ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოლონეთი 0 – 2 იტალია

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელშიც 6 ბიანკონერო ასპარეზობს, პოლონეთის ეროვნული გუნდი ვროცლავში 0-2 დაამარცხა.ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს და მეტოქე უკლებლივ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.ანგარიში 30′ წუთზე მარიო ბალოტელიმ გახსნა, რომელმაც კლაუდიო მარკიზიოს პასით იხეირა და ულამაზესი დარტყმით სკუადრა აძურას შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.მანჩესტერ “სიტის” ფეხბურთელის გატანილი გოლიდან ზუსტად ნახევარ საათში, კიდევ ერთი ბიანკონეროს, სიმონე პეპეს პასით ჯამპაოლო პაცინიმ შეაგდო და იტალიელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.აღსანიშნავია ისიც, რომ 85′ წუთზე ჯანლუიჯი ბუფონმა თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

ტურინის “იუვენტუსიდან” იტალიის ნაკრებში გამოძახებული 6 ფეხბურთელიდან  4 ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა.სკუადრა აძურას კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო კი შესაბამისად 46′ და 61′ წუთებზე შეცვალეს.სიმონე პეპე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, მეორე ტაიმში ჩაერთო, ალესანდრო მატრიმ კი 62′ წუთზე მეორე გოლის ავტორი, ჯამპაოლო პაცინი გაცვალა.

გოლები : ბალოტელი 30′, პაცინი 60′

იტალია ( 4-3-1-2 ) : ბუფონი; აბატე, რანოკია, კიელინი, კრიშიტო ( ოგბონა 77′ ), პირლო ( პეპე 46′ ), დე როსი ( ტიაგო მოტა 60′ ), მარკიზიო ( ნოჩერინო 61′ ), მონტოლივო ( აკვილანი 62′ ), პაცინი ( მატრი 62′ ), ბალოტელი

სათადარიგოთა სკამზე : დე სანკტისი, სირიგუ, ბალძარეტი, მაჯიო, ოსვალდო

მთავარი მწვრთნელი : ჩეზარე პრანდელი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BERDZENA
12 years ago

ჯიჯის აღებული პენალტი ყველაზე მაგრად გამისწორდაა , ბრუნდება თქვენი მეფე ჩვეულ ფორმაშიიიიიიიიიიი :oops:

Z u R a noniashvili
12 years ago

მოგესალმებით დიდი პაუზს შემდეგ დავბრუნდი :)მომეწონა მარიოს გოლი აღრფთოვანება ვერ დავმალე.როგორც ვარტყობ საიტის მუშაობა ცოტა არ იყოს შენელდა :(და ეს ცუდია

აკაკი მეტრეველი

mamuka1313

ცენზურა დაიცავი

mamuka iosava
12 years ago

ბალოტელის ადგილი არაა იტალიის ნაკრებში მიუხედავად იმისა, რომ უნიჭიერესია…დაგვღალატებს უდროო დროს წითრლი ბარათით და თავისი ხასიათით არევს ნაკრებში სიტუაციას…

12 years ago

ბალოტელიმ დაგლიჯა.. საერთოდ არ მეხატება ეს ფეხბურთელი გულზე.. მაგრამ ფაქტია უძლიერესად ითამაშა.. ასე რომ კასანოს და როსის გამოკლება არ დათრგუნავს გუნდს :italy:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x