეს, მარცხენა ფლანგი კი, როგორც “მილანთან” მატჩში, კიელინიმ დაიკავოს.

“ჯენოა” დღევანდელ შეხვედრამდე ორი გამარჯვებით მოვიდა, გენუელებმა მეორე ტურში “ლაციო”, მესამეში კი “კატანია” დაამაცხეს და ამჟამად ექვს თამაშში აღებული 8 ქულით მე-12 პოზიციას იკავებენ. აქამდე იყო მარცხი “პარმასა” და “კიევოსთან” და ფრედ დასრულებული შეხვედრა სამხრეთიტალიურ “ლეჩესთან”.

პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ მედიას განუცხადა, ჩემი გუნდისგან მეტს ველოდებიო, თუმცა ალბერტო მალეზანის გაშვების შესაძლებლობა კატეგორიულად გამორიცხა. ეს უკანასკნელი “ბოლონიადან” გასულ ზაფხულს გადმობარგდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სპეციალისტები უფრო დელიო როსის ან ჯიჯი დი კანიოს ელოდნენ.

მალეზანი, სავარაუდოდ, 4-3-1-2 ფორმაციით ითამაშებს, თუმცა კახა კალაძის გარეშე. ვეტერანი ქართველი მცველი “ჯიალოროსებთან” შეხვედრაში მიღებული ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება საკუთარ გუნდს. დაცვაში ახლა დაირო დაინელი და ემილიანო მორეტი დადგებიან.

ისტორიული კუთხით, “იუვენტუსს” დიდი უპირატესობა აქვს 35 მოგებით, 7 ფრითა და მხოლოდ ორი მარცხით. ეს ექვსი ქულაც “ჯენოამ” 1937 და 1991 წლებში მოიპოვა. მას შემდეგ ტურინში გენუელებმა მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს თავი. საგულისხმოა, რომ საკუთარ არენაზე ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში, ტურინელებმა “ჯენოას” კარი ათჯერ აიღეს.

სავარაუდო გმირები: საინტერესოა, ითამაშებს თუ არა ალესანდრო დელ პიერო. და თუ ითამაშებს, როგორი იქნება მისი საფეხბურთო რეაქცია გასული კვირის მოვლენებისადმი? დღევანდელ მატჩში კაპიტანს განსაკუთრებული მოტივაცია ექნება, ეს კი წარმატებული ფეხბურთის მთავარი გარანტია.

სავარაუდო შემადგენლობა: (იუვენტუსი): სტორარი, ლიხტშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, ბარცალი, პირლო, მარკიზიო, კრასიჩი, პეპე, მატრი, ვუჩინიჩი.

(ჯენოა): ფრე, როსი, დაინელი, მორეტი, ანტონელი, კუჩკა, ველოსო, ბირსა, მერკელი, პალასიო, კარაჩიოლო.

არბიტრი: რომეო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

60 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
12 years ago

ბორდომ იგებს,რეალიც იგებს. ეს ორივე დაჯდეს და გენკმაც მოიგოს და მარტო იუვე დამრჩება :yes:

საკაიფო ბილეთი მაქვს. ხიხონი,ვერდერი და ნიუკასლი უკვე დავსვი

Nikusha350
12 years ago
Reply to  NEDVEDA11..

NEDVEDA11.. x2 უნდა დაგედო ეგ თამაში განა იმიტო რო იუვეს მოგება არ მინდა :D არამედ იმიტო რო თუ იუვე წააგებს ან ფრე მორჩება (ჯვარი გვწერია) ტოტალიზატორში მოიგებ და გაგიხარდება თუ იუვე მოიგებს ტოტალიზატორის დედაც ვატირე შენი ფავორიტი გუნდი მოიგებს და ვაფშე გაგიხარდება :))

12 years ago
Reply to  Nikusha350

მაგდენ ტანჯვას არ შეიძლება უბრალოდ არ ჩადო შენი საყვარელი გუნდი???

Del Piero 10+
12 years ago

დღეს ვიგებთ ფიორემ გამაზა… იოვეტჩი ფორმაში შედის ნელ0ნელა დუბლი გაიფორმა…იმედია ჩვენთან არ გამოისხამს ფრთებს

Del Piero 10+
12 years ago

GMG სპორ1 აჩვენებს ..ვიცავ უნდა იქ უყუროს

lasha naxucrishvili
12 years ago

დღეს იუვეზე არ მაქ დადებული ზნაჩიტ მოვიგებთ :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: ( მგონი მიხვდებით ამას რატომაც ვამბობ :lool: )

NEDVEDA11..
12 years ago

მე მაინც მაქვს დადებული :D

ერთად ვიგებთ, ერთად ვაგებთ :buhee:

Gio Darja
12 years ago

live – ს დადებთ ვინმე ადმინები ხართ ჩემს გარდა აქ ? :lool:

d a v i d
12 years ago

fromsport.com აქ შედი ძაან იშვიათად რო გაჭედოს და კაი ხარისხი აქ :juvee:

ako mamulashvili
12 years ago

cudi interneti maqvs da iseti linki dmaigdet aq ra ro vuyuro cinascar madloba :D
:lool:

gigo chopliani
12 years ago

დგეს ვიგებთ ორი ბურთის სხვაობით მატრი ვუჩინიჩი გოლების ავტორები :forza:

del gia
12 years ago

ჩვენი დროით 22:45-ზე იწყება? თუ იცით?

Gio Darja
12 years ago
Reply to  del gia

კი..

del gia
12 years ago
Reply to  Gio Darja

მადლობა ყურადღებისთვის ;)

Di Francesco # 1
12 years ago

ika_karala :lool:
არა რა ბეილი, ბეილი და 1 თამაშით გავარსკვლავებული ბევრი ვიცი ყვავებს რო ყრიდა :givi:
ისე ესეც უელსელია, ძველი ლივეპულიდან მომწონდა და სულ მინდოდა იუვეში, ახლა ცოტა მობერდა მარა სისწრაფე კიდე აქ კაცს ატყუებს ჩაწოდება იცის და კარში დარტყმა

12 years ago

დღეს ვუჩინიჩს მატრის და დელ პიეროს ერთად დავაყენებდი.. დაცვის ლიდერი აკლიათ და ავიკლავთ (ლიდერში კალაძეს ვგულისხმობ,ჯენოაში ერთ-ერთი საუკეთესოა)

Di Francesco # 1
12 years ago

BaTuMski……..>>>
ზამენა იმისთვისაა რო, ვიდალი, ელია,კრასიჩი, და მატრი დააჯინო, სანამ აზრზე არ მოვლენ
მარცხენა ფლანგზე ბელამი დაგვხატავდა მარა აწი ვინ გამოგატნევს, ამ ზაფხულზე უნდა გვეყიდა

12 years ago

დღითიდღე მაკვირვებ.. რა ბელამი??? :lool: თუ ბეილი უნდა დაგეწერა??? : )
ვიდალი კი არ არის ზამენის კაცი.. ძირითადისაა ; )

Del Piero 10+
12 years ago

ვიდალი ნაკლებად…მაგას მირჩევნია მარკიციო ქალიშვილი იჯდეს მანდ :lool:

NEDVEDA11..
12 years ago

ყველაფერი კარგად იქნება !!!
:juvee:

lasha naxucrishvili
12 years ago

სტორარი ძალიან მაგარია იმედია ისევ მხეც ფორმაშია :forza: :))))

dato grdzelishvili
12 years ago

ბუფონს რა ჭირს რატო არ იქნება????????! არაა განაცხადში?

Gio Darja
12 years ago

ტრავმა აქვს 10 დღე არ იქნება..ლავიწის ძვალი დაიზიანა ვარჯიშზე

| Newsphere by AF themes.
60
0
Would love your thoughts, please comment.x