ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” ინტერი ” 1-2 ” იუვენტუსი ” ( ტაქტიკური ანალიზი )

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს , რომ ” იუვენტუსმა ” არ თქვა უარი იმ ტაქტიკურ მონახაზზე , რომელმაც წარმატება მოუტანა ბიანკონერის ” ფიორენტინასთან ” დაპირისპირებაში . თუმცა , გარკვეული კორექტივები კონტემ მაინც შეიტანა და კერძოდ სტორარის ნაცვლად , კარში ჯანლუიჯი ბუფონი გამოჩნდა . დაცვის ხაზი უცვლელია : ლიხტშტაინერი , ბარძალი , ბონუჩი და კიელინი . ნახევარდაცვაში მარკიზიოსი , პირლოს და ვიდალის ტრიო მოქმედებდა . შეტევაში მარჯვნივ პეპე ასპარეზობდა , მარცხნივ ვუჩინიჩი , ხოლო ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე ალესანდრო მატრი .

რანიერი თავის მხრივ არჩევანს 4-3-1-2 სქემაზე აჩერებს . კარში კასტელაცი , დაცვაში მაიკონი , ლუსიო , კივუ და ნაგატომო ასპარეზობდნენ . შუა ხაზში რომბის პრინციპით კი , კამბიასო ( რომელიც უფრო მეტად დაცვის ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა ) , სნეიდერი ( თავდამსხმელების უკან ) , ძანეტი ( მარჯვენა ფლანგი ) და ობი ( მარცხენა ფლანგზე ) ირჯებოდნენ . წინა ხაზში კი სარატე და პაცინი იმყოფებოდნენ .

მატჩის ტაქტიკური განხილვა

საკმაოდ საინტერესო იყო რა ტაქტიკური ჩანაფიქრით იასპარეზებდა რანიერის გუნდის . ბიანკონერის ექს თავკაცმა , მაღლა აწეული პრესინგი აირჩია , რითაც პრინციპში შავ თეთრებს სერიოზული პრობლემები გაუჩინა , რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლიდა კონტეს გუნდის ფილოსოფიას – ანუ გადაცემების გაკეთებას ფლანგებიდან ცენტრში და უკვე იმ ზონიდან შეტევის დაწყება . ინტერის ფორვარდები ავიწროვებდნენ ბარძალი – ბონუჩის დუეტს , ხოლო სნეიდერი პირლოს აკონტროლებდა , შედეგად იუვეს პრობლემები შეექმნა თამაშის ორგანიზებაში …

ინტერის არჩევანი , კი თავად ამ გუნდისთვის პერიოდული წარმატებებით აღინიშნება . მიუხედავად ასეთი პრესინგისა , ტურინელები არ ცდილობდნენ ბურთის მაღლა აწევას , შედეგად მეტოქის ხაზს საკმაოდ წელავდნენ . შემდეგ ვიდეოზე იხილავთ , თუ რას მიაღწევს ნერიაძური საკუთარი ჩანაფიქრით : იუვე ცდილობს პრესინგიდან თავის დაღწევას დაცვის ხაზში ბურთის ცირკულაციით . შედეგად ინტერი მაინც იგდებს ბურთს და აკეთებს გადაცემას პაცინიზე , რომელიც სახიფათოდ ურტყამს ბუფონის კარის მიმართულებით .

სხვათაშორის ინტერის მიერ , იუვენტუსის ნახევარზე ჩაგდებული ბურთებით , თავად ტურინელებიც ხეირობდნენ . ოდნავ ქვემოთ , ჩვენ განვიხილავთ , ასეთ ეპიზოდებში , როგორ იქმნებოდა რიცხობრივი უპირატესობა ბებერი ქალბატონის სასარგებლოდ . დავუბრუნდეთ ინტერს და მის მიერ შექმნილ სახიფათო მომენტებს . უნდა აღინიშნოს , რომ ტურინელთა ფლანგები ასპარეზობდნენ საკმაოდ სუსტად ! მაგალითად სნიდერი , რომელიც აბსოლიტურად ყველგან იყო , ხშირად ინაცვლებდა მარცხენა ფლანგზე . მაშინ როდესაც ძანეტი , ხშირად ინარჩუნებდა პოზიციას და კეტავდა ზონას , მის საპირისპირო მხარეს ობი , უფრო მეტად აგრესიული იყო წინა ხაზში და ხშირად მიდიოდა გამწვავებაზე . შემდეგ სურათზე სნეიდერი და ობი საკმაოდ ღრმად არიან ასულები მარცხენა ფლანგზე . ჰოლანდიელი ბურთის მისაღებად პოზიციას იცვლის და შედეგად ლიხტშტაინერი სწორედ მისი მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას , რის გამოც თავისუფალ სივრცეს უქმნის ობის .

შემდეგ სურათზე , მაშინ როდესაც ბურთი მარცხენა ფლანგზე იმყოფება ობისთან , დააკვირდით ფეხბურთელების განლაგებას ! როგორც ხედავთ , მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდი ხალხმრავლობა შეინიშნება , ეხლა კი შეხედეთ მაიკონს , რომელიც პირველი სურათის ეპიზოდში ვუჩინიჩის ზონაშია . საქმე იმაშია , რომ სარატე , სნეიდერი და პაცინი საკმაოდ ჭკვიანურად მოძრაობენ , რის შედეგადაც ბიანკონერის მარცხენა ფლანგი რჩება უყურადღებოდ , რადგან მცველები მათი მეთვალყურეობით არიან დაკავებულნი .

შემდეგ ვიდეოზე , არის ეპიზოდი მაიკონის შესრულებით , რომელსაც მოჰყვება ის კუთხური , რის შემდეგაც ათანაბრებს ანგარიშს ნერიაძური .

ფლანგების სუსტ ასპარეზობას , ყველაფერთან ერთად უწყობდა ხელს ის გარემობაც , რომ მარკიზიოს და ვიდალს ბურთის მისაღებად , საკმაოდ მაღლა უწევდათ ამოსვლა . ამასთან ერთად , გასულ მატჩებისგან განსხვავებით , კონტეს ჩანაფიქრით , მეტოქის მცველებზე ზეწოლას არა მარტო ვიდალი , არამედ მარკიზიოც . ეს კარგად ჩანს შემდეგ სურათზე .


ბუნებრივია ასეთ სათამაშო სტილში , მარკიზიოს და ვიდალს უჭირდათ საკუთარი ფლანგელი მცველების დახმარება .

მოკლედ , ინტერის უპირატესობის რამდენიმე ელემენტი გამოვყოთ პირველ ნახევარში : მაღალი პრესინგი და ეფექტურად ბურთის ართმევა , რომელიც შესაძლოა ხშირად არ ხორციელდებოდა , მაგრამ ერთეული შემთხვევა არ ყოფილა . ფლანგების აგრესიული ასპარეზობა წინა ხაზში , განსაკუთრებით მაიკონის !  რომლის წინააღმდეგაც ვუჩინიჩი არცთუ ისე ეფექტურად ასპარეზობდა .

ეხლა თავის მხრივ ვისაუბროთ იუვენტუსის ძლიერ მხარეებზე , რითაც შესძლო ინტერის სუსტი ადგილების მოძებნა . შესაძლოა რანიერის არჩევანი რაღაც მომენტში გამართლებული იყო , როდესაც მარცხენა ფლანგს მიანიჭა უპირატესობა შეტევებისას , მაგრამ სწორედ ეს გახდა იუვენტუსისთვის წარმატების მომტანი  ! დავიწყოთ შემდეგ ეპიზოდიდან , სარატე და პაცინი ახდენენ ზეწოლას იუვეს ცენტრალურ მცველებზე , სნეიდერი ამასობაში პირლოს ზონაშია , ეხმარება რა ობის და ძანეტის დაცვიდან ამოსვლაში . განსაკუთრებული მადლობა ლიხტშტაინერს , რომელმაც ორგანიზება გაუკეთა საკუთარი გუნდის შეტევას . ხშირად გადიოდა ხოლმე ობი ლიხტშტაინერზე , რომ ბურთი აერთმია …

მოედნის ცენტრში , იუვეს მხოლოდ სამი ფეხბურთელი უპირისპირდებოდა . ინტერის მდგომარეობას სამი მთავარი რამ ამძიმებს :

1. მოქმედების პირველი ფაზის შემდეგ , სნეიდერი პრაქტიკულად არ ახდენდა პრესინგს პირლოზე და არასოდეს არ გასულა ნახევარდაცვის ზონიდან .

2. კამბიასო და ძანეტი მოიკოჭლებენ ფიზიკურ ასპექტში , რომ გადაკეტონ ყველა ის ზონა რომელშიც მარკიზიო , ვიდალი და იუვეს ფლანგელი ფორვარდები მოქმედებდნენ და რომლებიც პერიოდულად ცენტრში ინაცვლებდნენ .

3. ობია ერთადერთი საუკეთესო შუა ხაზში , რომელიც ყველგან ასწრებდა , მაგრამ რიგ ეპიზოდებში სწორედ ეს ღუპავდა სიტუაციას .
მომენტალურად გვახსენდება სიტუაცია , რომელიც მილანთან შეხვედრაში ხდებოდა . მაშინ თუ გახსოვთ იუვეს ცენტრალური ნახევარმცველები პატარა ბავშვით ცდებოდნენ ვან ბომელს . ამ მატჩში კი როგორც უკვე ითქვა , არა საკმაირისი ფიზიკური კონდიციების გამო ხშირად რჩებოდნენ ანალოგიურ სიტუაციაში კამბიასო და ძანეტი . ამიტომაც ჩნდებოდა ამოუხსნელ რებუსად ეპიზოდები , როდესაც ბურთი სწრაფ ტემპში ბიანკონერის ფორვარდებამდე მიდიოდა . შემდეგ სურათზე ხედავთ , თუ როგორ არიან დაშორებულნი ერთმანეთს ინტერის ნახევარმცველები , შედეგად იქმნება პოტენციური სახიფათო მომენტი მათ კართან .

როგორც ხედავთ მთელი პრობლემა იმაშია , რომ ნერიაძური ვერაფერს უხერხებს თავისუფალ ზონებს , ვერ კეტავს რა მარკიზიოს , ვიდალს და ვუჩინიჩს .

შემდეგ სურათებზე თქვენ იხილავთ : პირლო აკეთებს გადაცემას მარკიზიოზე , რომელიც ცენტრალურ ზონაში იმყოფება , სადაც კამბიასო და ძანეტი ერთმანეთისგან საკმაო მოშორებით განლაგდნენ , შედეგად მათ არ ძალუძთ ხელი შეუშალონ კლაუდიოს შეტევის დაწყებაში . ბურთის მიღების შემდეგ , მარკიზიო თავისუფალ ზონაში აგზავნის მას ვუჩინიჩზე . მირკოს აქვს დრო მიიღოს იგი , მობრუნდეს და გააკეთოს გამჭოლი პასი მატრიზე .

გადავიდეთ იმ ეპიზოდზე , როდესაც ვუჩინიჩს გააქვს გოლი . თავდაპირველ ფაზაში , მარცხენა ფლანგზე , კიელინიზე ძანეტი გადის , მარკიზიო კი ამ დროს სრულიად თავისუფალია , რომ მიიღოს ბურთი . საპირისპირო ფრთაზე ვიდალს ობი აკონტროლებს . მარკიზიო კვალვინდებურად ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობს , ის აკეთებს გადაცემას მატრიზე , რითაც აძლევს საშუალებას ლიხტშტაინერს გაიხსნას შეტევის გასაგრძელებლად . რადგანაც ვიდალი ობის თავისი მიმართულებით გაიყოლებს , ხოლო ნაგატომო საკმაოდ მაღლაა განლაგებული , შვეიცარიელ ფეხბურთელს მანევრის საშუალება ეძლევა .

ლიხტშტაინერი დაელოდება ნაგატომოს და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებს გადაცემას ალესანდრო მატრიზე .

იუვენტუსის მეორე გოლიც ანალოგიურ სტილში გავიდა , როდესაც ინტერს უბრალოდ არ შეეძლო მთელი პერიმეტრის საიმედოდ გადაკეტვა . ლიხტშტაინერი მარჯვენა ფლანგზეა , სადაც მას ობი უპირისპირდება . ვუჩინიჩი მეტოქის ორ ზონას შორის იკავებს პოზიციას , ხოლო კამბიასო ისე შორს არის ჩერნოგორიელისგან , რომ არ ძალუძს ხელი შეუშალოს სიტუაციას რაიმეთი . ძანეტიც შორს არის კამბიასოსგან . მარკიზიო ამასობაში ითამაშებს კედელს მატრისთან და ცივ სისხლიანად იტანს ბურთს .

რა შეიძლება , რომ ითქვას დასასრულს ? ” იუვენტუსი ” , საკმაოდ ეფექტურად და რაც მთავარია ადვილად იყენებს იმ უპირატესობას რასაც მეტოქე სთავაზობდა . იგერიებდა რა პირველ წნეხს გუნდი , გადადიოდა და ქმნიდა სახიფათო მომენტებს მეტოქის კართან . მთავარი პრობლემა ნერიაძურის იყო , როგორც უკვე ითქვა ნახევარდაცვის ხაზი , კერძოდ კამბიასოს და ძანეტის ფიზიკური სისუსტეები და ასევე ობის , ტაქტიკური მინუსი . თავისუფალი ზონები , რომლებიც ოკუპირებულ იქნა მარკიზიოს , ვიდალის და ვუჩინიჩის მიერ , იყო წარმატების მომტანი ტურინელთათვის .

მარკიზიოს გოლის შემდეგ , კონტე იწყებს ტაქტიკის შეცვლას და გაცილებით დაცვითს ხდის საკუთარ გუნდს . მან პეპეს და მირკოს ფლანგეი შეუცვალა . მაიკონის სახიფათო გარღვევები მკვეთრად დაეცა , რადგან პეპე არ აძლევს მას ამოსუნთქვის საშუალებას . ამასთან ერთად ეს აძლევს კიელინის საშუალებას შეიწიოს ხოლმე ცენტრში , რადგან ფლანგზე მას უკვე პეპე ეხმარება . შემდეგ სურათზე კარგად ჩანს იუვეს დაცვის განლაგება , როდესაც სიმონემ პოზიცია შეიცვალა .

შესვენების შემდეგ , კონტე განაგრძობდა საკუთარი გუნდის დაცვით სქემაზე თამაშს . ვიდალი უკვე მჭიდროდ მეურვებოდა ოპონენტს , ინტერის მარცხენა ფლანგზე . პირლო გაცილებით თავისუფლად იყო სნეიდერისგან , ცდილობდა რა თავის მხრივ მის გათიშვას თამაშიდან . შემდეგ ვიდეოზე ჩანს მისი ასპარეზობა ჰოლანდიელის და ბურთს შორის .

რანიერი ცდილობდა გადაეჭრა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები , მან მოედანზე კასტანიოსი შემოიყვანა , რომელმაც სარატე შეცვალა . ახალგაზრდა ფორვარდის თამაში ჩართვით , გუნდი კლასიკურ 4-4-2 ზე გადადის .

იუვენტუსმა გადაჭრა მაიკონის პრობლემა და აღარ დაუშვია უხეში შეცდომა . მან შეინარჩუნა ის მინიმალური უპირატესობა რაც პირველ ტაიმში მოიპოვა . თავის მხრივ ტურინელებმა მოახერხეს სახიფათო იერიშების განხორციელება , რომლებიც მართებდათ დაესრულებინათ ესტიგარიბიას , ვუჩინიჩს და დელ პიეროს . შეცველებმა თავის მხრივ მათთვის ტაქტიკურად არ მოუხდენია ზეგავლენა . ესტიგარიბია , რომელიც პეპეს ნაცვლად გამოჩნდა მოედანზე , კარგად იჭერდა მაიკონს , ხოლო ცენტრალური ფოვარდის პოზიციაზე კარგად იჭერდა ბურთს ვუჩინიჩი . დელ პიეროს დავალება კი , მირკოს იდენტური იყო . ისევე როგორც ფიორესთან შეხვედრაში , პაციენცა მოედანზე ბოლო წუთებზე გამოჩნდა ვიდალის ნაცვლად და დაიკავა მცველების წინ ადგილი .

ტაქტიკური ჭიდილი კონტეს და რანიერის შორის , დასრულდა იუვენტინოს გამარჯვებით . პროგრესი სახეზეა ! ბონუჩი , მოედნის ცენტრში , სძენს გუნდს ხარისხს ბურთის კონტროლის დროს , რომელიც აუცილებელია კონტეს სქემაში . პირლო – მარკიზიო – ვიდალი , ეს არის ევროპული დონის ცენტრი ! პეპე კი არის ფეხბურთელი , რომელსაც ყოველგვარი ცვლილების გარეშე შეუძლია მოედანზე საკუთარი გუნდის ტაქტიკური სქემის რეორგანიზება . ვუჩინიჩი სათამაშო კლასს ამაღლებს , ხოლო მატრი ამტკიცებს , რომ დღითი დღე უმატებს , იგი შესანიშნავად კითხულობს თამაშს ! ამასთან ერთად მთელ რიგ ეპიზოდებში სწორედ ის იწყებს შეტევის ვერტიკალს , რომელიც საბოლოო ჯამში სახიფათოდ სრულდება მეტოქისთვის . შემდეგი ნაპოლია , რომელიც ჯერ ჯერობით სატურნირო ცხრილში ქვევით იმყოფება …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
12 years ago

ძალიან კარგი, სულ წინ და წინ!!!

პ.ს.
ცოტა ხანში იტყვიან გაიკეთებს თუ არა კასანო გულის ოპერაციას.
ღმერთმა ქნას რომ არა, თორე ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს :euf:

ჯერ როსი დავკარგეთ და ახლა…. წარმოდგენა არ მინდა…

იმედია ყველაფერი კარგად იქნება :italy:

Di Francesco # 1
12 years ago

პრიმავერამ შეაგდო

12 years ago

პეპეს და მატრის არ გამოძახების მიზეზი უფრო ბანალურია: უბრალოდ ისინიც რომ გამოიძახოს, მთელი იტალიის ნაკრები იუვენტუსი იქნება. არადა ფაქტობრივად ასეც არის :chuvak:

Di Francesco # 1
12 years ago

პეპე ამ თამაშში ყველგან იყო, ორივე ფლანგის დაცვაშიც და შეტევაშიც, და ზოგჯერ ცენტრშიც შედიოდა, მემგონი უკვე დროა დააბრუნოს პრანდელიმ, მითუმეტეს ნაკრებში გამოკვეთილი მარჯვენა ან მარცხენა ნახევარმცველი არაა (თუ არ ვცდები) მაური იყო და არც იმას არ იძახებს, ბალძარეტი და პეპე შეუჩერებელი იქნება ფლანგზე :chuvak:

irakli asanidze
12 years ago

:forza: :juvee: ამ თამაშზე დელ პიერო უნდა ყოფილიყო ძირითათში :blin: :oldman:

12 years ago

პეპეს უპირატესობა სწორედ ეგაა, რომ პოზიციის ცვლა შეუძლია და ფაქტიურად გუნდში ეგეთი ფეხბურთელის ყოლა, ნიშნავს მინიმუნ ერთი ცვლილებით მეტის ქონას…

:juvee:

12 years ago

პეპე დღითი დღე მაოცებს. ისე კლაუდიომ თუ ასე გააგრძელა, დელ პიეროს მერე 10 ნომერი შეიძლება მაგას მისცენ. თან იუვეს აღზრდილიცაა

SaBa DaNNeL
12 years ago

:forza: :juvee:

d a v i d
12 years ago

:juvee:

gvasa
12 years ago

დათკა ჩემ სტატიაში ეგ ვიდეო როგორ დადე?

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x