ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფანკლუბი იკრიბება “სპორტ კაფეში!”

გასულ ტურში “იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირებას “ბებერი ქალბატონის” ქართული ფანკლუბი “სპორტ კაფეში”, დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალყურს.  დარწმუნებული ვარ, იქ მიღებული ემოციები ბევრ ჩვენგანს დღესაც არ დავიწყებია. ამჯერად ForzaJuve.Ge უკვე რიგით მეორე ორგანიზებულ შეკრებას აწყობს! უქომაგე “იუვენტუსს” იუვენტინოებთან ერთად! 

ყურადღება: შეკრება იგეგმება კვირას, “იუვენტუსი” – “პალერმოს” შეხვედრისთვის. ფანკლუბი იკრიბება ჭავჭავაძის 40 ნომერში მდებარე “სპორტ კაფეში” (SC), 17:00 საათიდან . ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ქვემოთ.

რაც მთავარია, ადგილის დასაჯავშნად “სპორტ კაფეში” აუცილებელია ერთი ადამიანის მიერ მინიმუმ 15 ლარის დახარჯვა. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ის მინიმუმი დანახარჯია, რომლის საფასურადაც “სპორტ კაფის” ადმინისტრაცია თამაშის ტრანსლაციას უზრუნველყოფს.

ტრანსლაცია ნაჩვენები იქნება პროექტორით. “სპორტ კაფეში” დაგვხვდებათ მყუდრო გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო! ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს!

მდებარეობა: ჭავჭავაძის 40 ნომერი, ჭავჭავაძისა და არაყიშვილის ქუჩების გადაკვეთა. ზუსტად სდასუს პირდაპირ. ვაკის პარკიდან ავტობუსის მეოთხე გაჩერების შემდეგ, დაახლოებით, 50-100 მეტრში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ავტობუსის მეორე გაჩერების შემდეგ 20-30 მეტრში. ნომერ 55-ე სკოლის გვერდით 20-30 მეტრში (ვაკის პარკის მხარეს). კაფე “დისქავერის” გვერდით.

ადგილები იჯავშნება რამდენიმე დღით ადრე, ასე რომ, მსურველებმა, რომლებმაც დარწმუნებით იციან, წამოსვლის შესახებ დაწერეთ საკუთარი სახელი და ტელეფონის ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: skype: purposefulpawn, 598762111 (გიორგი).

გვაქვს თქვენი აქტიურობის იმედი!

წინა ღონისძიების სასიამოვნო გამოცდილება, დარწმუნებულები ვართ, კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით შეკრების საშუალებას მოგვცემს. იქიდან გამომდინარე, რომ “იუვენტუსი” და “პალერმო” ერთმანეთს დღისით, 18:00 საათზე დაუპისიპირდებიან, ველოდებით გულშემატკივრებს მეზობელი ქალაქებიდანაც!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

43 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
12 years ago

Nachke

კი კი დავდებ მე )) ეხლა მოვრჩები სწავლას და მოვიცლი აქაურობისთვის

Z u R a noniashvili
12 years ago

ძალიან მინდა თქვენთან ერთად ყურება მაგრამ ვერ ვახერხებ :(სულით და გულით თქვენთან ვარ :juvee:

12 years ago

ეხლა ვერა მარა ნაპოლისთან ან რომასთან თუ შევიკრიბებით უეჭველი წამოვალ !

| Newsphere by AF themes.
43
0
Would love your thoughts, please comment.x