ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” უფრო თავისუფლად უნდა მოვიგოთ ხოლმე “

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტონიო კოტნეს პირველივე სიტყვები საკუთარ ფეხბურთელებს ეხებოდათ. მთავარი მწვრთნელი შეგირდების თავგანწირვით გახარებულია და თვლის, რომ ეს გამარჯვება გუნდისთვის სამ ქულაზე მეტს ნიშნავს…

” ეს გამარჯვება ჩემი ბიჭების მიერ გაწეული შრომის დიდებული საზღაურია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რომელიც მხოლოდ სატურნირო ცხრილის სათავეში დარჩენაში კი არა, მენტალურადაც დაგვეხმარება. ჯერ კიდევ გვჭირდება მუშაობა, მატჩის ბედი ადრე უნდა გადავწყვიტოთ ხოლმე, ისე, რომ შედეგზე ნერვიულობა აღარ გახდეს საჭირო. ასევე უნდა ვისწავლოთ, ყოველთვის ვიყოთ თამაშში ჩართულები და დავისვენოთ მაშინ, როცა ბურთით ჩვენ ვკომბინირებთ, 90 წუთის უმაღლეს ტემპში თამაში არავის შეუძლია. ჩვენ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, ჩამოვაყალიბეთ ახალი მენტალიტეტი, შევცვალეთ სისტემა და შევქმენით გუნდი, რომელიც ყოველთვის საკუთარი თამაშის პირობების კარნახს ცდილობს და გულშემატკივარს სიამოვნებას ანიჭებს. ”

” გოლის გაშვების შემდეგ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა დაიწყო, ორივე მხარე მჭიდრო პრესინგის თამაშს ცდილობდა. აღსანიშნავია, ჩვენ ბოლო რვა დღეში მესამე მატჩი ვითამაშთ და ფიზიკური კონდიციების მხრივ, საუკეთესო მდგომარეობაში არ ვყოფილვართ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რამდენიმე ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე. მთავარი ის იყო, რომ ნახევარმცველები ცენტრში უფრო გავშალე, რადგან ფლანგებზე მილანელებს დიდი სივრცეები ეძლეოდათ ჩვენი ბიჭების ცენტრში მჭიდროდ დგომის გამო. ამ კუთხით, წარმატება ნამდვილად მოვიდა.”

“მაიკონისა და ვუჩინიჩის დუელი? მათ ორივემ გაიტანეს. ბრაზილიელი პრობლემებს ქმნიდა და პეპე მისკენ გადავწიე, ამ ადამიანს შეუძლია ყველგან ერთდროულად იყოს. შემდეგ ესტიგარიბიას დროც დადგა და ორივე ადვილად გაუმკლავდა დუგლასს. არც ისე ადვილი პრობლემა გადავჭერით, ეს ადამიანი სულ შეტევაში მიიწევს. ”

” მოხარული ვარ, რადგან “ინტერის” “სან სიროზე” დამარცხება და ამდენი საგოლე მომენტის შექმნა ადვილი არაა. ასეა თუ ისე, შემდეგი მეტოქე “ნაპოლია” და უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, ნეაპოლელები ორივე მილანულ კლუბთან ერთად “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ფავორიტები არიან.” -აცხადებს კონტე.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
RealJuventino
12 years ago

kod999

ლინკი დადე აბა

აკაკი მეტრეველი

kod999

ცენზურა დაიცავი

giorgi kodua
12 years ago

იუვენტუს.რუ-ზე არის ვიდეო შედარება 2006 წლის ინტერი-იუვენტუსისა და გუშინდელი მატჩისა. უყურეთ და დაინახავთ რომ ეს იუვე უკვე ჯობია იმ იუვეს რომელშიაც თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა კანავარო,ტურამი,იბრაგიმოვიჩი,ემერსონი,ტრეზეგე,კამორანეზი,იმ დროინდელი დელ პიერო და ვიეირა! ხოდა იგივე ანგარიშით მოვიგეთ 1-2 მაგრამ ეს იუვე უფრო შეკრული და ორგანიზებულია ყველამხრივ, ისეთი შთაბეჩდილება რჩება რომ ყველა ფეხბურთელის ტვინი მიერთებულია ერთმანეთისას და ერთი რიტმით უცემთ გულები… თამაშის ტემპს აკონტროლებენ და 100% არიან კონცენტრირებული მთელი მატჩის განმავლობაში, დაცვაში შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და თან ისე რომ არც კანავარო და არც ტურამის დონის მცველები არ გვყავს გუნდში ამჟამად… ნახებარდაცვა საერთოდ დიზელის ძრავიანი მოტორივითაა არ ქრება არ ერთ სიტუაციაში და არც ერთ… Read more »

RealJuventino
12 years ago
Reply to  giorgi kodua

ბრავო კონტე..

RealJuventino
12 years ago
Reply to  giorgi kodua

ლინკი დადე აბაა ვერ ვიპოვეეე… მაინტერესებს

Ladika
12 years ago

მალე კონტე მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსი იქნება

ძალიან კარგად შეცვალა გუნდი ფსიოქოლოგიურად და მუდამ მაქსიმუმს ითხოვს ყველასგან.

პროგრესი უნდა განაგრძოს იუვე, ურთულესი შეხვედრა გვეის ნეაპოლიში და 2 ტურის მერე ჩემია რით ყველაზე ძნელი მატჩI გვექნება ლაციოსთან.

ფორცა კონტეეეეეე

del piero_buffon
12 years ago

ისეთი მუხტი აქვს ახლა იუვეს რო ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია :forza: :forza:

valeri tokhadze
12 years ago

აბა რაა უფრო ადრე უნდას გადავწყვიტოთ მომწონს კონტეს ამბინცია

BIANCO
12 years ago

სანამ დელპიეროს ძირითადიდან არ დააწყებინებ ან ცოტა ადრე არ შემოიყვან ზამენიდან, თავისუფლად მოგება მაგრად გაგვიწირდება :blin: :blin: :blin:

12 years ago

რაც მთავარია იუვენტუსისთვის და რასაც მთელი მსოფლიო უყურებს, ეს იუვენტუსი-მილანი და იუვენტუსი-ინტერია, შეხვედრებში გამარჯვება მოვიპოვეთ, ეხა მთავარია შემდეგი თამში განალიზონ და კარგად მოემზადონ, ფიზიკურადაც მომწონს, 8დღეში 3 თამაში ადვილი არაა, ასე უნდა გავაგრძელოთ :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

bacho kochlashvili
12 years ago

EXA XO 3 GADIS LIGAZE ITALIIDAN AU INTERI TU LIGIS MIXMA DARCHA RA GAASCOREBS MARA EG ISETI KRISA GUNDIA RO RAXAC MGONIA RO DAACVEBBA DA AMOVA CXRILIS SATAVESHI.

bacho ninua
12 years ago

მნისვნელოვანი თამაში მოვიგეტ, მაგრამ ეს გუშინდელი დღე იყო, ახლა კი მომავალი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ.

G.BeRo
12 years ago

ინტერისჰეგემონიაა ემხობა იტალიაში დაა იუვეე ბრუნდებააა

david alkhanishvili
12 years ago

სრული მიმოხილვა დადეთ რაააააააა :forza:

mamuka makharadze
12 years ago

gilocavt yvelas. kai tamashi iyo mara es bucicnici mainc ar mevaseba raa.. ragac ver aketebs ise yvelafers.. lixshtainers sagol tipi marjena kraize dafrinavda. dzvel didebas vibrunebt da asworebs magrad… :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juventus: :juventus: :juventus:

aleko jorjoliani
12 years ago

სრულ მიმოხილვას სად ვნახავ ძმებო?

Di Francesco # 1
12 years ago

ხო რა მცველებმა კარგად ითამაშეს, თითქმის ყველა დარტყმულს გადაეფარენ და ჯიჯიმდე ბურთი არ მისულა, იმ გოლზეს ცდილობდა ბონუჩი გადაფარებას მარა არ გამოუვიდა და რიკოშეტის გამო ბუფონსაც გაუჭირდა აღება
პაცინი ცდილობდა ცოტა რაგაცას, დანარჩენები ყველა 0 იყო

Di Francesco # 1
12 years ago

ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო ბარძაგლი :italy:

12 years ago

ბარძალი ყველა წლევანდელი თამაშის საუკეთესო მოთამაშეა…
ეგ რომ ვიყიდეთ შარშან, აქ დაიწყო ბევრმა, აუ 300 000 (პირველ ეტაპზე ეგ თანხა გადავიხადეთ) ფეხბურთელებით გუნდს ვერ ავაშენებთ და ა.შ. მაგრამ დღეს არის დაცვის მთავარი ფიგურა… თან ისე აკეთებს თავის საქმეს რომ არც ჩანს, ანუ არ არღვევს…
გუშინ ლიხტიც მაგარი იყო, ყველაფერს ასწრებდა ტიპი…

12 years ago

ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო…
ყველა კარგი იყო…
პეპე როგორც წესი შეტევაში ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუშინ პეპე… დაიწყო მარჯვნივ, დაჭირდა გუნდს გადავიდა მარცხნივ (მაიკონზე და ძანეტიზე), მერე გამოვიდა ესტიგარიბია და გადმოვიდა ისევ მარჯვნივ… ეგეთი ფეხბურთელების პლიუსი ეგაა გუნდში, რომ ფაქტიურად ერთი ზამენით მეტი გაქვს თამაშში… როცა ფეხბურთელს პოზიციის ცვლა შეუძლია…

ორი ვარიანტია, ფსიქოლოგიურად, ჩვენთვის უმაგრესი იყო ეს გამარჯვება…

რაც შეეხება ინტერს, წელს ან საბოლოოდ გაფარჩაკდება ამ წაგებით, ან პირიქით, შეიძლება მეტი სტუმილი მივეცით და ნელ ნელა დაიქოქოს…
:juvee:

Arancia Meccanica
12 years ago

ყველაზე მაგარი ის არის რო კონტე მთლიანად არი ჩართული თამასში, ისე უხარია გოლის გატანა თითქოს მას გაეტანოს პირადად… ფეხბურთელებიც მასთან მირბიან ეხუტებიან და ერთან განიცდიან გატანილი გოლის დიდ სიხარულს… ეს ენთუზიაზმი კონტემ მოიტანა!!! ლიპის დროს იყო ასე სხვა არ მახსენდება… ფერარაც იუვენტინო იყო მაგრამ ესე ვერ შეძლო…
:forza: :forza: :forza:

king_arturo
12 years ago

მიუხედავად იმისაა რო გოლი მარცხნიდაან გავიდაა ძალიან მომეწონააა კიელინიი გუშინ ტიპი ყველგან იყოო აიი როგორც ნაკრებშიაა .. ყველას გილოცავთ მოგებას მაგარმ მიმაჩნია რო ინტერი საოცრა დასუსტდა ნაპოლისთან ძალიან გაგვიჭირდებაა მაგრამ ნახევარდაცვის ძალიან დიდი იმედი მაქ ინტერი გუშინ გაგუდეს ბოლო 15 წუთი იცოდა ყველამ რო ინტერი გოლის გამტანი არ იყოო ეს კი ნახევარდაცვისს “ბრალია” :forza:

saba tsertsvadze
12 years ago

რა მაგრია მსოფლიო სპორტის საიტზე რო სტატია დევს სათაურით : “იუვენტუსი მილანელებს დაერია”

NEDVEDA11..
12 years ago

ბრავო, ბრავო, ბრავო!!!
არავითარი მოდუნება, უფრო უნდა მოვუმატოთ, წინაა ყველაფერი!
ფორცა იუვე :juvee:
წინ 3 რთული მატჩი გველის და იმედი მაქვს 7 ქულას მაინც ავიღებთ.
:juvee:

irakli nikolaishvili
12 years ago

ბრავო კონტეს ბრავო ბიჯებს და ბრავო გულშემატკივრებს, გუშინ ნამდვილი იუვე დაუბრუნდა მსოფლიოს, ყოველდღე იზრდება ეს გუნდი და მისი თავკაცი კონტე. დიდი სიამოვნება მივიღე

Di Francesco # 1
12 years ago

მეორე ლიხშტაინერი გვინდა მარცხნივაც, ანუ ბალძარეტი უნდა დააბრუნონ :italy:

12 years ago

ბარცალეტი ან სისოხო მართლა დაგვხატავდა

| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x