“იუვენტუსი” 3 – 0 “პალერმო” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…
ბუფონი 7 – ასპარეზობს საოცრად დამაჯერებლად და ორ ეპიზოდში ილიჩიჩს გოლის გატანის უფლებას არ აძლევს.
ლიხშტაინერი 7 – მონადირე ძაღლი, რომელიც ანადგურებს მოწინააღმდეგეს.უტევს როგორც ტანკი, მაქსიმალურად იყენებს თავისუფალ სივრცეს, რომელიც მიკოლის პასიურობითაა გამოწვეული.ერთადერთი შეცდომა – გოლის გატანის პირველი მცდელობისას, ილიჩიჩმა სწორედ შვეიცარიელის ფლანგიდან შეუტია.
ბარძალი 6 – ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.
ბონუჩი 5.5 – აგრძელებს რისკიანი გადაწყვეტილებების მიღებას.”პალერმოს” ფაქტიურად ყველა კონტრშეტევა, იტალიელი მცველის არადამაჯერებელი მოქმედების შედეგი იყო.
კიელინი 7 – აკეთებს შესანიშნავ გადაცემას პეპეზე პირველი გოლის ეპიზოდში.ყურადღებით უტევს და აკონტროლებს დაცვას ისევე ზედმიწევნით, როგორც მას ძველ დროს ახასიათებდა.
პეპე 6.5 – პირველ ტაიმში საოცრად შედეგიანი იყო, გაიტანა გოლი და გააკეთა საოცარი გადაცემა ანდრეა პირლოზე.მეორე ტაიმში ერთვება თამაშიდან.
ვიდალი 7 – 90 წუთის განმავლობაში აქტიურად, დაუღლელად უტევს “პალერმოს” ნებისმიერ ფეხბურთელს.
პირლო 7 – თუ არ იცი როგორ იმოქმედო ბურთთან, გადაეცი იგი პირლოს.”იუვენტუსის” წამყვანი და შეუცვლელი ფიგურა.საოცრად ურტყამს კარში, მაგრამ ძელი გოლის გატანის საშუალებას არ აძლევს.
მარკიზიო 7.5 – ვარსკვლავი.კონტეს სქემის შეუცვლელი ფიგურა.არცერთ ფეხბურთელს არ განუცდია ისეთი პროგრესი ეფექტიურობის, შედეგიანობისა და ინდივიდუალიზმის მხრივ, როგორც კლაუდიოს,ყველაზე აქტიურია მეტოქის შეტევების ჩაშლაში, გააქვს სეზონში მეხუთე გოლი.
პაციენცა ( 77 – ე წუთიდან ) 6 – დამაჯერებლად ასრულებს იმას, რაც მას ევალებოდა.ამაგრებს ნახევარდაცვის ხაზს.
ვუჩინიჩი 6.5 – პირველ ტაიმში შეტევაში აქტიურობით არ გამოირჩეოდა, ეხმარებოდა ნახევარმცველებს.შესვენების შემდეგ სრულიად იცვლება, უტევს და აკეთებს საგოლე პასს მარკიზიოზე.
კვალიარელა ( 67 – ე წუთიდან ) 6 – ურტყამს კარში საჯარიმოს გარედან.
მატრი 7 – ბრუნდება უმაღლეს დონეზე, არა მხოლოდ გააქვს გოლი, არამედ ეხმარება უკანახაზს.ხუთი გატანილი გოლი 9 შეხვედრაში – თითქმის იგივე შედეგი, რაც გასულ სეზონში.
დელ პიერო ( 81 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
კონტე 7.5 – როგორ შეიძლება შეაფასო მწვრთნელი, რომელიც გუნდს გამარჯვების წყურვილსა და მებრძოლ ხასიათს უნერგავს.იგი საოცარ კოლექტივს ქმნის.
წყარო : La Stampa
ვიდალის წარმატებული თამაშები მიხარია ყველაზე მეტად… მაგარი ვიღაცა დავითრიეთ
ლიხშტაინერი 7 – მონადირე ძაღლი:)) მაგარია:)))
ნორმალური შეფასებებია.. ერთი ლეოს მოვუმატებდი და 6 მაინც დავუწერდი. ცუდად არავის უთამაშია
Sabex
სითავისუფლე სითავისუფლეს ნიშნავს და ეგ გრამატიკულად სწორი ფორმაა, ამ შემთხვევაში არასწორი ყოფილა გავიკითხე ეხლა, ამიტომ შევცვალე )) წინადადების კონტექსტში არ ჩაჯდა, თორე ისე გამოიყენება ეგ ფორმა..
მე რაც ვთქვი ბონუჩიზე თამაშის მსვლელობისას მართალი ვიყავი.. ყველაზე ცუდად ითამაშა…
სამართლიანი შეფასებებია …. მაგრამ 6:1 უნდა მოგვეგო