ანიელი: ” დელ პიეროს მომავალი დიდი ხნის წინ გადაწყდა “
გუშინ ოფიციალურმა “იუვენტუსმა” ლაციოს ადმინისტრაციულ ოლქს “კალჩიოპოლის” სკანდალის შემდეგ განცდილი ზარალის ანაზღაურების საკითხით დაკავების მოთხოვნით მიმართა. ახლა ამ თემაზე “ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი საუბრობს. პრეზიდნეტი რამდენიმე სიტყვით დელ პიეროს მომავალსაც შეეხო…
” 10 აგვისტოს პრესკონფერენციაზე დაწყებული საქმე 14 ნოემბერს გაგრძელდა. მაშინ ვთქვით, რომ მიზნის მისაღწევად შვიდ მეთოდს გამოვიყენებდით, დღეს ძალაში პირველი მათგანი შევიდა. პირველ რიგში გვსურს, ის ნაბიჯები გადამოწმდეს, რომლებიც სასამართლოს მხრიდან 2006 და 2011 წლებში გადაიდგა. რაც შეეხება “ინტერს”, ეს უკვე მეორეხარისხოვანი მიზანია. გვსურს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში თანასწორი თამოკიდებულება და სამართლიანობა იგრძნობოდეს. ჩვენთვის მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს, შეცდომები ან 2011 წელს ან ხუთი წლის წინ იქნა დაშვებული. ”
პრეზიდენტმა რამდენიმე სიტყვით Lavoro -ს პრიზის მიღებაზეც ისაუბრა. ის ჯონ და ანდრეა ელკანებს ახალ სტადიონთან დაკავშირებით გაწეული შრომის საფასურად გადაეცათ: ” როცა ამის შესახებ გავიგე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ნაჩვენები იქნა გახსნით ცერემონიალის ვიდეოს ამონარიდიც, ჩატარებული სამუშაოს გამო გაოცება და სიხარული ვიგრძენი. ამ სტადიონის აშენების პროცესში შუა გზაზე გაჩერებამაც მოგვიწია. 90 -იან წლებში დაწყებული სამუშაოები ფინანსური კრიზისის გამო შეწყდა, თუმცა მისი დასრულების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე პროცესი განახლდა და ახლა მიზეზი გვაქვს, ვიამაყოთ. ”
” დელ პიერო? პრესაში ჩემს მიერ აქციონერთა შეკრებაზე ნათქვამი სიტყვების უამრავი ინტერპრეტაცია გაჩნდა. მაგრამ სინამდვილეში უკვე დიდი ხნის შეთანხმებული იყო, რომ კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდებოდა. იმ დროს სურვილი მქონდა კლუბის ლეგენდისთვის “იუვეს” რიგებში გატარებული წლებისათვის სამაგიერო გამეღო. ახლა პარმაში ვიმყოფები, “იუვენტუსის” ისტორიის ახალი ფურცელი სწორედ ამ ქალაქის გუნდთან თამაშით დაიწყო. “ბიანკონერების” რიგებში პირველივე სეზონში დელ პიერომ აქ ჰეთთრიკი შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ ეს თანაგუნდელებთან ერთად აღენიშნა, ტელეკამერების წინაშე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც “იუვენტუსში” მისვლაში დაეხმარა. ის ასეთია, ნამდვილი ჩემპიონი. დელ პიეროსთვის ჩვენთან ყველა კარი ღიაა, ჩემს ოფისში ნებისმიერი დროს მიიღებენ. დელ პიერო და “იუვენტუსი” – განუყოფელი ცნებებია, ისევე, როგორც პლატინი, ბონიპერტი და მრავალი სხვა. ” -აცხადებს ანიელი.
წყარო: “იუვენტუსის”ოფიციალური ვებ-გვერდი
არავის არ უნდა რომ ალექსამ იუვე დატოვოს (კონტეს და ანიელის გარდა) და ყველაზე მეტად თვითონ დელპიეროს ალბათ მაგრამ ასეთია ნებისმიერი იგროკის ხვალინდელი დღე.. რაც შეეხება ამ სეზონის იუვეს,მჯერა სერიოზულ შედეგს დადებს !
წელს თუ ალექსა სხვა გუნდში გადავიდა ამ ხელმძღვანელობის და კონტეს დედაც მინდა იუვე შეიხმს იყიდოს …არ გავარტყი ამ ანიელის…და რაც შეეხება სერია B ში გადაგდებას სრულიად სამართლიანი იყო… რო ყიდდა თამაშებს ნუ ეხლა მაგაზე მწყდება გული რო მხოლოდ ინტერი დარჩა მოგებული… და რაც შეეხება ზოგიერთმა ძველ კომენტარში თქვა ინტერი არაა გრანდიო და რატო ნეტა ?????????? ლიგა ინტერმა 3 ჯერ მოიგო და იუვემ ორჯერ …. ეს სერია A კი გაიტენინ უკან ლიგა დამიდონ ყველაძე პრესტიჟული ეგააა და არა სერია ა …
ის ოთხმოცდაათიანი წლები მენატრებაააააააააა იტალიელები რო ბატონობდნენ ლიგაზე და არა ეს ფარჩაკი ესპამეები და ინგლისელები …….
არაკაცი! ალესანდრო დელ პიერო გუნდიდან გაგვიგდო ამ დამპალმა! ძირს ანიელი! სამუშაოს სთავაზობს ბიჭი. გადადექი და დაუთმე პრეზიდენტის პოსტი! გრანდე კაპიტანო! ალეეეექს! ფორცა!
ეს ყველაფერი კონტეს ბრალია..წინა წელსაც იგივე რაგაც მოხდა დელ ნერი არ ათამაშებდა და შეცვლაზე შეყავდა,მარა მერე დააყენა ძირითადში და ყველამ ნახა რა გააკეთა დელ პიერომ
ert warba ess
agar mevaseba ukve es virishvili!!! del pieros 64 wlisac ro undodes tamashi unda atamashon
მე პირადად მუდმივად სათადარიგოთა სკამზე მჯდომ დელ პიეროს მირჩევნია ამერიკის იაპონიის დუბაის ან მათი მსგავსი ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშოს და რეალურ ფეხბურთს თავაწეულმა დაანებოს თავი. ანიელისაც რათქმაუნდა ვერ გაამტყუნებ ეს არის უდიდესი ბიზნესი სადაც ლეგენდები მიდიან და მოდიან მაგრამ მანამ სანამ ალექსი გუნდში იქნება ახალი ლეგენდის დაბადება ფაქტიურად წარმოუდგენელია (გავიხსენოთ ბაჯოს და დელპიეროს შემთხვევა) თვითონ ანიელიმვე აღნიშნა რო დელ პიერო არის უნიკუმი და დგას ბონიპერტის პლატინის და სხვა ლეგენდების გვერდით. ჩემთვის დელ პიერო მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი სპორცმენი იქნება !!!
გეთანხმები უნდა წავიდეს. არ შეიძლება დელ პიეროს სკამზე ჯდიმა!!! ან უნდა ითამაშოს, ან კიდევ კარიერა დაასრულოს
ძაან გამიტყდება თუ გაუშვეს დელპოს
ფეხბურთის თამაში უნდა ლეგენდას და არა იუვენტუსის ოფისში მუშაობა, ათამაშე და შემდეგ მიეცი სამუშაო
ალე
გაუშვით,გაუშვით…
უბრალოდ უკეთესს ვერსად ნახავთ.
გრანდე ალე
აუ ეგი გამალახიებს თავს
ვის რათ უნდა ამის ოფისის კარი, კონტემაც ამოიღოს ხმა, დააყენოს სასტავში და ანახოს ყველას რო კიდე შეუძლია