ვიდალი “იუვენტუსის” განკარგულებაში ბრუნდება
არტურო ვიდალი ტურინის “იუვენტუსის” განკარგულებაში დროზე ადრე დაბრუნდება.საქმე იმაშია, რომ ჩილეს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულმა ნახევარმცველმა 4 თანაგუნდელთან ერთად სანაკრებო წესები დაარღვია და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ნაკრებიდან გათავისუფლდა.ჟან ბოსეჟურმა, ხორხე ვალდივიამ, გონსალო ჰარამ, კარლოს კარმონამ და რა თქმა უნდა არტურო ვიდალმა მთავარ მწვრთნელს 22:00 სთ – მდე ვარჯიშიდან გათავისუფლება თხოვეს, რათა ვალდივიაში ბავშვების ნათლობას დასწრებულიყვნენ, თუმცა ეს მოთამაშეები ბაზაზე 22:45 სთ – მდე არ გამოჩენილან. ჩილეს ნაკრების თავკაცის, კლაუდიო ბორბის გადაწყვეტილებით ზემოთხსენებული ხუთი ფეხბურთელი ურუგვაისა და პარაგვაის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.აღსანიშნავია ისიც, რომ ანტონიო კონტესთვის ვიდალის დაბრუნება სასიხარულო ნიუსია, რათა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ბიანკონერებთან ერთად “პალერმოსთან” დაპირისპირებისთვის მოემზადება.
sasiamovnoa!
magaria dzn

ოო დიდი ამბავი.. ეტყობა პროპკები იყო და გაიჭედნენ : ))
დზალიან კარგი მაგას რა სჯობს
ესიგუ ურუგვაი უეჭველი ერთიანია
გაათავისუფლეს თუ გაანთავისუფლეს ?
მშვენიერი ნიუსია, ძირითადის ფეხბურთელი უსაფრთხოდ ივარჯიშებს კონტესთან..
სწორი ფორმაა გაათავისუფლეს