მაროტა: ” ჩვენი მიზანი პირველი სამეულია, მაგრამ… “
ტურინის “იუვენტუსის” დირექტორის ჯიუზეპე მაროტას აზრით, ანტონიო კონტე “ბებერი ქალაბტონისთვის” შესაფერისი ფიგურაა. სპორტული დირექტორი გასული ტურის შეხვედრასაც აჯამებს…
” ვიცოდი, ჯენოა” პრობლემებს აუცილებლად შეგვიქმნიდა, მაგრამ როცა 2-1 -ს ვიგებდით, ვიფიქრე, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. ცხადია, ფრე ცუდ ემოციებს იწვევს, მაგრამ დეპრესიაში ნამდვილად არ ვართ. სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება. “მილანთან” მატჩის შემდეგ, ბევრის აზრით, “ჯენოას” მასპინძლობა ადვილი იქნებოდა. კონტე, რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ წელს მოვიდა გუნდში. მწვრთნელმა ბევრ ახალ ტაქტიკაზე დაიწყო მუშაობა და ფეხბურთელებს შეგუებისთვის დრო სჭირდებათ. რესურსების გამოყენება თვითონ კონტემაც უნდა ისწავლოს, ჩვენ კი, ჩვენისმხრივ, მისთვის ყველანაირ დათმობაზე წავალთ. ”
“ გასული წლის რამდენიმე ნაკლი ჯერ კიდევ მოსაშორებელია, მაგრამ კონტე ამაზე მუშაობს და მიზნის მიღწევა საკმაოდ რეალურია. შაბათი ერთი კონკრეტული და იზოლირებული ეპიზოდი იყო, გარწმუნებთ, შარშანდელივით აღარ განმეორდება, როცა გამარჯვებებს თავიდანვე მარცხი ცვლიდა ხოლმე. კონტეს ყველაფერი აქვს, რაც ჩვენთვისაა საჭირო. “იუვე” მისი ნაწილია, იცნობს ამ გუნდს, მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის. დიდი სურვილი აქვს საქმე კარგად გააკეთოს და მუდამ ცდილობს ფეხბურთელებისთვის სწორი ტაქტიკური მენტალიტეტის შთანერგვას. მისი სამუშაოს ნაყოფი სწორედ ისაა, რასაც ველოდით.”
” ჩემპიონატი ძალიან დაბალანსებულია, სიტყვა “სკუდეტო” კი ყოველთვის “იუვენტუსის” ლექსიკონში ეწერა და ყოველთვის შეეძლო მისთვის ებრძოლა. კლუბის მიზანი პირველ სამეულში მოხვედრაა, მაგრამ ამასთან ერთად მუდამ არსებობს რაღაც მნიშვნელოვანი, რომელზე ფიქრსაც არ წყვეტ. ყოველ ჯერზე მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ, დიდი გუნდები ტიტულისთვის იბრძვიან, მაგრამ ჩვენს გარდა ბრძოლაში სხვებიც არიან, მაგალითად, “უდინეზე”, რომელიც მეორე ეშელონის კლუბი მხოლოდ ფურცელზეა. ” -ჩემპიონატს უდინელები 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, “იუვენტუსი” კი 13 ქულით მესამე ადგილზეა განთესილი.
არ ვიცი რეალურად რა შედეგით დავასრულებთ, მაგრამ კონტეს მინიმუმ ორი წელი ხელი არ დაედოს!!! რომ ვნიშნავდით ვიცოდით თუ ვინ იყო ეს ადამიანი და რა იდეებით მოდიოდა.. ხო და მივცეთ შანსი გამოავლინოს სრული პოტენციალი.. გასაგებია ბევრი რამე არ მოგვწონს ამ წუთას(მათ შორის მეც), მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე კმაყოფილი ვარ კონტეს გუნდის თამაშით!!!
თამაშს ვგულისხმობ და არა შედეგს, გუნდი ბურთს ფლობს და თამაშს აკონტროლებს, დღეს ვერ მოვიგეთ?? არაუშავს, ხვალე მოვიგებთ. ეს ფრეები ჯანდაბასაც წაუღია, მთავარია ხარისხი გაუმჯობესდეს და სტაბილურობა შეიძინოს გუნდმა და დამერწმუნეთ შედეგიც მოვა
ნამდვილად სკუდეტოს უნდა ვითხოვდეთ… შემადგენლობით არაფრით არ ვართ წელს არავისზე ნაკლები…
კონტეს მოსვლას პირველი მივესალმებოდი… მაგრამ თუ ასე ვკარგეთ ქულები ასე მარტივ გუნდებთან იუვენტუს არენაზე, ფაბიო კაპელო განთავსიფლდება 2012 წლის ევროპის მერე…
კაპელო კაია მაგრამ მაგან მარტო ერთი სასტავი იცის ფეხბურთელს დასვენების საშუალებას არ აძლევს სუსტ გუნდებთანაც კი და იმიტო ვკოჭლობდით ლიგაზე .. მე კი ყველაზე მეტად ლიგა მანაგღვლებს და მერე სერია ა
BaTuMski……..>>>
ალეგრის იბრაჰიმოვიჩი, რობინიო და კასანო უყიდეს, სამი ტოპ კლასის ფორვარდი ;) პირველივე წელს სკუდეტოს რომ ვითხოვთ იმიტოა სამი სეზონია მეშვიდეზე ვჩანჩალებთ

undoda და უყიდეს .. და დავიჯერო კონტეს სოფლელი ჯიაკერინი,პეპე ,გროსო,იაკვინტა, და ამაური ევასებოდა ან და კიდევ ვუჩინიჩი .. მერე მწვრთნელი როა მოთხოვოს ვინ უნდა და მაროტამ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს მათი ყიდვა
ისე როსიმ რამდენი ტიტული მოიგო ვილიარელთან ერთად მშურს პირდაპირ
მაიც არ მინდოდა ეგ ნუ ეხლა სულ არაფერს ჯობია რა ..
მე სკუდეტო მინდა და დადე კონტე სკუდეტო…მაროტა ერთი ტოპ კლასის თავდამსხმელი იყიდე ზამთარში ნაგვები მოიშორე …. აკეგრიმ პირველი წელს სკუდეტო მოიგო და კონტე მაგაზე ნაკლები არააა მგონი…. მაგრამ წელს თუ ლიგაზე ვერ გავედით უნდა აახვევნონ კონტეს !!! და ანჩელოტი მოიყვანონ ან ვენგერი ..
მარცხენა მცველი ჯუზეპე მარცხენა მცველი, ეგ გვჭირდება ყველაზე მეტად..
ნამდვილად კონტეს დრო ჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი ვერ მოგებული თამაშის მერე შეგვახსენონ, რომ შარშან მე-7 ადგილზე გავედით… მე-7 რომ არ გვინდოდა ამიტომ გავაძლიერეთ გუნდი, ავაშენეთ ახალი სტადიონი და მოგიყვანეთ კონტეც, თორე თუ ასე უაზრო ფრეები ვითამაშეთ (თანაც ტურინში, ახალ არენაზე) მაშინ რა აზრი ქონდა? თუ ვინმეს გონია, რომ შარშან რადგან მე-7 გავედით და წელს რომ მე-4 ან მე-5 ან მე-6 გავიდეთ კონტეს გუნდის პროგრესად ჩაუთვლიან მაგას, ძაან ცდება, მიუხედავად იმისა, რომ მე-7-ს ჯობს მე-4-5-6… თავის მართლების პოლიტიკა არ მოიტანს შედეგს არასოდეს… და საბოლოო შედეგი ასეთი ნიუანსებისგან მიიღწევა. ამ ფორმაციის იუვენტუსთან ტურინიდან ამ ფორმაციის ბოლონიას და ჯენოას… Read more »
მართალია
გასული წლის რამოდენიმე ნაკლი კიარა ეს ნაკლი სულააქ იუვეს რაც მე ვგულშემატკივრობ, მარა მე ნაკლად არ ვთვლი, უბრალოდ იუვეს და ნაკრების შედეგი დიდადაა დამოკიდებული მოტივაციაზე
იუვე შეუძლია მოუგოს მილანს და ინტერს მარა მოტივაციის არქონის გამო წააგოს ლეჩესთან