ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” ” ინტერი ” ძლიერია , თუმცა ჩვენ ეს არ გვაშინებს ”

ბიანკონერის ერთპიროვნული ლიდერობა , ორი აზრი არაა რომ ოპტიმიზმის საფუძველს იძვლევა . კლაუდიო მარკიზიო საკმაოდ კარგ ხასიათზე ჩანდა დღეს , როდესაც პირდაპირ ეთერში ინტერვიუს აძლევდა Juventus Channel – ის ჟურნალისტებს : ” სასიამოვნოა რა თქმა უნდა , ხედავდე შენს კლუბს პირველ პოზიციაზე , მაგრამ დასანანია რომ ქულათა სხვაობა მეტოქეებთან არცთუ ისე დიდია , არადა ოდნავ რომ გაგვმართლებოდა სიტუაცია კიდევ უფრო კომფორტული იქნებოდა ჩვენთვის . ფიორენტინასთან მატჩზე რა უნდა ითქვას ? შესანიშნავი პირველი ნახევარი ” იუვენტუსის ” შესრულებით , მაგრამ მოვლენები რომელიც მეორე 45 წუთში განვითარდა , ძლიერ წააგავდა ” ჯენოასთან ” დაპირისპირებას . მაგრამ , საბედნიეროდ მოვახერხეთ უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება ”

” მაშინ როდესაც ცენტრში , სამი ნახევარმცველით ვასპარეზობთ , გაცილებით მეტი შანსი მიჩენდება თავის გამოსაჩენად . გაიხსენეთ ელემენტარულად ის მატჩები , როდესაც მოვახერხე გოლების გატანა და მიხვდებით ჩემი სიტყვების მართებულობას . როდესაც შენს გუნდს მოედანზე ერთით მეტი შუა ხაზელი ჰყავს , მაშინ თავისუფლად შეიძლება პრესინგის განხორციელება მეტოქის ნახევარზე . ერთი შეხედვით , შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს , რომ ასეთ ვითარებაში გაცილებით დიდი ენერგია იხარჯება , მაგრამ ეს ასე არ არის . ნახევარდაცვაში და დაცვაში , მჭიდროდ თამაშის დამსახურებით , მოვახერხეთ ის გვეკეთებინა მოედანზე პირველ ტაიმში , რაც მოგვესურვებოდა . კონტემ თავდაჯერებულობა შეგვმატა , რისი წყალობითაც მოედანზე იმის რეალიზირება მოვახდინეთ რასაც ვარჯიშებზე ვხეწავდით ” .

მწვრთნელი ენდობა კლაუდიოს და დარწმუნებულია , რომ მისგან მაქსიმუმის მიიღებს …

” ” ფიორენტინასთან ” მატჩის დროს , ერთ ერთ ეპიზოდში მხრის ტრავმა მივიღე და რამდენიმე ხნით იმასაც კი ვფიქრობდი , რომ ვეღარ გავაგრძელებდი თამაშს , მაგრამ მისმა მხოლოდ ერთმა ფრაზამ : ” უკან დახევის დრო არ არის ! ” , დამატებითი ენერგია მომცა . შესაძლოა ეს არაფერია , მაგრამ ფეხბურთელისთვის მოედანზე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ” .

მარკიზიოს იმედი აქვს , რომ მისი გუნდის წარმატებული სერია ” ინტერთან ” მატჩშიც გაგრძელდება …

” ნებისმიერი შედეგით შეიძლება , რომ დასრულდეს ეს მატჩი . მიზეზი მარტივია , ნერიაძურიმ საშინლად დაიწყო ჩემპიონატი , მაგრამ ჩვენთან ისინი ყოველთვის მობილიზებულნი და მოტივირებულნი არიან . დიდებული გუნდია , რომელსაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გააჩნია . თუმცა , ჩვენის მხრივ ,  გაგვაჩნია ყველა ის ელემენტი რითაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხებას მოვახერხებთ , ისეთ არენაზეც კი როგორიც ” სან სიროა ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

მარკიზიომ მთავარია რწმენა მოიპოვოს და ინიესტას დონემდე მივა

bacho kochlashvili
12 years ago

yvelaze dzalian intertan ar minda cavagot. mezizxeba eg klubi yvelaze magrad magat ver vitan :down:

Aleqsi Chaduneli
12 years ago

საკუთარ თავში უნდა მონახონ ძალები მეტოქის დასამარცხებლად, მაგრამ მთვარი მაინც ერთია არ უნდა გავმაზოთ მომენტები. ეგ დიდ პრობლემად გვექცა რიალიზაციას ვერ ვახდენთ უპირატესობისსს…. გოლიიიიიი

12 years ago

ერთადერთი რისიც მეშინია არის ის რომ ინტერი თამაშებს ვეღარ იგებს და სადღაც ხომ უნდა მოიგოს, და ეგ სადგაც მაინცდამაინც ჩვენთან არ მოხდეს… მთლად მასე ჩამოსაწერიც არაა ეგ გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ მე გუნდად თავის დროზე არ მიმაჩნდა ეგენი, არათუ ეხლა…
თან ორმაგი მოტივაცია იქნება, ინტერს აქვს ჩვენთვის დასამტკიცებელი ბევრი რამე და არა ჩვენ მათთვის… პლიუს რანიერის ფაქტორიც…

juventino3969
12 years ago

აბა მაგათი საბლატაო საადაა. ველურებივით უნდა გადავურბინოთ და უბრალოდ კი არ უნდა მოვუგოთ უნდა ვცემოთ რომ მეორედ ვეღარ გაბედონ იუვეს ხსენებაც კი

d a v i d
12 years ago

ბურთი უნდა დავახიოტ თავზე, ფიორენტინას პირველი ტაიმი მოსაგონი უნდა იყოს ისე უნდა ვეთამაშოდ :juventus: :kenwvla: :juventus: :kenwvla: :juventus: :kenwvla: :juventus: :kenwvla:

Di Francesco # 1
12 years ago

აქ დიეგოზე იძახოდა ვინმე უნდა დარჩენილიყოო? ნახეთ რას აკეთებს ატლეტიკოშ და მერე აღარ იტყვით, ვაფშე დავიწყებია თამაში :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  Dutch

:lool:

Di Francesco # 1
12 years ago

როსი 6 თვე ვერ ითამაშებსო, ისევ ჯოვინკოს უნდა მივაწვეთ :italy:

Gio Darja
12 years ago

ინტერთან უნდა ვითამაშოთ ისე, რომ ნათლად გამოჩნდეს რა ფორმაში იმყოფება იუვე და რა ფორმაშია ინტერი..აუცილებლად უნდა დავჯაბნოთ, ცენტრში განსაკუთრებით..სეზარი ვერ ითამაშებს :loool:

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to  Gio Darja

სნეიდერიც არ იქნება მგონი ხო გიო???

Di Francesco # 1
12 years ago

მისმა მხოლოდ ერთმა ფრაზამ : ” უკან დახევის დრო არ არის ! ” , დამატებითი ენერგია მომცა .
მაგარია კონტე, იცის ფეხბურთელებთან მიდგომა :italy:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x