ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალის ღია საბოდიშო წერილი

არტურო ვიდალი ჩადენილი საქციელის გამო “იუვენტუსსა” და ჩილეს ეროვნულ ნაკრებს ბოდიშს უხდის. შეგახსენებთ, გასულ კვირას ვარჯიშზე დაგვიანებისათვის ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ვიდალი ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ორ შესარჩევ შეხვედრაში ვერ დაეხმარება: ” ჩემი დიდი სურვილია ყველას ბოდიში მოვუხადო, განსაკუთრებით, ჩემს თანაგუნდელებს. შეცდომას ვაანალიზებ და ამ საკითხს მწვრთნელთან, კლაუდიო ბორგისთანაც განვიხილავ. მასსა და მთლიან შტაბთან პროფესიონალური ურთიერთობა მაქვს, ამასთან პატივს ვცემ და მადლობელი ვარ მათი. ვიმედოვნებ, ტკივილი, რომელიც მოგაყენეთ, მალე გაქრება, ახლა მხოლოდ ჩემი უაღრესი მწუხარების გამოხატვა შემიძლია. მინდა ასევე ბოდიში მოვუხადო “იუვენტუსის” გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ დიდ სიყვარულს იჩენდნენ ჩემს მიმართ, ამ ბოლო დღეებშიც კი. შეცდომა დავუშვი და ფედერაციისგან სამართლიან დასჯას მოველი. იმედია, ისევ მომეცემა ჩემი ეროვნული ნაკრების მაისურის მორგების საშუალება, რადგან ბედნიერებისა და სიამაყის გრძნობას ყველაზე მეტად სწორედ ეს მანიჭებს. ” -ნათქვამია ვიდალის განცხადებაში.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კაცი ხარ არტურო… რაც შენ ეხლა გააკეთე აუცილებელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისა და გულშემატკივრის პატივისცემა :dance:

Di Francesco # 1
12 years ago

რა აქ საბოდიში 1-2 ლოთი საჭიროა გუნდში, ეს და ტონი :chuvak:
:italy:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x