გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!
ჩვენი ფანკლუბი ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ხელახლა იკრიბება ფანკლუბის საფეხბურთო გუნდიც. მის საბოლოო ჩამოყალიბებასა და სხვა ფანკლუბებთან საფეხბურთო დაპირისპირებებამდე იგეგმება სავარჯიშო შეკრება კვირას, 13 ნოემბერს. ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი უნარები, შეგიძლიათ გააძლიეროთ ჩვენი გუნდი ან თვლით, რომ ასე იქნება, გამოიჩინეთ აქტიურობა და გახდით “იუვენტუსის” ქართული ფანლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი! ამ კუთხით, ჩვენი მომავალი აქტივობები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ჩვენი გუნდის პოტენციალზე. აქვე აღვნიშნავ, გასულ სეზონებზე ForzaJuve.Ge -ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტული კოლექტივი ჰყავდა და ამხანაგურ ტურნირებზე თავიც არაერთხელ გამოუჩენია. კვირის შეკრებაზე მოსვლის მსურველებმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირეთ. ველით თქვენს აქტიურობას!
ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან. 17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონეთ ხუთ ლარამდე თანხა.
4 საათს ვფიქრობ კვირისთვის და ვანხოთ..ისეთი დროა რავი წესით ყველას უნდა ეცალოს
თქვენთან ვარ!!! : )) 90 პროცენტი მოვალ.. ის ათი პროცენტი შეიძლება სამოყვარულო ტურნირი დაემთხვას: ((
შაბატს ზუსტად მეცოდინება : )
დესტრო რა მაგრად თამაშობს, უყურებთ ვინმე ტამაშს?

კონტემ ვერ წამოაყოლა სიენადან, ნაკრების ლიდერია
მე ვუყურებ თამაშს, ახალგაზრდებს : ) არა აშკარად არ ყავს თაობა იტალიას.. დესტროს არაუშავს.. მაგრამ რავიცი რავიცი
ბარო ძმები :)
თქვენთან ვარ

აუ რა მაგარიაააა
http://calcion.eu/live8.htm
ახალგაზრდულის თამაშია ვისაც გინდათ
იტალიამ გაიტანა
მინდა რომ კარგი გუნდი დავდგეთ..ჩავიცვათ ერთნაირი ფორმა,რავი გაასწორებს რა:D ათასი ტურნირები იმართება ხოლმე და გავალთ ჩვენც..ვივარჯიშებთ ხოლმე და შევეწყობით ერთმანეთს..
სავარაუდოდ მოვალ : )
ეხლა აქ ვარ :D
gegach
ეგრე დაკარგვა გეკადრება?
მეც მოვდივარ :-)
მარკოზ აქ ხარ?
evil_dead89
კი თუ მეცალა აუცილებლად
evil_dead89
მე შეიმიძლია კარში დგომა
კაი ბრატ,მოხვალ ხო კვირას?:)
მოყვარულთა ტურნირზე ვმონაწილეობ და თუ მეცალა მოვალ
ისე თავიდანვე მიდნა მეკარის პრობლემა გადავჭრა..ვინმე არის აქ კაი მეკარე?რო უვლია ან თვლის რომ მაგარი მეკარეა?
მე შეიმიძლია კარში დგომა არ მივლია მარა რავი ვეტერანებთან ჩავდექი იმდგეს და მეხვეწებოდნენ კიდე მოდი ხოლმეო და ვცდი
თბილისომ რო 21:0 მოიგო მაგ დროს თბილისოში ვთამაშობდი :D :D
მე ფეხბურთზე არასოდეს არ მივლია მაგრამ ბურთის გორება ნორმალურად შემიძლია დაცვაში ვთამაშობ კარგად და ვნახოთ რა გუნდი გვეყოლება პასუხს კი ხვალ ან 13 გაგაგებინებთ ისე კი ძალიან მინდა იუვენტინოებთან ბურთის გაგორება.
ხონის იმერეთი და მარტვილის მერანი
მე უეჭველი მოვდივარ
avto

არა, მე კლუბი გკითხე
მე შემიძლია კარშიც დაცვაშიც და თავდასხმაში თამაში . 14წლის ვარ და თუ დაგჩირდით აქ ვარ რა ;);-)
რა გუნდი გვყავდა აფსუს თბილისო 21 -0 :D
მე თანაბრად შემიძლია როგორც კარებში,ასევე დაცვაში თამაში და იმედია ერთი ადგილი გამოიძებნება ჩემთვის,მაგრამ კვირას არ ვიცი,ალბათ ვერ მოვალ,ტურნირი მაქ მაგ დღეს სათამაშო,სერიოზული ტურნირია,სამოყვარულო დონეზე რა,მთელი თბილისის მასშტაბითაა და ვერ გავაცდენ…მაინცდამაინც იმ დროს ემთხვევა მე რომ არ მცალია რა ჩვენი შეკრებები :( :( ,მხედველობაში გყავდეთ რა…
თუ რამე არ მოხდა კვირას, საღამოსკენ. ყურადღება მიაქციეთ სტატიიას განახლებას. ზუსტი დრო და ადგილი სავარაუდოდ ხვალ დაიწერება. მარა მსურველებმა დაწერეთ რო გინდათ მოსვლა, რომ ვიცოდეთ დაახლოებით რაოდენობა. ჰოდა კიდე: ყველას მოუწევს რაღაც მინიმალური თანხის წამოღება, 4-5 ლარზეა ლაპარაკი