ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” იტალიის ფეხბურთის ფედერაციას “უტევს”

ნეაპოლური სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ოფიციალურ “იუვენტუსს” 2006 წელს განცდილი 120 მლნ. ევროს ოდენობის ზარალის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა. მიუხედავად პროკურატურის ამგვარი პოზიციისა, ანდრეა ანიელი და მისი კომპანიონები სამართლიანობისთვის ბრძოლას განაგრძობენ, უკვე დაწყებულია სააპელაციო წერილზე მუშაობა, რომელიც სასამართლოს უახლოეს მომავალში გადაეცემა. მოსარჩელე მხარე “იუვენტუსია”, მოპასუხეს კი იტალიის ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს. მიუხედავად იტალიურ კლუბებზე დადებული ბრალდების შედარებითი მსგავსებისა, ტურინული კლუბი განსაკუთრებით მძიმედ იქნა დასჯილი. იხილეთ “კალჩიოპოლის” სკანდალის შედეგად განცდილი ზარალის დაახლოებითი შეფასება…

1. გუნდის ლიდერების წასვლა (ემერსონი, იბრაჰიმოვიჩი, ტიურამი, ძამრბროტა, ვიეირა, კანავარო და სხვ.): 121 მლნ. ევრო.
2. სასპონსორო და სარეკლამო შემოსავალი: 21 მლნ. ევრო.
3. შემოსავალი რადიო და ტელე-ტრანსლაციებიდან: 25 მლნ. ევრო.
4. შემცირებული შემოსავალი სტადიონიდან: 10 მლნ. ევრო.
5. დანაკარგი ბირჟაზე: 53 მლნ. ევრო.

თანხის მთლიანი ოდენობა დაახლოებით 250 მილიონი ევროა, “იუვენტუსი” მხოლოდ მისი ნაწილის ანაზღაურებას მოითხოვს, რაც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
12 years ago

ის 2 თასი დაიდოს მეტ არ მინდა არაფერი!!! :juvee:

Juvent1no
12 years ago

გახურებული კრიზისია ევროპაში განსაკუთრებით იტალიაში 120 მილიონს კი არა 120 ევროს არავინ მისცემს :(

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  Juvent1no

KRIZISI RO AR IYOS XO RAS AMBOB TAVS MIKLAVDNEN GADAXDIT RA. :boli: TU ZMA XAR RA

vaxo turqadze
12 years ago

აუუ,120 მილიონი მისცა კონტეს და ისეთ გუნდს დააყენებს ბოლო წლების ბარსელონა მონაგონი იქნება…

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x