ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ” სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ადვილი არაა “

ალესანდრო დელ პიერო “იუვენტუსის” გამოცოცხლებით ბედნიერია. “ბებერი ქალბატონი” გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე “ლაციოსთან” ერთად განთავსდა. კაპიტანი თანაგუნდელებს თამაშს უწონებს და რამდენიმე სიტყვით გუნდში საკუთარ მდგომარეობაზეც საუბრობს…

რა თქმა უნდა, სკამზე ჯდომა რთულია, ჩემში ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა. მიუხედავად ამისა, როცა ვთამაშობ, ისევ გუნდის კაპიტანი ვარ, როგორც ეს ჩემმა თანაგუნდელებმაც არაერთხელ აღნიშნეს. ”

“”პალერმო”? სანაკრებო შესვენების შემდეგ “სერია ა” -ში დაბრუნება არ გაგვჭირვებია. სიცილიელთა დამარცხება კარგი სიგნალია, მაგრამ ამან არ უნდა გვაფიქრებინოს, რომ ყველაფერი მარტივად მოვიდა. პირველ ადგილზე ვართ კიდევ ერთი მატჩის მარაგით. ძალიან კარგი მდგომარეობაა, მაგრამ ამავე ტემპში გასაგრძელებლად ყოველ ტურში ისეთივე ჟინით უნდა გამოვიდეთ მოედანზე, როგორც კვირას. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ახლა რაიმეს გაანგარიშების დრო არაა. მიზნის მისაღწევად ბევრად მეტის გაღება დაგვჭირდება.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, იმდენად ტკბილია “იუვეს” პირველ ადგილზე ხილვა, რომ მიზეზსაც ვერ ვხედავ, რატომ უნდა ვიფიქრო შორეულ მომავალზე. ჩვენი მომავალი შაბათია (“ლაციოსთან” მატჩი), არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რაც ივნისის შემდეგ მოხდება.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

52 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio lortkipanidze
12 years ago

ყველაზე მაგარი შენაძენი ლიხშტაინერი ძაან მევასება ეგ მცველი …

Di Francesco # 1
12 years ago

ჯიჯი – 9
ლიხშტინერი – 8.5
ბარძალი – 9
ბონუჩი – 9.5
კიელინი – 8
პეპე – 9
პირლო – 9
ვიდალი – 8.5
მარკიზიო – 10
უჩინიჩი – 9
მატრი – 9.5
კონტე – 10

ეს არის ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის შეფასებები
:italy:

Di Francesco # 1
12 years ago

99% კონტე დამსახურებაა რო იუვე ლიდერია ცხრილში
ამიტო ჩემთვის მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება 100%-ით მართალია
რამდენი ხანია უკვე ვიდალზე ცუდი არაფერი მითქვია :lool:
:italy:

saba tsertsvadze
12 years ago

aradა ყველაზე ნაკლებად ჩანს ვიდალი და მართლა არაფერს აკეთEბს. :D რო მბობდნენ მარკიზიოს მაგივრად ჩასვასო მეცინება

Di Francesco # 1
12 years ago

ხო დიდად არც მე არ მომწონს, თლად ტყუვილა არაა მოედანზე ზოგჯერ კარგად თამაშობს მარა ყველა თამაშში 2-3 სულელური პასი და დარტყმა რო არ გააკეთოს ისე ვერ თამაშობს
ისე ყოველი თაშის მერე უფრო დამაჯერებელია, იმედია კიდე მოუმატებს თამაშს და მოუკლებს სმას :lool:
:italy:

BIANCO
12 years ago

ვიდალი მაგარია :forza: მარტო გოლის გატანა ხო არაა ? :blin: მარკიზიოს არ და ვერც ამოაგდებს სასტავიდან მარა ვიდალისნაირი ფეხბურთელი საჭიროა იუვესთვის… მარკიზიოს თქმით: „ჩემი როლი გუნდში შეიცვალა, მას შემდეგ რაც ჩვენ არტურო ვიდალი შემოგვიერთდა, რომლის თამაშიც მოედნის ცენტრში მაძლევს მეტ თავისუფლებას, რათა შეტევაში ჩავერთო.

del piero_buffon
12 years ago

ამის გაშვება როგორ შეიძლება :vaime: :euf: :euf:

saba tsertsvadze
12 years ago

შეფასებებს არ დაგვიდებთ?

guja bliadze
12 years ago

kontes mawaki dedac rოცა დელპია ტო !!!!!!!!!!!!!

Alex
12 years ago

ბიჭებო კარგად დააკვირდით დელ პიეროს სიტყვებს >>>>> რატომ უნდა ვიფიქრო შორეულ მომავალზე. ჩვენი მომავალი შაბათია (“ლაციოსთან” მატჩი), <<<< ნამდვილი კაპიტანიაააააა ყველასთვის საყვარელი დაა უძლიერესი ფეხბურთელი ალექს დელ პიერო :oops: :oops: :oops: :oops:

shot10
12 years ago
Reply to  Alex

:up: :up: :up: :forza:

Di Francesco # 1
12 years ago

shot10
და დელპიერო რო ყოფილიყო მაგ თამAშებში მოვიგებდით?
ეტყობა კონტეს ჯეროდა რო მოედანზე ვინც იყო იმათ უფრო შეეძლოთ მოგება ვიდრე ალექსას
მილანთან რო ცვლილება არ გააკეთა და მოვიგეთ იმ თამაშში რო ვინმე შემოეყვანა დამთავრდებოდა 0-0
ამ მომენტში გუნდისთვის კონტე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დელპიერო

shot10
12 years ago

ეგ შენი სუბიექტური აზრია.

მარტო დელპო არა, რათქმაუნდა.(მთელი გუნდი)
juve_ს კაპიტანია,(ავტორიტეტიც) სხვებზე უკეთ იცნობს ფეღბურთელებს, შეთამაშებულობა, გაგება და ეგეც შენი JUVE_ს “1”

Di Francesco # 1
12 years ago

shot10
ერთხელ დაჭირდა ინტერთან და ხუთიანზე გააკეთა მისი საქმე
დანარჩენი რა წაგებით არასდროს არ ვაგებდით რო შეტევა გაეძლიერებია

shot10
12 years ago

JUVE vs genoa (2:2)

kievo vs JUVE (0:0)

katania vs JUVE (1:1)

JUVE vs bologna (1:1)

რავი ტო, მემგონი ამას ვგულისხმობ ………

saba tsertsvadze
12 years ago
Reply to  shot10

თუ არ ვცდები ოთხივე თამაშში შემოიყვანა

shot10
12 years ago

კი ზმაო ….

P.S. (“2-3 წუთი”)

saba tsertsvadze
12 years ago
Reply to  shot10

ერტ თამაშში იყო 3 წუთი. ბოლონიასთან დაიწყო და მთელი ტაიმი ითამაშა და იმ ორ თამაშში 20 წუთზე ნაკლები არ ქონია

shalalo demuria
12 years ago

გეტანხმები პინურიკიო. მართალი ხარ 100%_ით . მეც დელ პიეროს გულშემატკივარი ვარ და ჩემთვის დღეს და საერთოდ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არ არსებობს არც პელე, არც მარადონა, არც ბეკემბაუერი, არც რონალდოები და მესები, მე მხოლოდ დელ პიეროს ვგულშემატკივრობ (და რა თქმა უნდა სხვა ჩამოთვლილებს თუ არ ჩამოთვლილებს ვაღიარებ როგორც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებს და ვარსკვლავებს) და მეც მგონია , რომ დელ პიერომ როგორც იტალიის და იუვეს ლეგენდამ ამ სეზონის ბოლოს უნდა დაანებოს ფეხბურთს თავი (ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ადვილი სათქმელი და მისთვის ძნელად გადასაცყვეტი) მაგრამ მე მგონია რო უნდა მიბაძოს თავის ყოფილთანაგუნდელებს, ნედვედს და ზიდანს ვგულისხმობ, და უნდა ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე და… Read more »

ika1993
12 years ago

ყველას გულის ტკივილი მესმის.:-|:-|

| Newsphere by AF themes.
52
0
Would love your thoughts, please comment.x