ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ინტერი” 1-2 “იუვენტუსი” (ფეხბურთელების შეფასებები)

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6 – დამაჯერებლად მოქმედებდა მთელი მატჩის განმავლობაში.გაშვებული გოლის ეპიზოდში მისი დადანაშაულება შეუძლებელია, რადგან მაიკონის დარტყმულს მიმართულება ბონუჩის მუხლმა შეუცვალა.

ლიხშტაინერი 6.5 – მოქმედებდა ყურადღებით, მშვიდად და დამაჯერებლად.ფიზიკურ ბრძოლებში მყარად იდგა ფეხზე.კონტროლი დაცვაში, აქტიური ჩართვა შეტევაში.

ბარძალი 7 – ან ფეხით, ან თავით – მთავარია, რომ ნებისმიერი ორთაბრძოლა ანდრეას გამარჯვებით სრულდებოდა.მეორე ტაიმში დამაჯერებლად კეტავს “პაცოს”.

ბონუჩი 6.5 – მიმართულებას უცვლის მაიკონის დარტყმულს, თუმცა ამის შემდეგ ერთვება ორთაბრძოლებში და იგებს კიდეც მათ.ყურადღებით მოქმედებდა მეორე ტაიმში.

კიელინი 6.5 – მატჩის დებიუტში მაიკონთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოაგვარა.მონაწილეობს თითოეულ ეპიზოდში და აქტიურად მეურვეობს ნერიაძურის ტანმაღალ შემტევებს, ლუსიოსა და პაცინის.

მარკიზიო 7.5 – ისევ გაიტანა, უკვე მეოთხე გოლი მეცხრე შეხვედრაში.გათამაშებული კედელი მატრისთან და ბილიარდისებული უზუსტესი დარტყმა, საბოლოოდ 2-1.შეეძლო გაეტანა მეორე გოლიც, თუმცა კასტელაციმ არ დაანება.კლაუდიომ არა მხოლოდ გამარჯვების გოლის შოუ დადგა, არამედ ჩაჭრების, ბლოკებისა და კონტშეტევების წამოწყების.

პირლო 6.5 – თამაშობს ლამაზად, თუმცა რიგ ეპიზოდებში სახიფათოდ.როგორც ყოველთვის, საოცარი სიზუსტით არიგებს პასებს, ხედავს მოედანს და ურტყამს კიდეც კარში.შემდეგ მატჩში ნაკლებ რისკიანად, გეთაყვა.

ვიდალი 6.5 – კარგად დაიწყო, თუმცა შემდეგ უფრო ჩრდილში მოექცა.მეტოქის შეტევების ჩაშლაში დამაჯერებლად მოქმედებს, თუმცა შეტევაში მისი პასები სიზუსტით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდნენ.

პაციენცა ( 89 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

პეპე 6.5 – თამაშობს კვლავ ძირითად შემადგენლობაში და კვლავ დამაჯერებლად.მაიკონის წინააღმდეგ თამაშობს თავგანწირულად და ეხმარება თანაგუნდელებს.

მატრი 6.5 – ამჯერად ალემ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა, თუმცა გუნდურ თამაშში იტალიელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.გააკეთა საგოლე გადაცემა მარკიზიოზე და მონაწილეობა მიიღო პირველი გოლის ეპიზოდში, წამოიწყო შეტევა, დაარტყა კარში და მის დარტყმულს ვუჩინიჩმა დაამატა.უკმაყოფილოა შეცვლით, თუმცა ეს იმ ბომბარდირის უკმაყოფილებაა, რომელმაც გოლის გატანა ვერ შეძლო.

ვუჩინიჩი 7 – თავიდან ურიგოდ დაიწყო, თუმცა შემდეგ გაიტანა გოლი და მონაწილეობა მიიღო მეორე საგოლე ეპიზოდში.არ ცდება, როცა ბურთს იღებს.ბევრი იშრომა მეორე ტაიმშიც, პრესინგს აწარმოებდა მეტოქის დაცვის ხაზთან.

დელ პიერო ( 84 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gaga rizhamadze
12 years ago

კველა თამაშის გოლები უნდა იდებოდეს აქ ასე აჯობებს რაა თუ არი სადემე და მე ვერვპოულობ?:D :D :D :D: დ

gaga rizhamadze
12 years ago

ეეხ დელპო რადრო დაგიდგა შეფასების გარეშე გაწერია :forza:

Aleqsi Chaduneli
12 years ago

იმენა მარკიზიო თუ თამაშობს გუნდი მიყავს წინნ თუ მაგან ჩააგდო გვერხევა რააა…

giorgi kodua
12 years ago

იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ… Read more »

Arancia Meccanica
12 years ago
Reply to  giorgi kodua

და იმ ინტერის შემადგენლობა ეხლანდელისგან არ განსხვავდება? ვერონი რეკობა ადრიანო… ეხლა ობი და ა. შ.

lasha naxucrishvili
12 years ago

დი ნატალეს ……

valeri tokhadze
12 years ago

ლიხშტაინერი მეტს იმსახურებდა მაგრად ითამაშა

lexo doreuli
12 years ago

ეჰ ჩემი კაპიტანი…. შეფასების გარეშე…. ალბათ, როგორი დათრგუნულია. მის ადგილზე ყველაზე მარტოსულად ვიგრძნობდი თავს…. ჯარიმასაც კი არ გაეკარა…. გრანდე ალექს! ყველას აღებულს ერთად მირჩევნია! მისი თითიოეული მოძრაობა მიყვარს. გუშინაც იდდებულად ითამაშა გაცუდებულ მომენტს თუ არ ჩავთვლით. ძალიან, ძალიან ცუდად იქცევა იუვე…. ჭეშმარიტი კაპიტანია, არ უნდა გუნდს პრობლემები შეუქმნას და არფერს ამბობს, თორემ დარწმუნებული ვარ გული ძალიან სტკივა…. Grazie Del Piero! Fenomeno Vero! :forza:

http://www.youtube.com/watch?v=Y0D91XT6Cag

რამის ვიტირო ამ ვიდეოზე….

lasha naxucrishvili
12 years ago

იუვე X2 შალკე 1 მანჩე 2 და ლილი და პარმა დამრჩა ჯიოვინკოომ პენალტი გამაზა :(((((( აუუუუუუ

vato mgeladze
12 years ago

:achuu: ნაპოლიიიიის ასე უნდა აჩუუ :juventus: :juventus:

vato mgeladze
12 years ago

:forza: :forza: :juvee: :juvee:

vato mgeladze
12 years ago

ეხლა ნაპოლი უნდა გავაჩოქოთ იუვე მაგარიაააააააა ;-);-);-)

12 years ago

ყველაფს და ყველაფერს თავი დავანებოთ.. აი ერთს ვიტყვი რაა – ბონუჩის დამაჯერებელმა თამაშმა ახალგაზრდაობაში ნესტა და კანავარო გამახსენა :vashaa: ასევე ჯორჯო იბრუნებს ფორმას!!!

მარკიზიომ კი, პირლოს და კონტეს ხელში კოლოსალური პროგრესი განიცადა, კლაუდიოს გამოგიტყდებით და ვეღარ ვცნობ, სხვა განზომილების ფეხბურთს თამაშობს.. უფრო თავდაჯერებული და დახვეწილი მეჩვენება. შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანა.. და ნუ შედეგსაც რომ დებს ეს ჩემზე კარგად იცით :forza: :forza: :forza:

Del Piero 10+
12 years ago

აუ დელპის ის მომენტი უნდა გაეტანა ძაან მაგარი იქნებოდა ….

Del Piero 10+
12 years ago

დაცვა ძაან მომწონს მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ რაც იყო იმას ასი თავით ჯობია უბრალოდ ყველა თამაში გოლი არ უნდა გავუშვათ და ეგაა…იმით მოვიგეთ რო მეტი გავიტანეთ.. ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეასება ლიხშტაინერს უნდა ქონდეს …. ნუ ეხა ერთი მომენტი გააცურა მაგრამ არაფერია ეგ

lasha naxucrishvili
12 years ago

დაცვა მომწონს დაცვაააა მაგარია

NEDVEDA11..
12 years ago

ფსიქოლოგიურად ყველაზე მძიმე მდგომარეობა ალეს აქვს. იმიტომ რომ სულ სკამიდან უწევს იუვენტუსის თამაშის ყურება და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის რომ იცის ბოლო სეზონია გუნდში. გუნდში,რომელიც ალბათ ყველაფერზე ძალიან უყვარს.

დიდი კაპიტანი,დიდი ფეხბურთელი და უდიდესი ადამიანი!!!
გრანდეეე ალეეეე… გუშინდელ გამარჯვებაში წვლილი შენ შეიტანე :juvee:

12 years ago

გილოცაააავთ :forza: ისე სამართლიანობა რო იყოს 1-5 ს მოვიგებდით :blin:

levani giligashvili
12 years ago

აუ დელ პიერომ რო ვერ გაიტანა მაგარი გამიტყდა…ესტიგარიბიასაც მინდოდა გაეტანა მარა ისე არ დამწყვეტია გული როგორც დელ პიეროს გაფუჭებულ მომენტზე დამწჭდა….იმედია კიდევ ბევრი მომენტი ექნება დელ პიეროს და უეჭველი გაიტანს :forza: :forza: :forza: :forza:

12 years ago

კონტეს არ აქვს შეფასება?

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to 

კონტე შეუფასებელია იუვესთვის :chuvak:

Juventino17
12 years ago

მე კიდე იმენა ლამის დელ პიეროს მაგივრად დავიწყე ტირილი ისეთი სახე მიიღო

vaxo turqadze
12 years ago
Reply to  Juventino17

აუ,ხო რა,რაღაც ძალიან ისეთი სახე ქონდა,დათრგუნული,მეც ლამის ცრემლები წამომივიდა ამხელა კაცს,ალექსა ეგეტი არასოდეს მინახავს,პირლოსაც უპრობლემოდ დაუთმო საჯარიმო,პრობლემებს არც არასოდეს ქმნიდა,მაგრამ ჯარიმები მუდამ მისი იყო……:-(:-(

vako-10
12 years ago

როგორ მინდოდა დელპიეროს გაეტანა ანიელის ჯიბრზე

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x