ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაცარი: ” ფავორიტი “იუვენტუსია” “

ვალტერ მაცარი ხვალინდელ შეხვედრას განიხილავს. ნეაპოლელთა თავკაცის ხელში სამხრეთიტალიელებმა საოცარი პროგრესი განიცადეს, შეძლეს რა გასულ წელს “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვება და დღემდე ინარჩუნებენ ჯგუფური ეტაპის გადალახვის შანსებს…

იმედი მაქვს, იმ ფიზიკური ძალების აღდგენას მოვასწრებთ, რაც “იუვენტუსთან” სათამაშოდაა საჭირო, ეს გუნდი “სერია ა” -ში ყველაზე ორგანიზებულია. გასულ წლებს მნიშვნელობა არ აქვს, “იუვე” ყოველთვის “სკუდეტოსთვის” იბრძოდა. დირექტორატმა დიდი თანხები დააბანდა, კონტეც შესანიშნავი მწვრთნელია. ამ მომენტისათვის, ისინი უდაოდ ფავორიტები არიან, ეს ხვალინდელ მატჩსაც ეხება. მცირე ხნის წინ ანდრეა პირლომ ისაუბრა, თუ რამხელა ძალებს გართმევს “ჩემპიონთა ლიგა”, ზოგჯერ მაშინ აგებ, როცა არ იმსახურებ, ზოგჯერ კი აბსოლუტურად პირიქითაა. კონტე? მე “იუვენტუსში” გადასვლაზე არც ვფიქრობდი, ასე რომ, მას ჩემი ადგილი არ დაუკავებია. კონტე ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, შეიძლება, ცოტა მეტი ტემპერამენტით. დღევანდელ ფეხბურთში სწორედ მისნაირი მწვრთნელებია საჭირო, ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არასოდეს აძლევს. ” -აცხადებს მაცარი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

რაც მთავარია ნაპოლის ჩვენი ეშინია, წინა სეზონებისგან განსხვავებით..უნდა მოვუგოთ

12 years ago

ჭკვიანი კაცია მაცარი.. იცის ვინ არის ფავორიტი!!!

თუ სირთულით ვიმსჯელებთ ნაპოლის უფრო გაუჭირდება ვიდრე იუვეს!!! მაგათ მოუწევთ ჩვენი გაძლება!

juventus28
12 years ago

მაცარი მაგარი მწვრთნელია მაგრამ იუვენტინო არ არის აი მაგაშია კონტესა და მაცარის სხვაობა :P :forza: :forza: :forza: :forza:

Arancia Meccanica
12 years ago

ეხლა რატომღაც იუვეს რეიტინგი ვნახე უეფას საიტზე და 39 ვართ… სამწუხაროდ… გამოვასწორებთ..
:forza:

http://www.uefa.com/memberassociations/uefarankings/club/index.html

12 years ago

კაცურად ბარსა რა პონტში არაა პირველზე? ბოლოს როდის წააგო ახსოვს ვინმეს? :D ეს სიტის ბულკები რო გამოჭიმულან სათავეში :lool:

Arancia Meccanica
12 years ago
Reply to 

ეგაც გამოსწორდება… :chuvak:

RealJuventino
12 years ago

ეს რაარის სისულელეააა.. რა გუნდები გვისწრებენ დააკვირდი = )))) სისულელეაა

ika1993
12 years ago

იტალიაში უკვე ეშინიათ იუვენტუსის. რეალურ სახეს ვიბრუნებთ. მაცარიმ კი ამ სიტყვებით გულშემატკივრების წინაშე წინასწარ გაიმართლა თავი.წაგებისგან :forza: :forza:

vaxo turqadze
12 years ago

მაგარი კაცი და უძლიერესი მწვრთნელი,”სამპდორიაში” რომ იყო ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა იუვეს ტრენერად,ეხლაც,მაგრამ კონტეს უფრო ვბალეშჩიკობდი,პრანდელის მერე ეს უნდა გახდეს ნაკრების მწვრთნელი ჩემი აზრით,ყველგან,სადაც იყო შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა თავის გუნდებს,მაგრამ ეხლა ბოდიში ვალტერ,იუვემ და კონტემ უნდა მოგიგოს,მერე კი წარმატებები …..

12 years ago

ეს სულ სხვაზე ამბობს ფავორიტიაო და მერე მასეთ შეხვედრებს ნაპოლი იგებს ხოლმე. მარა ძალიან ჭკვიანია

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x