ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტორარი : “ნეაპოლელები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან”

მარკო სტორარის თავის გამოჩენის საშუალება იშვიათად ეძლევა, მაგრამ მან ამის მიზეზი იცის და მას თავადაც ეთანხმება. გამოცდილი იტალიელი კიპერი გუნდში შექმნილ მდგომარეობას საკუთარი პოზიციიდან აფასებს და რამდენიმე სიტყვით, თავის მომავალსაც ეხება…

“”სან სიროზე” დიდებული ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ახლა კიდევ ერთი გამოცდა გველოდება, რომლისთვისაც ყველანი მზად ვართ. ჩემი აზრით, “ნაპოლის” ბევრად ნაკლები ქულა აქვს, ვიდრე იმსახურებს. ვფიქრობ, ნეაპოლელები იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ, ამის დამტკიცებას კი ჩვენთან მატჩში ეცდებიან. ორივე მხარეს ლამაზი ფეხბურთის ჩვენება სურს. სტადიონი? ჩვენი არენა ყველაზე ლამაზია. ტრიბუნების მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ყველაზე თანამედროვეცაა. გულშემატკივარი იმდენად ახლოსაა, რომ ხშირად ერთმანეთის არ გვესმის ხოლმე. “

” ჩემი მომავალი? რა თქმა უნდა დავრჩები, კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს. საერთოდაც, მომავალზე ფიქრის დრო არცერთ ჩვენგანს არ აქვს, კონტე სულ გასული სეზონების მაგალითს გვახსენებს. მუდამ გვაფრთხილებს, რომ კონცენტრაციის დაკარგვის შემთხვევაში, წელსაც იგივე გველოდება. “

” რაც შეეხება “ინტერთან” მატჩს, ბუფონის თამაშის შესახებ გადაწყვეტილება კონტემ მიიღო. მან რეაბილიტაცია უკვე მოასწრო და რაც მთავარია, დიდი ხანია “იუვეს” ღირსებას იცავს და ეს მისი პირველი “იტალიის დერბი” ნამდვილად არ ყოფილა. ეს ყველაფერი მესმის, ამიტომაც ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ” – აცხადებს სტორარი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

ისე სერია ა ისეთ კრიზისშია მართლა ერთ ერთი საუკეთესოა ნაპოლი

7uP
7uP
12 years ago

ვაფასებ ამ ადამიანს :forza:

Gio Darja
12 years ago

უჯიგრესი კაცი ხარ მარკო, იტალიის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ სკამზე ჯდომა არ ითაკილა :forza:

d a v i d
12 years ago

:juventus: :juventus: :juventus:

12 years ago

ჩეზენას როგორ დაეტყო ჯაკერინის არ ყოფნა :lool:

tabajuventino
12 years ago

ვაა მარკო მაგას როდის მიხვდი? :chuvak: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x