ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” მოსაგებად ყველაფერზე წავალთ “

ჯიანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” გულშემატკივრების წინაშე პირობას დებს. იტალიელი კარის დარაჯის თქმით, მისი გუნდი მომავალ ორ დაპირისპირებაში ძალების მაქსიმუმს გაიღებს და “ლაციოსა” და “ნაპოლისთან” ექვსი ქულის აღებას ეცდება. შეგახსენებთ, “ბებერი ქალბატონი” შაბათს რომში, სამშაბათს კი ნეაპოლში ითამაშებს…

საჩემპიონო გრძელი გზისა და სატურნირო ცხრილის კუთხით, მომავალი დაპირისპირება ძალიან ცოტა რამეს წყვეტს, მაგრამ სამაგიეროდ, უდიდეს მორალურ ძალას შეგვმატებს, რაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაგვყვება.

კლოზე? ის იმ იშვიათ ფეხბურთელთა რიცხვში შედის, რომლებიც მუდამ მოქმედების ცენტრში არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყოველთვის ვაფასებდი მის საშემსრულებლო ოსტატობას, მაგრამ იტალიაში მისი თამაშის ყურებისას ახალი თვისებები აღმოვაჩინე: სისწრაფე, ტექნიკა და საფეხბურთო ცბიერება.

ცხადია, სეზონში უფრო მარტივი მატჩებიც გველის, ვიდრე შემდეგი ორია, მაგრამ ახლა სწორედ მათზე ვართ კონცენტრირებულნი და ისეთი მწვრთნელის გვერდით, როგორიც კონტეა, სხვანაირად არც შეიძლება რომ იყოს. ამ ორი გამოცდის მნიშვნელობა გვესმის, მათში წარმატების მისაღწევად ყველაფერზე წავალთ.

თუ “იუვენტუსი” ცოტა გოლს უშვებს, ეს იმის დამსახურებაა, რომ დაცვის ხაზი დიდ სამუშაოს ასრულებს. ასევე თავდამსხმელების მოქმედება, რომლებიც კონტეს მოსვლის შემდეგ შუა ხაზს გვერდში უდგანან, ძალიან გვეხმარება. ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვა გვყავს. შეგვიძლია ვენდოთ ზღაპრულ ფორმაში მყოფ მარკიზიოს, პირლოს, რომელიც საუკეთესოა, ვისი ყოლაც ამ პოზიციაზე შეიძლება და ჩემპიონატის ნამდვილ აღმოჩენას – არტურო ვიდალს. ჩილელი ნებისმიერი ბურთისთვის იბრძვის, ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს. მისნაირი ფეხბურთელი ყველაზე ძლიერ “იუვეშიც” იპოვიდა ადგილს. ჩვენი სათამაშო ხარისხი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, ტრავმებიც ნაკლებად გვაწუხებს. ”

მწვრთნელის მუშაობა სათამაშო აგრესიასა და ცოდნას გვაძლევს. როცა ასეთი ქარიზმატული ლიდერი გყავს, ყოველთვის მისი მოტივაციისა და მუხტის გავლენის ქვეშ ექცევი. ”

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ მოახერხა “იუვენტუსის” კიპერმა ფორმის პიკში დაბრუნება…

საიდუმლო შენს შესაძლებლობებზე მუდმივ მუშაობაზეა, ასევე იმის გაცნობიერებაზე, რომ გაქვს ყველაფერი მიზნის მისაღწვეად, არ გაკლია მიზანდასახულობა და სურვილი, დაწერო კიდევ ერთი თავი ისტორიაში. ამ ყველაფრის გამო დათმობებზე წასვლა გიწევს, მაგრამ ეს ამად ღირს. ხუთი თუ ოთხი კილო დავიკელი. არ ვიცი, ეს რამდენად დამეხმარება, რადგან ადრე სულ 93-94 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა კი 88-89 ვარ. თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ, ფორმაში ჩადგომაში ყოველდღიური ვარჯიშები დამეხმარა, რომლებშიც ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილი იყო. ამან ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის საშუალებაც მომცა. ”

ამ თვეში ბუფონი ნაკრების მაისურით ჩატარებული შეხვედრების რიცხვით დინო ძოფს გაუთანაბრდა…

ეს ჩემთვის დიდი სიამაყის საგანია. ძოფი “საყოველთაოდ აღიარებულ გიგანტთა” რიცხვში შედის. მასთან გათანასწორება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გრძნობაა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
12 years ago

ყველა დროის საუკეთესო მეკარე! :forza:

lasha naxucrishvili
12 years ago

X2 არ გაცდება ამ თამაშს !

Di Francesco # 1
12 years ago

” ეს ჩემთვის დიდი სიამაყის საგანია. ძოფი “საყოველთაოდ აღიარებულ გიგანტთა” რიცხვში შედის. მასთან გათანასწორება, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გრძნობაა. ”
კაია რო ყველა დროის საუკეთესო მეკარე ამას ამბობს
დღევანდელ ფეხბურთში ფაქტიურად კონკურენტი არ ყავს
ვალდესი, ჩეხი, სეზარი, კასილიასი, ამ 4-დან კასილიასს თუ დააყენებ ბუფონის გვერდით, გვერდით რა, ცოტა მოშორებით :chuvak:
:italy:

ika1993
12 years ago

კიდე რა არის იცი? 2006 წლის მერე ბუფონის კარიერამ რეგრესი განიცადა რადგან თავად გუნდს ისე გაუჩალიჩეს საუშუალო დონის გუნდდად აქციეს,და დღესაც კი მაგიტომ არის საკითხი ბუფონი თუ კასილასი? და კალჩოპოლი რომ არაა ეს კითხვა არ იარსებებდა.

G M
G M
12 years ago

მაგარი კაცია ძალიან !!! :love:

snuff-juve
12 years ago

buffoooon :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x