ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუშინდელი ვარჯიშის მიმოხილვა

გუშინ ტურინის “იუვენტუსმა” მეორე დივიზიონის ბინადარ “ლეკოს” შვიდი გოლი გაუტანა.იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც “პალერმოს” წინააღმდეგ მატჩში მიიღეს მონაწილეობა, სპორტდარბაზში ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი ანდრეა ანიელისთან, ჯუზეპე მაროტასთან და პაველ ნედვედთან ერთად მეგობრულ მატჩს ადევნებდნენ თვალს.

ანტონიო კონტემ 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და ძირითად შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები დააყენა : სტორარი, მოტა, სორენსენი, გროსო, დე ჩელიე, მარონე, პაციენცა, ჯაკერინი, დელ პიერო, კვალიარელა, ტონი.

ანგარიში მატჩის დებიუტიდან მეოთხე წუთზე, ლუკა ტონიმ გახსნა, რომელმაც ემანუელე ჯაკერინის კარგი პასით იხეირა.გოლის გატანის შანსი ჰქონდათ ვინოვოს სტუმრებსაც, თუმცა ვერ მოახერხეს.რამდენიმე წუთის შემდეგ ტონი – ჯაკერინის დუეტმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი, ამჯერად “ბავარიას” ყოფილმა ფეხბურთელმა ასისტენტის როლი შეასრულა და გარემარბს გაატანინა.30 წუთზე ფაბიო კვალიარელამ ძალიან ლამაზი დარტყმით მეკარეს თავზე გადაუგდო, თუმცა ცარიელ კარში ბურთი ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ლუკა მარონემ შეაგორა.

მეორე ტაიმში ანტონიო კონტემ 4 ცვლილება განახორციელა.ლუკა ტონის, ალესანდრო დელ პიეროს, მიკელე პაციენცასა და ფაბიო კვალიარელას ნაცვლად მოედანზე მარსელო ესტიგარიბია, ელჯერო ელია, მილოშ კრასიჩი და ვინჩენცო იაკინტა შემოვიდნენ.მეორე ტაიმის განახლებიდან მესამე წუთზე მარკო მოტას შესანიშნავ გარღვევას თავად იტალიელის გოლი მოჰყვა.განსაკუთრებული მომენტი მილოშ კრასიჩმა შექმნა, რომელმაც 4 ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ვინჩენცო იაკინტას გაატანინა.შეხვედრის მიწურულს “ლეკომ” პრესტიჟის გოლის გატანა შესძლო, თავი სტუმართა მხრიდან ლანინიმ გამოიჩინა.

დღეს, ბიანკონერები ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე 14:30 სთ – ზე შეიკრიბებიან.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gio lortkipanidze
12 years ago

ისეეს თასი მაინ მოიგოონ რა კაი ხანია არ მოუგიათ .. :forza:

gio lortkipanidze
12 years ago

ჯაკერინი, მოტა, ამაური , იაკვინტა, გროსო, დეჩელიე.. ესენი რო გეყოლება გუნდს ვერაფერს მოთხოვ …. ხო უჩინიჩიჩ არ მევასება ტონიც უნდა წავიდეს გადაბერდა უკვე .. და კიდევ პირლოს ზამენა არ ყავს გმერთმა დაგვიფაროს რო რამე წაიბორძიკოს

gio lortkipanidze
12 years ago

მაროტა დაპირებული ტოპ კლასის ფეხბურთელი მინდა ზამთარში ტევესი, ან ნეიმარი მოიყვანე რა .. ეგ სოფეფლელებს შეეშვი ….. აი 100% დარწმუნებული ვარ რომ 15 მილიონზე მეტს არ დახარჯავენ და მოიყვანენ მარტინესის კლონს ….. უბრალოდ კაცმა რო გკითხოს ვინ თამაშობს შენს კლუბში ვარსკვლავიო უბრალოდ ვერ იტყვი :lool: იმიტო რო არაა

giorgi sidiani
12 years ago

თასების შEხვედრა მაინც მალე მოვიდეს,შანსი რო მისცეს ელიას კრასიჩს

ika_2488
12 years ago
Reply to  giorgi sidiani

ეგ თქვი :blin: მაგრად მინდა კრასიჩი ძირითადში ვნახო :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x