გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!
ჩვენი ფანკლუბი ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ხელახლა იკრიბება ფანკლუბის საფეხბურთო გუნდიც. მის საბოლოო ჩამოყალიბებასა და სხვა ფანკლუბებთან საფეხბურთო დაპირისპირებებამდე იგეგმება სავარჯიშო შეკრება კვირას, 13 ნოემბერს. ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი უნარები, შეგიძლიათ გააძლიეროთ ჩვენი გუნდი ან თვლით, რომ ასე იქნება, გამოიჩინეთ აქტიურობა და გახდით “იუვენტუსის” ქართული ფანლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი! ამ კუთხით, ჩვენი მომავალი აქტივობები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ჩვენი გუნდის პოტენციალზე. აქვე აღვნიშნავ, გასულ სეზონებზე ForzaJuve.Ge -ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტული კოლექტივი ჰყავდა და ამხანაგურ ტურნირებზე თავიც არაერთხელ გამოუჩენია. კვირის შეკრებაზე მოსვლის მსურველებმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირეთ. ველით თქვენს აქტიურობას!
ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან. 17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონეთ ხუთ ლარამდე თანხა.
avto


მეც შემიძლია, კარში კარგად ვთამაშობ, თუ გაჭირდა წინაც მშვენივრად ვთამაშობ
sebastian jovinko ესეც ითამაშებს მემგონი, ანუ 3 ვართ,
კიდე თუ ვინმეს გაქვთ სურვილი გვითხარით
და სად იქნება თამაშები?
1juve says:შენ თუ შეგიძლია მეც შემიძლია ანუ 2ვართ უკვე..ბოლობოლო 1ლიგა მაქ ნათამაშები..
როგორც გუნდის კაპიტანი და სულისჩამდგმელი ყველას გთხოვთ რომ ვისაც თამაში შეუძლია ყველა გამოცხადეს სავარაუდოდ კვირას დიღმის მასივში,საცურაო კომპლექსის მდებარე სტადიონზე..ზუსტად ალბათ ხვალ მეცოდინება პასუხი..იაქტიურეთ ყველამ..იგეგმება ბევრ ტურნიზრე მონაწილეობა,მოკლედ ვისაც თამაში უყვარს და შეუძლია არ მოიწყენთ.. მე პირადად მიმიღია მოანწილეობა და ცუდად მახსენდება :D თან ორივე მანჩესტერის ფანკლუბთან:D ჯერ იმიტომ რომ ნახეწვარფინალში წავაგეთ და მანამდე ფეხი მომტეხა ერთერთმა მანჩესტერელმა:D შურისძიებით ვკვდები :D
ქუთაისელებმაც ვითამაშოთ დავაყენოთ კაი სასტავი და მერე აგმოსავლეთს გაუგოროთ ბურთი…ტუ კაი იგროკები ხართ შევიკრიბოთ კუთაისშიც და ვიყომაროდ.
ცოტა ვართ ძან, აქ ქუთაისელები და ამ ცოტადან კიდე უფრო ცუტას შეუძლია ალბათ თამაში
ქუთაისელებმა რა ვქნათ არ ვითამაშოთ?
დღეს ახალგაზრდულის თამაშია, ერთის კაცის მეტი არაა იუვედან, მარონე დიდ გუნდთან ერთად ვარჯიშობს თუ დუბლებშია?
კაპიტანია ხო მემგონი ნაკრების?
tamashia tu ra xdeba ?? ragac me unda meqana es situacia da gadamavicyda ))) chemi txovna iqneba dzlierebi vinc xart da visac gitmashiat isini modit :D
რომელზე საათზეა შეკრებაა მეც მინდა რა მოსვლაა
ქუთაისში მე შევკრიბავ და გეთამაშებით აგმოსავლეთს…
მაგ შემთხვევაში მე დასავლეთში ვარ,ვერ ვუღალატებ ჩემს იმერეთს :mrgreen::mrgreen:
მე მოვალ, რა ჯობია იუვეს ფანებთან თამაშს. თან მაგრად მინდა თქვენი გაცნობა

როგორც იქნა, დიდი ხანი ვიძახი შეკრებას, აუცილებლად მოვალ
და სად ვიკრიბებით?
ბათუმელი ვარ და თუ არის ბათუმში რამე გამაგებინეთ და ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია
თბილისში ვცხოვრობ და სად იკრიბება???
მეც მინდა
მოკლედ ვისაც სურვილი აქვს წამოსვლის ყურადღებით ადევნოს თვალი სტატიის განახლებას ზუსტი დროის და ადგილის სანახავად.
აუციებლად სჰემატყობინეთ.
აუ ძან მინდა ფეხბურთელი ვარ და ძან გაგძლიერებდით მაგრამ ქუთაისელი ვარ,და რა ვქნა?
დიდი სიამოვნებით, სად მოხდება შეკრება.
მაგრად მევასება თამაში! უბანში ყოველთვის ვაგორებთ ხოლმე, თუ რამეში გამოგადგებით :) (დიდი სიმოვნებით)
P.S (nachke, როცა დეტალურად ჩამოყალიბდებით, მაშინ აჯობებეს პასუხის გაცემა: მოვდივარ თუ არა)

ეს უბრალოდ ჩვენი შეკრებაა, ერთმანეთში გავაგორებთ ბურთს და ასე რომ აუცილებელი არაა ყველა ვინც მოვა ბურთს ცხვირით კენწლიდეს
წარმატებები ბიჭები… სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, მაგრამ აღარ მითამაშია უკვე 5-8 წელია… “დიხანია” აღარ მექნება… ჩქარი ნაბიჯითაც კი არ მივლია უკვე წლებია
აუ ზამტარი მაინც არ იყოს ცოტა ადრე უკეტესი იქნებოდა … დრო ტუ მექნება აუცილებლად მოვალ და სად იქნება შეკრება ?
imereli
სულ ცოტა ხანში იქნება დეტალები, ჯერ ველოდებით ინფორმაციას, 5 საათისთვის სადღაც რა :)
გაიხარე…ისე კვირას თამაში მაქვს და არ ვიცი,გააჩნია რომელ სთ-ზე იქნება,თუ გაინტერესებთ სკა-ზე დაესწარით თამაშს და შემაფასეთ ღირს თუ არა ჩემი აყვანა გუნდში

კაიზ იზამ თუ მოხვალ, დაგვიანებით მაინც
რომელ საათზეა 13-ში შეკრება?
გენ დირექტორი მე ვარ დაგასწარით
