ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : “იუვეს თითოეულ ფეხბურთელში უდიდეს სურვილს ვხედავ”

“ფიორენტინას” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის შემდეგ ალესანდრო მატრიმ დაამტკიცა, რომ ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება.Sky Sport – თან ინტერვიუში იტალიელმა ფორვარდმა ბებერი ქალბატონის მომავალზე ისაუბრა…

სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებით : “ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილზე შეხედვა ნამდვილად მსიამოვნებს, იუვე პირველ ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი შაბათის მატჩზე კონცენტრირებაა.იმედი გვაქვს, მილანში გასამართი შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

იებთან მატჩის დასრულებისთანავე, გასახდელში ანტონიო კონტე ნერიაძურითან შეხვედრასაც შეეხო : “ფიორენტინასთან შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, ამ მატჩმა კიდევ უფრო მეტი რამ გახადა ცნობილი.იუვეს თითოეულმა მოთამაშემ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერთან დაპირისპირება და შესაბამისად, ჩვენი ფიქრები ამჟამად სწორედ მილანურ შეხვედრას უკავშირდება.”

რა განსხვავებაა ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ პირველი მატჩისა “ინტერის” წინააღმდეგ და მომავალ შეხვედრას შორის : “ის შეხვედრა ჩემთვის მუდამ დაუვიწყარი იქნება, მაშინ იუვენტუსში ახალი მოსული ვიყავი.ნერვიულობა მთელ შეხვედრას თან სდევდა. “

“იუვენტუსი” – “ინტერი” – სუპერ შეხვედრა : “უბრალოდ უნდა დაჯდე ტელევიზორთან და მატჩს თვალი დიდი ინტერესით ადევნო.ეს ის მატჩია, რომელსაც ფეხბურთის ნებისმიერი მოყვარული მოუთმენლად ელის.იუვენტუსის ყველა ფეხბურთელში ვხედავ სურვილს, ითამაშონ უკეთ, ვიდრე გასულ წელს.მატჩიდან მატჩამდე პროგრესირება ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია.”

ეროვნული ნაკრები – მთავარი მიზანი : “დიახ, ეს ჩემი მიზანია, მაგრამ სკუადრა აძურაში ადგილის მოსაპოვებლად იუვეს მაისურში კარგად ასპარეზობა მომიწევს.ძალიან მინდა, იტალიის ნაკრების ნაწილს წარმოვადგენდე.”

გატანილი გოლი, სამომავლო გეგმები : “არ მიყვარს რიცხვებით საუბარი, ჩემი მიზანი რაც შეიძლება ბევრის გატანაა.იმედი მაქვს გავიტან იმაზე არანაკლებს, ვიდრე ეს გასულ წელს მოვახერხე.თითოეული წელს ვცდილობ საკუთარი პლიუსები წინა სეზონთან შედარებით უკეთ წარმოვაჩინო.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

სურვილი კი არა ტავი უნდა მოაჭამოთ ყველას

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ეს ბიჭი დაბრუნებს იტალიის ნაკრებში ადგილს,ფორვარდისთვის აუცილებელი ყველა თვსება გააჩნია.
თუმცა ჯერ კიდევ აქვს რაღაც–რაღაცეები რამ გასაუმჯობესებელი

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ეს ბიჭი დაბრუნებს იალიის ნაკრებში ადგილს,ფორვარდისთვის აუცილებელი ყველა თვსება გააჩნია.
თუმცა ჯერ კიდევ აქვს რაღაც–რაღაცეები რამ გასაუმჯობესებელი

ako mamulashvili
12 years ago

bobomde bevri uklia ))

Di Francesco # 1
12 years ago

მაგარია, მეორე ვიერია :italy:

12 years ago

:forza:

d a v i d
12 years ago

ბომბარდირ :forza: :juventus: :juventus: :juventus:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x