ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კუალიარელას არ გაყიდის

როგორც იტალიურ პრესაში იუწყებიან, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ფაბიო კუალიარელა მისთვის საჭირო ფეხბურთელია და მისი გაშვება არ სურს. მოგეხსენებათ, 28 წლის თავდამსხმელმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა მწვანე მინდორზე გასვლას. მიმდინარე სეზონში კუალიარელამ სერია ა – ში ჩატარებულ მატჩებში სულ 14 წუთი დაჰყო მოედანზე. ამის გამო, გაჩნდა სხავდასხვა სახის ჭორები. კუალაირელას ბედს უკავშირებდნენ გენუურ “ჯენოას”, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ “მილანში” მას ანტონიო კასანოს შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, კონტეს კუალიარელას გუნდიდან გაშვება არ სურს.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
alex-pinturicchio
12 years ago

რატომ არ ათამაშებს ტუ არ უშვებს გუნდიდან ვერ გავიგე.ზამენაზე მაინც შეიყვანოს ხოლმე.

valeri tokhadze
12 years ago

კვალო სასტავში უნდა იყოს იუვეში ვუჩინიჩის მაგივრად

Di Francesco # 1
12 years ago

:vashaa:
პალერმოსთან კვალი იქნება სასტავში
უჩინიჩს რთული თამაში ექნება ხვალ და ჯობია შეისვენოს :kenwvla:

12 years ago

აბა რა :*:*:*

Gio Darja
12 years ago

მშვენიერია, ფაბიო გვჭირდება :juvee:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x