ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი: ” არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა “

მოჯი ნეაპოლური სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს ასაჩივრებს. დღეს პროკურატურამ ყოფილი გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ სცნო დამნაშავედ და პირობითი ხუთწლიანი სასჯელიც შეუფარდა…

ყველა იმ მტკიცებულების შემდეგ, რაც მე წარვადგინე, ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, საბოლოო განაჩენი უკვე დაწერილი იყო. არაერთი შოკის მომგვრელი შეუსაბამობაა, ამ დეტალებს გასაჩივრებისთვის აუცილებლად გამოვიყენებთ. იმედია , ფრაზა “კანონთან ყველა თანასწორია” რეალობად იქცევა, დღევანდელი სხდომის შემდეგ თავს განტევების ვაცად ვგრძნობ. მე ყოველთვის ფეხბურთისთვის ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა ყველამ ზურგი მაქცია.” -ყოფილი დირექტორი ოფიციალური “იუვენტუსის” განცხადებამაც გააღიზიანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ წლების წინ მომხდარში მხოლოდ კერძო პირები იყვნენ დამნაშავენი: ” ძალიან უცნაურია, რატომ დაიბანეს ხელები”იუვენტუსში”, მოედანზე მე კი არა, ფეხბურთელები გადიოდნენ. ასეა თუ ისე, ეს დიდი ჩემპიონებისა და ოქროს ბურთის მფლობელების: ზიდანის, ნედვედის, კანავაროს და, რა თქმა უნდა, “იუვეს” სიმბოლოს დელ პიეროს გუნდი იყო. ” -მომხდარზე ისაუბრა “მილანის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, შვედი ფორვარდი საკუთარ ინტერვიუში საკმაოდ კატეგორიული იყო: “ ეს ყველაფერი სისულელეა. სიმართლე ერთია, ჩვენი გუნდი ზედმეტად ძლიერი იყო და ჩვენი განადგურება ამ გზით გადაწყვიტეს ” -აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მომკალი და მაინც დამპალი ხარ იბრა რააა

HRVAT
12 years ago

მაგრად მევასება ეს იბრა რა მესის მირჩევნია მაგარი კაცია და აქაც სიმართლე თქვა

marchisio8
12 years ago
Reply to  HRVAT

მაგარია მაგრამ სიმაღლის გარდა ვერაფრით ვერ ჯობს იბრას :D მაგრად არ მევასება :down:

Di Francesco # 1
12 years ago

ზლატანა რო მოგზაური არ ყოფილიყო და დარჩენილიყო, დელპიეროზე და ჯიჯიზე ნაკლები არ იქნებოდა ჩვენთვის
:italy:

McCa1N
12 years ago

იბრას ამის მერე ნაკლებს ვაგინებ ხოლმე ))

mamuka iosava
12 years ago

anielis is “vesi” ar aq samwuxarod rac biZamiss qonda Torem…

d a v i d
12 years ago

უეფამ რო გამოიძიოს არ შეიძლებაა? ანიელის მაგრად გამკვირვებია რატო არფერს ამბობს???

snuff-juve
12 years ago

სგ იბრა 100% თქვა რა იუვეს დაძირვა უნდოდათ საერთოდ :forza:

robi baggio
12 years ago

ვა საღოლ იბრაჰიმ
მარა მაინც კვერცხი ხარ

12 years ago

რაც ხდება იბრამ ათიანში მოარტყა!!! ასევე მოჯიმაც კარგად იცის რაც ხდება.. მაგრამ გინდა შუაზე გაიფხრიწოს მაინც ვერაფერს შეცვლის სამწუხაროდ :euf:

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

მდა )) საინტერესოა

სად უნდა გაასაჩივროს აწი ვეღარ ვხვდები ? სტრასბურგში წავა ალბათ )

Gio Darja
12 years ago

საღოლ ზლატან :up: მის სიმართლეს ყველა ადასტურებს :juventus:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x