ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ფანების დახმარება გვჭირდება “

ზოგჯერ ფსიქოლოგიური სტაბილურობისთვის წინა შეხვედრების დავიწყებაა აუცილებელი. ახლა სწორედ ეს შემთხვევაა. გუშინწინ დაკარგული ქულების ანაზღაურების შანსი “ბიანკონერებს” ხვალ მიეცემათ, როცა საკუთარ კედლებში ფლორენციულ “ფიორენტინას” დაუხვდებიან. მომავალ დაპირისპირებაზე “იუვენტუსის” დამრიგებელი, ანტონიო კონტე საუბრობს…

” “ჯენოასთან” გამარჯვება ხელში გვქონდა და ალბათ სწორედ ამიტომაც შევწყვიტეთ გადაცემები და თამაშის სიმჭიდროვე დაგვერღვა. მეორე გაშვებული გოლი ამის შემაჯამებელი შტრიხი იყო, ცენტრში დაშვებულმა შეცდომამ ველოზოს გრძელი გადაცემის გასაკეთებლად საჭირო სივრცე მისცა. ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გულშემატკივარსა და ფეხბურთელებთან ერთად, მეც მჯეროდა, ყველაფერი დასრულებული იყო. ჩვენი გულშემატკივრების დახმარებაც 90 წუთის განმავლობაში გვჭირდება, რადგან საკუთარ მოედანზე თამაშის უპირატესობა სწორედ ესაა: იცი, მეთორმეტე მოთამაშე მუდამ შენს გვერდითაა.

” კრასიჩი და კიელინი? ეს ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. კიელინი პრანდელის ნაკრების შეუცვლელი ფიგურაა, სერბი კი ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც ახლა კრიზისშია და ფსიქოლოგიური, ტაქტიკური თუ ფიზიკური კუთხით ჩემი დახმარება სჭირდება. მე ყოველთვის ჩემი ბიჭების გვერდით ვიქნები და ღრმად მწამს, გულშემატკივრებიც მუდამ ასე მოიქცევიან. რაც შეეხება ვიდალს, გუშინ განცალკევებით ივარჯიშა, შემდეგ კი ძირითად გუნდს შეუერთდა. ვფიქრობ, ხვალ ის ჩვენს დახმარებას შეძლებს.

” ჩვენს მონახაზებს წინასასსეზონო მზადების დროს ვამუშავებდით, მაგრამ ბევრი ფეხბურთელი, მაგალითად ელია, ჯიაკერინი, ვიდალი და ესტიგარიბია ამ მზადებების მიწურულს შემოგვიერთდა. ჯიაკერინი ტრავმირებულია, კრასიჩს სათამაშო კრიზისი აქვს, ესტიგარიბია და ელია კი ჯერ მხოლოდ სქემასთან ადაპტაციას გადიან. ამიტომაც ვიწყებთ ხოლმე ახალ იდეებზე მუშაობას…

” კუალიარელამ საშინელი ტრავმა გადაიტანა, ვიცი ეს როგორია, რადგან თავადაც გადამხდენია ამდაგვარი რამ. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და მჯერა ხარისხის კუთხით, დიდად წაგვწევს წინ. უბრალოდ ერთხელ უნდა მათქმევინოს: ” ამ კვირაში საუკეთესო იყავი, შემდეგ მატჩში მოედანზე გახვალ!”

” რაც შეეხება “ფიორენტინას”, ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე აქვს: “ლაციოს” უგებდა და თამაშის შემობრუნება რომაელებმა ამის შემდეგ შეძლეს, სამი ქულა უნდა აეღოთ “კატანიას” წინააღმდეგაც. რთული მატჩი იქნება. ფლორენციელები თავს კარგად იცავენ, წინ კი იოვეტიჩი, ჩერჩი, ჯილარდინო და ვარგასი ჰყავთ. თავისი საქმე ამ ფეხბურთებელმა ნამდვილად იციან, მათთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა მოგვიწევს. ” -ნათქვამია ანტონიო კონტეს წინასამატჩო ინტერვიუში.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
12 years ago

_shakson_
ესტიგარიბია საუკეთესო იყო მატრისთან ერთა, კიდე მოუმატებს და მარცხენა ფლანგის პრობლემა აღარ იქნება
ხო კვალიმ კაი ბურთი გაიტან, იქაც პეპეს ქონდამარცხნიდან კაი მომენტი კარის წინ იდგა და ააცილა
ხო დელპიერო მეც მინდა რო ათამაშოს 1 ტაიმი
კრასიჩი და ელია 2 უსაქმურია, ჯერჯერობით

12 years ago

უბრალოდ ერთხელ უნდა მათქმევინოს: ” ამ კვირაში საუკეთესო იყავი, შემდეგ მატჩში მოედანზე გახვალ!”

ეს კონტეს სიტყვებია, ძალიან აზრიანი და მნიშვნელოვანი – როგორ ფიქრობთ რას გულისხმობს აქ?? არ ვარ დარწმუნებული რომ მარტო კვალიზე აკეთებს აქ აქცენტს..
კონტე ამბობს რომ ვინც მთელი კვირის განმავლობაში უკეთესი იქნება ვარჯიშებზე ის ითამაშებს,

აი პასუხიც, თუ რატომ თამაშობს პეპე ყოველთვის.. ხასიათიდან გამომდინარე ვარჯიშებზე სრულად იხარჯება )))
კვალის კი, ზუსტად ვიცი ძალიან უჭირს იმ საშინელი ტრავმის შემდეგ და ვერ იხარჯება ბოლომდე ეტყობა (((

nika kakabadze
12 years ago

ამ ბოლო დროს მართლა სისულელეებს აკეთებს, მაგრამ მაინც ბოლომდე მაქვს მაგის იმედი, მაგრამ სისულელეები თუ აკეთა მერე გინდა თქვას გინდა არა ჩემი ბრალი იყოო :no :no :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

კონტე ძალიან სასაცილოდ იქცევა ხალხოოო
დავიჯერო კუალიარელა არაფრის აზრზე არ არის და რო დელ პიერო ისეთ დონეზეა რო ფეხბურთის თამაში აღარ შეუძლია ! კუალიარელა რისთვის დაიტოვა იუვემ რო მარტო იტალიის თასებზე ითამაშოს და დელ პიერომ კიდე რა არის ეს ვერ გავიგე რა :mad: ბოლო ხუთ წუთში ფეხბურთელის მოედანზე შეყვანა ეგ რა შანსის მიცემაა :mad: ჯერ მოინდომა ერთი თავდამსხმელით თამაში და ასე შემდეგ ! არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ მაგრამ ჩემი აზრით წელს იუვეს დაცვა კარგად თამაშობს იმიტომ არ ვაგებთ თორე…… კონტეს თავისი წიკები ძალიან მაშინებს.

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ყოჩაღ ანტონიო.
თუ დააკვირდებით, კაცმა აღიარა ჩემი შეცდომით მოხდაო ჯენოასთან ქულების დაკარგვა. მე ვენდობი კონტეს :juvee:

კვალი მაგრად გვაკლია. იმ კლიპში ( ფაბიოზე რომ იყო სიმღერა) მისი თამაში მაგრად მომეწონა. სერიოზული ფეხბურთელია. მაგრამ მეშინია ფორმა 100% ვერ აღიდგინოს და არც გამიკვირდება. :kenwvla:

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ფიორენტინას უნდა დავახიოთ ბურთი თავზე :bicho: :bicho:

shot10
12 years ago

ფანების მხარდაჭერა კიარა, “საწინააღმდეგო” არ მიიღო მაგათგან!
კაპიტანი დაგვანახე ბიჭოო!!!!

P.S (ვერ ნახე, წინა შეხვედრაზე მთელი სატადიონი აჭრელებული იყო ლოზუნგებით! და ნამდვილიად ვიცი რომ “კონტეს გაუმარჯოსო” არ ეწერა!)

12 years ago

მიდი კონტე მიაწექი!!! შენი იმედი მაქვს!!! არის მასში რაღაც რაც სხვებს არ აქვს, რაღაც განსაკუთრებულია ეს ადამიანი, ჩემი აზრით იუვეს დააბრუნებს :forza: :love: :vashaa:

Di Francesco # 1
12 years ago

კვალი მაგარია, ნაკრებმა რო წააგო და ტირილი დაიწყო მის მერე განსაკუთრებით ვბალეჩიკობ
იმედია ნაკრებშიც დაბრუნდება და ევროპასაც მოიგებენ ტურინელები

ჯიჯი, კიელინი, ბონუჩი, ბარძალი, მარკიზიო, პირლი, მატრი,
ეს 7 კაცი უეჭველი გვეყოლება ევროპაზე
კიდე კვალის და პეპეს აქ შანსი

jjj jjj
12 years ago

მაგ თამაში ხო მაგარი ჭედა კვალიმ..? :juvee: მეც მაგრად მევასება ფაბიო და მაგარი გულშემატკივარი ვარ მაგის. მე მჯერა კონტესი იცის კაცმა თავის საქმე! აქ იძახოდა ყველა კრასიჩი სადაა,კრასიჩი რატო არ გამოHყავსო და რომ გამოიყვანა რა ქნა? მაგას კიდევ ონდომებული პეპე მირჩევნია მე პირადად… რაც შეეხება დელ პიეროს მაგაში არ ვეტანხმები, რომ მხოლოდ 2 წუთი მისცა სათამაშოდ და იმედია შემდეგ შეხვდრებში ვიხილავთ სულ ჩვენს კაპიტანს..! ისე რას იტყვით ესტიგარიბიაზე…? მე პირადად ძალიან მომეწონააააააა :kenwvla:

Di Francesco # 1
12 years ago

კაია კვალი როგორც კი ჩადგება ფორმაში ერთერთი უმნიშვნელვანესი ნაწილი გახდება

კუალიარელამ საშინელი ტრავმა გადაიტანა, ვიცი ეს როგორია, რადგან თავადაც გადამხდენია ამდაგვარი რამ. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ და მჯერა ხარისხის კუთხით, დიდად წაგვწევს წინ. უბრალოდ ერთხელ უნდა მათქმევინოს: ” ამ კვირაში საუკეთესო იყავი, შემდეგ მატჩში მოედანზე გახვალ!”
ეს მომეწონა ყველაზე მეტად რაც აქამდე კონტეს უთქვია
:italy:

Gio Darja
12 years ago

კვალიარელას ენდობა ანტონიო და დარწმუნებული ვარ ხვალ ათამაშებს, ვუჩინიჩს სკამზე დააწყებინებს ჩემი აზრით, შეიძლება შეცვლაზე შემოუშვას..ელია მინდა ძირითადში :chuvak:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x