ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ჯერჯერობით მეორეები ვართ “

პოკერ-საღამოზე სტუმრად მიწვეულ ბუფონს ჟურნალისტებმა რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დაუსვეს. “იუვენტუსის” კარის დარაჯმა მისი გუნდისა და ოპონენტების საჩემპიონო შანსები შეაფასა…

10 პოკერის ჩიპი რომ მქონდეს, ექვსს “მილანზე” დავდებდი, რომელიც ისევ ფავორიტია, თითო-თითოს კი “უდინეზეს”, “ლაციოს”, “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” გავუნაწილებდი. ანტონიო კონტე ჩვენთვის საუკეთესო კრუპიეა, თუმცა რაიმეს დაპირება არ მსურს, ჯერ ნდობა და პატივისცემა უნდა დავიბრუნოთ. ანტონიომ რამდენიმე კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა, მის ძარღვებში “იუვენტუსის” სისხლი ჩქებს, ამ გუნდთან ერთად არაერთი წარმატება თუ წარუმატებლობა გამოუცდია.

მაგრამ დღეისათვის გვყავს რიგით მეორე დაცვა და რიგით მეორე თავდასხმა “სერია ა” -ში. გამოდის, საუკეთესოები არაფერში არ ვართ. ათი თამაშის გათვალისწინებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტან, პროგრესი გვჭირდება. არ დაგავიწყდეთ, როგორ წარიმართა ჩვენი ბოლო ორი სეზონი. წინა შობას ლიდერამდე მხოლოდ ორი ქულა გვაშორებდა, ორი წლის წინ კი ექვსი ტურის შემდეგ პირველები ვიყავით. თანმიმდევრები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გემი ისევ ჩაიძირება.

როგორ შევაფასებდი “იუვეს”? ექვსნახევარი ქულით. როგორც მეკარეს, ჩემს თავს არ შევაფასებ, როგორც პოკერის მოთამაშეს კი 7 ქულას დავიწერდი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

რა ტავმდაბალია არადა თვითონაც იცის რომ პირველია იუვე იტალიაში დღეს

iosi shalolashvili
12 years ago

სურათზე რა როჟაა :chuvak: :juvee:

gocha khalvashi
12 years ago

ჯიჯი მე მივიღებ მაგ სტავკას… სეზონის ბოლოს 6 “ჩიპს” ველოდები :lool:

12 years ago

ჯიჯი დაცვა და თავდასხმა გასაგებია.. მაგრამ მეკარე და ნახევარდაცვა ვისაც ყავს ნომერ პირველი ეს შენც იცი :forza:

12 years ago

:up: :juvee:

Di Francesco # 1
12 years ago

სამაგიეროდ მეკარე გვყავს პირველი
:italy:

Gio Darja
12 years ago

რა კაცია :love: პროგრესირება და მხოლოდ პროგრესირება :juventus:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x