ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4 – 0 “სავონა”

გასულ კვირას ტურინის “იუვენტუსმა” “რენატეს” კარი ოთხჯერ აიღო, დღეს კი იგივე სცენარი ვინოვოზე კვლავ განმეორდა, ოღონდ მოწინააღმდეგე მეორე დივიზიონის გუნდი “სავონა” იყო.

ვინოვოზე დარჩენილი მოთამაშეებისთვის დღევანდელი მატჩი კარგი გამოცდა გახლდათ, ანტონიო კონტემ კი მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა : მანინგერი; მოტა, ბონუჩი, გროსო, დე ჩელიე; ჯაკერინი, პაციენცა, ელია; დელ პიერო, ტონი, კვალიარელა

მატჩს დაახლოებით 250 გულშემატკივარი დაესწო.შეხვედრა ბუნებრივია, ბიანკონერების კარნახით მიმდინარეობდა, თუმცა ალექსანდერ მანინგერს შეხვედრაში ჩართვა რამდენიმეჯერ მაინც მოუწია.

შეხვედრის დაწყებიდან 15 წუთში გუშინდელმა იუბილარმა, ალესანდრო დელ პიერომ მასპინძლები დააწინაურა.სულ მალე ანტონიო კონტემ პირველი ცვლილება გააკეთა, მოედანზე შემოვიდა გაბრიელ აპელტი, ტონის ნაცვლად, სქემა კი 4-1-4-1 გარდაიქმნა.იაკინტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, თუმცა იტალიელი ფორვარდი დღეს მოედანზე მაინც გამოჩნდა.ვინჩენცომ მოტა შეცვალა და შემტევ ოთხეულს შეუერთდა, რომელშიც მეოთხე წინახაზელის როლს ემანუელე ჯაკერინი ასრულებდა.

პრიმავერას ფეხბურთელი, გაბრიელ აპელტი ბიანკონერების ნახევარდაცვის ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა.ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით ულამაზესი გოლი გაიტანა, 10 წუთში ანგარიში სამამდე ფაბიო გროსომ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი იტალიელმა გარემარბმა, ჯაკერინიმ დააფიქსირა.

საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.ტრიბუნებზე ორი განსაკუთრებული სტუმარიც იმყოფებოდა : “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველები, ლეგენდარული პაველ ნედვედი და ბრაზილიელი ემერსონი.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ika1993
12 years ago

მაგარი ცაციაა რა გროსო. მეც მინდა ცაციობა :D

12 years ago

აპელტი ჯერ პატარაა.. გავიგე ზამთრიდან დიდ გუნდში გადაყვანას უპირებენო.. ვნახოთ.. დიდი ანგარიშით თუ წავიყვანთ თამაშს შეიძლება შემოიყვანოს კიდეც კონტემ

ოქრო ჩხიკვაძე

სად ნახეთ თამაში?

საბა შიოშვილი

alexam ra sheasrula
apeltim ra gaitana
grossom ra daartya
quagliarelam ra dainaxa …

Di Francesco # 1
12 years ago

გროსმ რა ჯარიმა შეაგდო :wow:
:italy:

d a v i d
12 years ago

ეს აპელტი ვინაა? იუვემ ძმები რო დაითრია იქიდან რომელიმეა?

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x