“იუვენტუსი” ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
დღეს საფეხბურთო კლუბმა “იუვენტუსმა” ადმინისტრაციული კოდექსის 30-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად განცდილი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ლაციოს ადმინისტრაციულ ოლქს მიმართა. ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობას “იუვენტუსი” იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ “ინტერნაციონალეს” აკისრებს. საუბარია 2006 და 2011 წლებში მიღებული არაადეკვატური გადაწყვეტილბების შესახებ, რომლებიც მხოლოდ ერთი გუნდის წინააღმეგ იყო მიმართული და ამ გუნდის ასობით მილიონი ევროს ოდენობით თანხით დაზარალება გამოიწვია. კანონდარღვევებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე, შეამცირა რა კლუბის შემოსავალი, ბრენდის პოპულარობა და მიიყვანა ის არაერთი სპორტული პერსპექტივის ხელიდან გაშვებამდე. კლუბის ეს ქმედება ეროვნული სპორტული არბიტრაჟის მიერ ამა წლის ცხრა სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების პასუხია. სპორტული არბიტრაჟი დაცვის მხარის 2011 წლის 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, ზარალის ანაზღაურების საკითხზე კლუბს თხოვდა მიემართა საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოსათვის.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
ამ თანხის მოთხოვნა დიდი სისულელეა არავინ არაფერს დაუბრუნებს ტყულა დროის კარგვააა
თარგამაძე პორტოში გადადიიიის მაგრად გამისწორდა
Nachke – აქ ხარ?
ახლა მოვედი :(
2006 წელს დაიწყო შეთქმულება იუვეს წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება. უკვე იმედიც აღარ მაქვს რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტავენ რამეს.
ორივე თასი დადოოოოოოოონ და ფულზე მერე ეჩალიჩონ!
დედას ვუტირებთ !!!
მიდიი იუვეეე სადაა ინტერის საბლატაო
500მილიონი გადაგვიხადოს მორატიმ
მიდი იუვეეეე