მოჯი: ” არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა “
მოჯი ნეაპოლური სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს ასაჩივრებს. დღეს პროკურატურამ ყოფილი გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ სცნო დამნაშავედ და პირობითი ხუთწლიანი სასჯელიც შეუფარდა…
” ყველა იმ მტკიცებულების შემდეგ, რაც მე წარვადგინე, ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო განაჩენი უკვე დაწერილი იყო. არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა, ამ დეტალებს გასაჩივრებისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ. იმედია , ფრაზა “კანონთან ყველა თანასწორია” რეალობად იქცევა, დღევანდელი სხდომის შემდეგ თავს განტევების ვაცად ვგრძნობ. მე ყოველთვის ფეხბურთისთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა ყველამ ზურგი მაქცია.” -ყოფილი დირექტორი ოფიციალური “იუვენტუსის” განცხადებამაც გააღიზიანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წლების წინ მომხდარში მხოლოდ კერძო პირები იყვნენ დამნაშავენი: ” ძალიან უცნაურია, რატომ დაიბანეს ხელები”იუვენტუსში”, მოედანზე მე კი არა, ფეხბურთელები გადიოდნენ. ასეა თუ ისე, ეს დიდი ჩემპიონებისა და ოქროს ბურთის მფლობელების: ზიდანის, ნედვედის, კანავაროს და, რა თქმა უნდა, “იუვეს” სიმბოლოს დელ პიეროს გუნდი იყო. ” -მომხდარზე ისაუბრა “მილანის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, შვედი ფორვარდი საკუთარ ინტერვიუში საკმაოდ კატეგორიული იყო: “ ეს ყველაფერი სისულელეა. სიმართლე ერთია, ჩვენი გუნდი ზედმეტად ძლიერი იყო და ჩვენი განადგურება ამ გზით გადაწყვიტეს ” -აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.
მომკალი და მაინც დამპალი ხარ იბრა რააა
მაგრად მევასება ეს იბრა რა მესის მირჩევნია მაგარი კაცია და აქაც სიმართლე თქვა
მაგარია მაგრამ სიმაღლის გარდა ვერაფრით ვერ ჯობს იბრას :D მაგრად არ მევასება
ზლატანა რო მოგზაური არ ყოფილიყო და დარჩენილიყო, დელპიეროზე და ჯიჯიზე ნაკლები არ იქნებოდა ჩვენთვის

იბრას ამის მერე ნაკლებს ვაგინებ ხოლმე ))
anielis is “vesi” ar aq samwuxarod rac biZamiss qonda Torem…
უეფამ რო გამოიძიოს არ შეიძლებაა? ანიელის მაგრად გამკვირვებია რატო არფერს ამბობს???
სგ იბრა 100% თქვა რა იუვეს დაძირვა უნდოდათ საერთოდ
ვა საღოლ იბრაჰიმ
მარა მაინც კვერცხი ხარ
რაც ხდება იბრამ ათიანში მოარტყა!!! ასევე მოჯიმაც კარგად იცის რაც ხდება.. მაგრამ გინდა შუაზე გაიფხრიწოს მაინც ვერაფერს შეცვლის სამწუხაროდ
მდა )) საინტერესოა
სად უნდა გაასაჩივროს აწი ვეღარ ვხვდები ? სტრასბურგში წავა ალბათ )
საღოლ ზლატან
მის სიმართლეს ყველა ადასტურებს 
იბრაც რა ძმაა თავის პონტში