ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

20 წელი სადებიუტო მატჩიდან

ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე “ბებერი ქალბატონის” რიგებში გატარებულ წლებს იხსენებს. ჟურნალისტებმა მწვრთნელს პატარა გამოცდაც მოუწყვეს, აჩვენეს რა “იუვეს” რიგებში მისი სადებიუტო მატჩის ჩანაწერის ამონარიდი და სთხოვეს ეთქვა, თუ ახსოვდა, საიდან იყო ის…

ეს ჩემი სადებიუტო მატჩია “იუვენტუსის” რიგებში, დერბი “ტორინოს” წინააღმდეგ. მოედანზე სკილაჩის ნაცვლად შემოვედი, ის შეხვედრა კასირაგის გოლით ანგარიშით 1-0 მოვიგეთ. ეს თავგადასავალი ნამდვილად ბრწყინვალედ დაიწყო. ვამაყობ ამით და ამ ეპიზოდს ძალიან ვუფრთხილდები. ”

1991 წლის 17 ნომბერი. ოცი წელი გავიდა. გახსოვთ, როგორ დაგარიგათ ჯიოვანი ტრაპატონიმ, სანამ მოედანზე გასვლას გთხოვდათ?

სამწუხაროდ, მწვრთნელის სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მის შესახებ უამრავი ბრწყინვალე მოგონება მაქვს, ჩემთვის მამასავით იყო. ვფიქრობ, მაშინ “იუვეში” რომ სხვა მწვრთნელი ყოფილიყო, აქ დარჩენა გამიჭირდებოდა, რადგან სადებიუტო წელი რთული აღმოჩნდა. ფაქტი, რომ მთავარი მწვრთნელი მეორე მამასავით მექცეოდა,ყველაფრის გაძლებაში დამეხმარა.”

როცა “იუვენტუსის” მაისურით პირველად გახვედი მოედანზე, იფიქრებდი, რომ მომავალში ამ კლუბის სიმბოლო და კაპიტანი იქნებოდი?

ჩემი ყველაზე ოპტიმისტური ოცნებაც კი არ ყოფილა, რომ ამ გუნდში 13 წელს გავატარებდი, მოვიგებდი უამრავ ტიტულს, გავხდებოდი კაპიტანი, ვითამაშებდი ეროვნულ ნაკრებშიც და ბოლოს ისევ დავბრუნდებოდი მთავარ მწვრთნელად. ამას ვერც წარმოვიდგენდი.

თუ ისევ ტრაპატონის გავიხსენებთ, რას ურჩევდით ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც დებიუტი აქვს “სერია ა” -ში?

მხოლოდ ვეტყოდი, რომ მოედანზე კონცენტრირებული ყოფილიყო და ვარჯიშებში ნასწავლი იქ ეჩვენებინა. ამ დროს ემოციებსა და სადებიუტო სტრესს არ უნდა აყვე. ჩემს პატარა სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა მომენტები, როცა ახალაზრდებს სადებიუტო მითითებებს ვაძლევდი, ჩემი რჩევები სწორედ ეს იყო. ” -აცხადებს კონტე.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
12 years ago

დიდი ფეხბურთელი, დიიიდი კაპიტანი და უდიიიიიიიიიიიდესი მწვრთნელი. კონტე დაუბრუნებს იუვეს ტრაპატონისა და ლიპი მიღწევებს!!!!! :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

20 წლის შემდეგ დაბრუნდა და 20 წლის მერე წავა
:italy:

gocha khalvashi
12 years ago

და 20 ტიტულს მოიგებს…. :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x