ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” გიოტცეს ყიდვას ეცდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიას” გერმანელი თავდამსხმელის მარიო გიოტცეს გადმობირებას გეგმავს. 19 წლის ფეხბურთელმა ბრწყინვალე თამაშით უკვე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება, მისით “იუვენტუსთან” ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენური “ბაიერნი” ინტერესდება. თუ La Gazzetta -ს დავუჯერებთ, ბეპე მაროტას გერმანელი ალესანდრო დელ პიეროს მემკვიდრედ მიაჩნია და მისდამი განსაკუთრებული სიმპათიებითაა განწყობილი. ასეა თუ ისე, ტრანსფერი იოლი ნამდვილად არ იქნება, ჯერ კიდევ თინეიჯერის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა, თუმცა თანხის შემცირება “იუვეს” ბარტერის სახით მილოშ კრასიჩისა ან ელჯერო ელიას ჩართვით შეუძლია.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

18 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

ავოეეეე-კარგია :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: !!

valeri tokhadze
12 years ago

ეს მაგარი ტრანსფერი იქნება მაგარია გოტსე

goglikaa
12 years ago

კაი ფეხბურთელია მარა შანსი არაა მაროტა მაგას ბავარიას და მანჩესტერს ვერ აახევს, სანამ ეს ივაჭრებს დააკელიო დაბერდება გიოცე, ან რა გიოცე ჯოვინკო ჩვენია და იმას არ აბრუნებს, ელიას და კრასიჩის გაცვლა ფეხბურთელში რომელიც სერია ა-ს ან ითამაშებს ან ვერა ზედმეტია

levani giligashvili
12 years ago

მე მინდა ეს ფეხბურთელი იუვეში გადმოვიდეს მარა არ მინდა ამის გამო
კრასიჩი ან ელია წავიდნენ.

giga kvaratskhelia
12 years ago

არ ვიცი ფეხბურთI ვის როგორ ესმის მაგრამ,ეგ ტრასფერი ყველაზე მაგარი იქნება მაგრამ არამგონია იუვეში რო გადავიდეს ეს ბიჩი…გიოტცე დძააან მაგარა!!!

Di Francesco # 1
12 years ago

ikajuve1011
კრასიჩის ლანძღვის მეტი არაფერი არ მიკეთებია ამ სეზონში, გაიგდებს ბურთს და ვეღარ ეწევა მერე :chuvak:
გერმანელი თუ მოგყავს უნდა იყოს ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და არა მომავალი, რომელიც ან გაამართლებს იტალიაში ან არა, პოდოვსკი, შვაინშტაიგერი, გომესი, ამ სამიდან ერთერთი კიდე შეიძლება, მარა ვინ გამოგატანს ამგენს :chuvak:
:italy:

Di Francesco # 1
12 years ago

ikajuve1011
რამდენი თამაში გაქ ნანახი ამის?
რაც შარშან იყო კრასიჩი 1 ნახევარში ისეთ ვერასდროს ვერ იქნება გიოტსე ტუ რაც ქვია, ამან ჯობია ჯერ ბავარიაში მოსინჯოს ძალები თუ მიიღებს ვინმე, ამას ელიაც ჯობია :chuvak:
:italy:

12 years ago

ერთი ათი თამაში მაინც მაქვს ნანახი… გერმანიის ბოლო ოც წლეულის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელია!!! მალე მიულერებს და კროოსებს ჯიბეში ჩაისვავს..

ჩემთვის ამოუცნობი მოვლენაა თუ რატომ გიჟდებით კრასიჩზე.. არ ვიცი ვერ ვხვდები და მომკალით. ეტყობა ფეხბურთის აზზე არ ვარ და ვერ ვხედავ მის ამოუწურავ ტალანტს :mrgreen:

12 years ago

დიდი სიამოვნებით დაუთმობდი ელიას და კრასიჩს გიოტცეს სანაცვლოდ : ))) და საერთოდაც ნი ვიჟუს გავუკეთებდი იმ ფაქტს რომ გერმანელია :lool:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

გიოტცე მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ელია და კრასიჩი უკვე მეტისმეტია. :blin: ელიას და კრასიჩის დათმობას, ისევ 20 მილიონის დათმობა მირჩევნია

12 years ago

აუ იმენა გიჟია, ძაან მაგარია :)) პრო ევოლუშენში ავისრულე ეს სურვილი და ვათამაშებ კაი ხანია :D

Di Francesco # 1
12 years ago

რა გაიოტცე ამას გადაუვლის კრასიჩი, ცოტა აცადონ და ჩადგება ფორმაში
:italy:

12 years ago

ეგ არ მოხდება.. კრასიჩისგან განსხვავებით გიოტცემ ფეხბურთის თამაში იცის.. მილოშა ჯობია სხვა სპორტში გადაერთოს – ჩემი აზრით ას მეტრიანს სავსებით ნორმალურად გაირბენს :lool:

giorgi tsotsoria
12 years ago

კითხვა ასე კი არ უნდა დაისვას

გერმანელი იუვეში?

არამედ

გერმანელი?? იუვეში : )

ნემცების ნაკრებს რო გადახედავ ერთ არიელს ვერ ამოაგდებ შვაინშტაიგერის მეტი მემგონი

ისე ზოგადად ტრაბსფერი კარგია მაგრამ ძალიან არ მგონია მაროტამ ეგ ვინმეს აახიოს

marchisio8
12 years ago

გიოტზე მევასება მარა გერმანელი პირველად მესმის იუვეში

mishka berianidze
12 years ago

ყველაზე მეტად გიოტცე იუვეში მე მინდა რადგან ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია და მართლა გამოგვადგება ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული კრასიჩი + ელია = გიოტცე ანუ ორივეს შეველევი ამ მოთამაშის სანაცვლოდ ასევე ძალიან მინდა დი მარია და კოლაროვი.

McCa1N
12 years ago

დი მარია მეც მაგრად მინდა ბრატუხ, მარა მაგარი არარეალურია ხო იცი … :-(

| Newsphere by AF themes.
18
0
Would love your thoughts, please comment.x