ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ჩემი ქალაქი – ტურინია ”

დღეს , France Football – ის ჟურნალისტები , საკმაოდ დიდხანს ესაუბრებოდნენ ალესანდრო დელ პიეროს . ბიანკონერის კაპიტანმა რამდენიმე საინტერესო მომენტი გაიხსენა საკუთარი კარიერიდან …

იაპონია : ” ჯერ კიდევ 1996 წელს გავიცანი ეს უმშვენიერესი ქვეყანა , როდესაც საკონტენტაშორისო თასსზე მოგვიწია ასპარეზობა  ” რივერ პლეიტის ” წინააღმდეგ . გულთან ახლოს მიმაქვს ის ყველაფერი რაც იქ ხდება . შემიყვარდა მათი კულტურა , სტუმარ – მასპინძლობა და ზოგადად მათი დამოკიდებულება სხვა ერის ადამიანებთან . როდესაც მარტში , ეს ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე იდგა , უბრალოდ არ შემეძლო გვერდი ამეარა ამ ყველაფრისთვის . ფეხბურთის დახმარებით და პლიუს რა თქმა უნდა გულშემატკივრების ხელშეწყობით , 700 000 დოლარის შეგროვება მოვახერხეთ ” .

ტურინი : საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში , პინტურიჩიო ტურინს ახასიათებდა , როგორც ჩაკეტილ და წყნარ ქალაქს , როგორც ჩანს დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია : ” წლიდან წლამდე ქალაქი იცვლება , ისევე როგორც მე მასთან ერთად .  ჩემი ქალაქი – ტურინია , სადაც ჩემი ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე ” .

სპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში : ” უმაღლეს დონეზეა . ლოს ანჟელესში და ორლანდოში ყოფნის დროს , ნბა-ს ფინალს დავესწარი . უდიდესი სიამოვნება მივიღე ასევე ამერიკული ფეხბურთით და ჰოკეით . თუმცა , ბოლო კვირების განმავლობაში , სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი და კერძოდ , ახალ ზელანდიაში გასამართ ფინალურ მატჩზე რაგბში . All Blacks – მა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და უბრალოდ არ შემეძლო გამომეტოვებინა მათი ასპარეზობა სან სიროზე ” .

ინგლისური ფეხბურთი : ” მომწონს მათი სტილი . დღიდან დღემდე ფეხბურთით ცხოვრება . მოედანზეც დიდ სიამოვნებას ვიღებდი , როდესაც ბრიტანულ კლუბებს ვუპირისპირდებოდი და განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედს ” .

ფრანგები : ” საოცარია , ისეთი გრძნობა მაქვს , რომ მთელი ცხოვრების მანძილზე , ფრანგებთან რაღაც მაკავშირებდა . იყო დადებითიც და უარყოფითიც . კლუბში ჩემს გვერდით უამრავი ფრანგი ასპარეზობდა . ყოველ მათგანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გამაჩნია . მაგალითად , ზიზუ , რომელმაც უამრავ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა , რომლის ორგანიზატორი თავად გახლდით ” .

წყარო : France Football

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

67 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ჩემი კომენტარი სად გაქრა? რამხელა კომენტარი დავწერე თან… წაშალეთ თუ არ დაიწერა? არადა იყო…
ბაჯოზე და დელპიეროზე ვსაუბრობდი…

mamuka iosava
12 years ago

რაო ინტერში ჩააგო ტამაშებიო?:) პარმას გადათამაშება მარტომ რომ მოუგო ის არ გახსოვს? კარგი ძმაო შენ თუ თვლირომ მისი ბუდიზმი არაფერ შუაშია მე აქ შევწყვეტ შენთან კამათშ …ყველას თავისი აზრ იაქვს…რაც შეეხება მილანს და ინერს იქ რამდენჯერაც დააყენეს სასტავში იმდენჯერ დაგლიჯა და ტყუილადარ მედავო ეხლა ეტყობა კარგად არ გახსოვს…მე ფეხბურტს 1990 წლიდა ვუყურებ და მახსოვს ყველაფერი ძაან კარგად…ეხლაც შეიძლება იმ მატჩების მოძიება… და საერთოდ ბაჯოსთვის ხელი რომ არ შეეშალათ შეიზლებოდა სადაოც არ ყოფილიყო დღეს რომ ის უდიდესია…ჩემტვის ის პელეს, მარდონას, პლატინის და კრუიფის გარდა ყველაზე დიდია

mamuka iosava
12 years ago
Reply to  mamuka iosava

ჰო და კდიევ ვან ბასტენის გარდა:))))))))

12 years ago

ეხლა სამ ფეხბურთელს დავასახელებ, ესენი რომ ვიყიდოთ ორ წელში დიდი ალბათობით ლიგა დაიდება!!!

1 – კოლაროვი(მარცხენა მცველის პრობლემას მოგვიგვარებს)
2 – კრისტიან ერიკსენი(19 წლის ვუნდერკინდი აიაქსიდან)
3 – ბენზემა (წარდგენა არ ჭირდება)

ერთადერთი ფრანგი რომელსაც ამ ეტაპზე იუვენტუსში ვისურვებდი არის ბენზემა!!!

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
ჩვენია და რაცაა მე იმით ვკმაყოფილდები როცა მეთვითონ არ შემიძლი შეცვლა, მე მირჩევნია რო მირკოს მაგივრად დროგბა გვეყიდა მარა რადგან მირკო ვიყიდეთ ჩემთვის მირკო პირველი

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
მე კი არ ვნახე თმაში, კონტე უყურებს ვარჯიშზე, მე კიდე კონტესი მჯერა :chuvak:
მირკოს უკლასობაზე ვერ დაგეთანხმები, ერთერთი საუკეთესო მაგ კუთხით სერია ა_ში

lexo doreuli
12 years ago

ხოდა ეგ არის სერია ა-ს უბედურება. თითზე ჩამოსათვლელი მაღალიკლასის თავდამსხმელები არიან. აბა სხვა ლიგების თავდამსხმელებს შეადარე, ეგ ახლა დროგბასთან და ვან პერსისთან მოვა კლასით? ვარჯიშები არ ვციი მე, მოედანზე არაფერი ეტყობა მაგ კაცს სიბერის. ვინც წინ შეხვდება ყველას ბავშვივით ატყუებს.

lexo doreuli
12 years ago

1juve

კი, ჩემი აზრით, ასაკის მიუხედავად მატრისაც და ვუჩინიჩსაც ერთად აღებულს სჯობს. ორივე უკლასოა, მე რომ მკითხო. ტექნიკისა და კლასის ხარჯზე ალექსა სჯობს ორივეს. ისე რომ ამბობთ დაბერდაო, რომელ თამაშში ნახეთ ერთი რომ ან ვერ გაიქცა და ან არ ირბინა? შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია კაცი.

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
მაგი რა პრობლემაა, მასეც იქნება, მე მაგას ვიძახი რო ლიგას ითამაშებს და მერე წავა, ანიელიმ რაგაცა წამოაყრანტალა მაგის გჯერათ, რასაც კონტე და ალექსა იტყვის ისე იქნება ყველაფერი
100% დარწმუნებული ვარ რო ალექსა ლიგაზე დაბრუნდება იუვეს მაისურით, ზამენაზე იქნება, 10 წუთი თუ 5 წუთი მაგი უკვე კონტეს საქმეა

lexo doreuli
12 years ago

ეგ თუ ასე ჰაერზე აყრანტალებს კაპიტანზე ასეთ რაღაცებს რა პრეზიდენტია. სულელი ყოფილა.

Di Francesco # 1
12 years ago
Reply to  lexo doreuli

მიხვდა მერე რაც თქვა და მეორეჯერ აღარ შეცდება

lexo doreuli
12 years ago

ღმერთმა გისმინოს

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
ესეიგი შენ ამბობ რო დელპიერო ვარჯიშებზე ჯობია მატრის და კონტე მაინც მატრის ათამაშებს? შანს არაა, კონტეს ის გამოყავს მოედანზე ვინც ამას ვარჯიშზე დაიმსახურებს
დელპიერო რაცარუნდა უმაღლესი დონის იყოს ასაკის გამო კონკურენციას ვერ გაუწევს ვერც მატრის და ვერც მირკოს
და საერთოდ, აქამდე მთავარ პრობლემად ტრეინერი ითვლებოდა და მოგვარდა, ახლა კიდე ახალი პრბლემა გამოჩნდა, მემგონი ჯობია ყველაფერში უარყოფითი არ ვეზიოთ და დავტკბეთ გუნდის თამაშის ყურებით და მოგებით, ეს ჩემი აზრია და ისე ყველამ თავის საქმე თვითონ იცის
:italy:

shot10
12 years ago

ნუ “მამენტ” პადოვა ყველაზე მისაღებია.
აქ გაიჟღერა, რომ თითქოს მილანიო …… (რათქმაუნდა ჭორის დონეზე)
ეგრე რომ მოხდეს თავი სად გამოვყო მერე? :blin:

მოკლედ, ცუდ არჩევანს ნამდვილად არ გააკეთებს და თავს არ შეირცხვენს!
ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია :forza:

lexo doreuli
12 years ago

აუ ნეტა ესპანეთში გადავიდეს სადმე რა. ბარსელონას სტილს იდეალურად მოერგება მაგალითად. ნეტა გადავიდეს ძლიერ გუნდში, რომ დაინახოთ რა შეუძლია ამ კაცს კიდევ და შემოირტყას თავში ხელები ანიელიმ…

დათკა, მეტი გამოსავალი არ დაუტოვეს კაცს და ახლა კალთებს ხო არ დაახევდა დავრჩებიო? რა ექნა….

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
დელპიერო ჩემთვის კერპი იქნება 100 წელი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო 100 წელი ითამაშოს ფეხბურთი
ხო იყო 10-15 წელი ლიდერი ახლა მარკიზიო იქნება 10-15 წელი

lexo doreuli
12 years ago

აუჰ დიდი ამბავი ახლა ერთი წელი ლიგაზე თუ დაბრუნდა და ითამაშა რა?! ასე ეზიზღებათ, რომ 1 წელი ვეღარ უძლებენ? ეს კაცი არაფერს არ ითხოვს, არც ძირითად შემადგენლობაში გარანტორებულ ადგილს და დამამცირებელ ხელფასზეც თანახმაა. რას ერჩიან ვერ გავიგე….

mamuka iosava
12 years ago

ბარსაზე თ უარაფერი გაგიგია ეგ არაფერს ნიშნავს იყო ეგეთი ვარიანტი და მე არ ვიგონებ , მეორეც საკუთარ კადრზე აქცენტსი გაკეთება და ვიგაცის გამო ვიგაცის გუნდიდან გაშვება სხვადასხვა რამეა, მესამე: ბაჯო ვინ იყო ყველა იტალიელმა გულშემატკივარმა კარგად იცის მეც სჰენ პონტში ვარ ალე პირველ რიგში მაგრამ ბაჯო ჩემი სუბიექტური აზრით პელეს და მარადონას დონე იყო და ახლა ნუ ვიდავებთ მაგაზე ძნელია ვიცი ჩემი მხრიდან ამის დამტკიცება…უბრალოდ ბაჯოს პრობლემები ყოველტვსი სხვა შეხედულეებეი ყიო და ბოლოს საერთოდაც ბუდისტი გახდა ქვეყანაში სადაც ვატიკანია…აი რეალური მიზეზი ბაჯოს დაძირვის მცდელობისა ყველა კლუბის მხრდიდან… თორემ ზენითში მყოფ ფეხბურტელს არავინ გაუშვებს დელ პიერო კი არა ვინც გინდა მოდიოდეს… Read more »

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi
დელპიერო ჩემთვის კერპი იქნება 100 წელი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო 100 წელი ითამაშოს ფეხბურთი

Di Francesco # 1
12 years ago

lexo_delpi

უკეთესი როცა არ გყავს რა ვქნათ?
რადგამ ალექსა ადრე მაგარი იყო მიტო დავტოვოთ და სება არ ვიყიდოთ?
კარიერის საუკეთესო წლები არ თამაშობს ფეხბურთ, დღეს ვინ რა ფორმაშია მაგია მთავარი

lexo doreuli
12 years ago

ხო უნდა დაფიქსირდეს არა, რომ იუვენტუსი აგდებს გულშემატკივრების კერპს, კაპიტანს ალესანდრო დელ პიეროს. დალშე ვის სწორად მიაჩნია და ვის არა ეს სხვა საკითხია….

lexo doreuli
12 years ago
Reply to  Dutch

და ამ აკცს არ უნდა წასვლა და უნდა კიდე თამასი და რომ ეუბნები შენთვის ბოლო სეზონიაო თუ გაგდება არ ქვია ამას, აბა რა ქვია?

lexo doreuli
12 years ago
Reply to  Dutch

ხო, ანუ გაგდება გამოდის მაინც. უნდა დარჩენა და ეუბნები შენთვის ბოლო სეზონიაო. ანუ გუნდს აღარ სჭირდებიო. ამას ეუბნება იუვენტუსი დელ პიეროს?! აი, ეს მიმაჩნია სირცვილად ზუსტად.

shot10
12 years ago
Reply to  Dutch

Does not

ბიჯოს :)

lexo doreuli
12 years ago

რა სება რა მარკიზიო ხალხო, ვის ადარებთ კაპიტანს. დელ პიერო მაგათ ხელა ევროპას აზანზარებდა. მარკიზიოსა და ჯოვინკოს საფეხბურთო მონაცემებსა და შესაძლებლობებს როგორ ადარებთ დელ პიეროსას. ეგენი შეგიძლიათ შეადაროთ დი ლივიოს, რავანელის, ტურამს, მაქსიმუმ კონტეს და ფერარას, მაგრამ დელ პიეროს როგორ ადარებთ ტო?

shot10
12 years ago

ამაზე შეიძლება მთელი დღეები იკამთო (და არა იდაო, ყველა ჩვენი სუბიექტური აზრი გვაქვს)
“უბრალოდ” ერთი რაგაც: დრო არ მოვიდა კონტემ, დელ პიერო ათამაშოს? (ამ სითყვის პირდაპირი მნიშვნელობით) “უბრალოდ” ნახოს როგორ ფორმაშია.
დავიჯერო ინთერთან ერთიერთზე გაცუდებული მომენტი, კონტეზე დიდ მნიშვნელობას მოახდენდა (უარყოფითს ვგულისხმობ?)

| Newsphere by AF themes.
67
0
Would love your thoughts, please comment.x