ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანინგერი : “იუვენტუსში ჩატარებული თითოეული მატჩი განსაკუთრებულად მახსოვს”

ეს იუვენტუსი ძალიან მომწონს.ის თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და ორი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, გუნდი მზადაა დასახული მიზნებისთვის იბრძოლოს”. ალექსანდერ მანინგერი Filo Diretto – ს დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ : “რა თქმა უნდა, თვალშისაცემია, რომ სკუდეტოს მოგების მთავარი კანდიდატები “მილანი”, “უდინეზე” და “ლაციო” არიან, თუმცა იუვენტუსი საბრძოლველად მზადაა.ახლა სერია A – ს დონე ოდნავ დაეცა, რამაც კლუბების მომზადების პროცენტი გაათანაბრა.მიმდინარე იტალიის ჩემპიონატი ძალიან საინტერესოა, თითოეული კლუბი მოედანზე მოსაგებად გადის.ტიტულისთვის ბრძოლა ბევრ გუნდს შორის ბოლო ტურამდე გაგრძელდება.”

“ახლა ანტონიო კონტე ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენებას ითხოვს, რომელშიც უკლებლივ ყველა მოთამაშე იღებს მონაწილეობას.სიმართლე გითხრათ, იტალიისთვის ასეთი სტილის ფეხბურთი საკმაოდ უცნაურია.მთავარი მწვრთნელი ყურადღებას ამახვილებს თითოეულ დეტალზე, გუნდის გამოცდილებიდან დაწყებული, თავად მისი მდგომარეობით დასრულებული.

“სტადიონი ? – როცა ახალ არენაზე ვიმყოფები, თავი კინოში მგონია.თუმცა, კინოსგან განსხვავებით აქ გულშემატკივრების საოცარი სიყვარული და გვერდით დგომა იგრძნობა.ტიფოზები იუვენტუსის მთავარი იარაღია, საკუთარ მოედანზე განსაკუთრებულ სტილში თამაში უნდა ვისწავლოთ.მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ იტალიაში მსგავსი სტადიონი არ არის.

“2008 წლის გამარჯვება სანტიაგო ბერნაბეუზე ? – ეს საფეხბურთო დღე არასდროს დამავიწყდება.ძალიან კარგად ვითამაშეთ და ბედნიერი ვარ, რომ იმ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მოვახერხე.განსაკუთრებულად მახსოვს თითოეული მატჩი, რომელიც იუვენტუსის მაისურით ჩავატარე.იტალიაში ჩამოსვლის თანავე ჩემი ოცნება ბებერ ქალბატონში ასპარეზობა გახდა.მოხარული ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად მექცა.ზაფხულში მქონდა შესაძლებლობა გადავსულიყავი სხვა კლუბში, მაგრამ იუვენტუსში დარჩენა ვამჯობინე.ბიანკონერებში გატარებული თითოეული დღე სიზმარში ყოფნას ჰგავს.

წყარო : Tuttosport

6 thoughts on “მანინგერი : “იუვენტუსში ჩატარებული თითოეული მატჩი განსაკუთრებულად მახსოვს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.