ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ჩვენი ძალა ერთობაშია”

La Gazzetta Dello Sport “ლაციოსთან” მატჩამდე ერთი დღით ადრე მიმდინარე სეზონში ბებერი ქალბატონის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას, კლაუდიო მარკიზიოს გაესაუბრა…

“”ლაციოსთან” და “ნაპოლისთან” მატჩები სეზონის ყველა საპასუხისმგებლო პერიოდს დაემთხვნენ, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვძენს.სამ დღეში ორი ურთულესი გასვლა – შემიძლია ვთქვა, რომ იუვენტუსი ამისთვის მზადაა.გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორედ ასეთ მატჩებშია ქულების აღება აუცილებელი.მსგავსი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფორმით ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ წარმატებული მომავლის შენებას.წინ არაერთი რთული ეტაპი გველის, ამიტომ ქულების მაქსიმალური რაოდენობით დაგროვება ფორმის პიკში ყოფნისასაა საჭირო.”

მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება წინ გავიჭრათ.ტიტულის მოგების მთავარ პრეტენდენტან მილანი რჩება, რომლის შემადგენლობა მეტად შეთამაშებული და გამოცდილია.ამოცანა მაქსიმუმი მესამე ადგილია, იუვენტუსს, როგორც მის თითოეულ წევრს, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება სურს.”

“ამჟამინდელი იუვენტუსის ყველაზე კარგი თვისება ? – ძალიან მომწონს, როცა გუნდი იგებს და მატჩის დასრულემდე 10 წუთია დარჩენილი, ჩვენ 4-5 ფეხბურთელით მაინც მივიწევთ მეტოქის საჯარიმოსკენ.ბებერი ქალბატონში ვხედავ საერთო სულს, ძალასა და ნდობას ფეხბურთელებს შორის.ჩვენ არ გვეშინია შეტევის და შესანიშნავად ვასპარეზობთ დაცვაში.დიახ, ჩვენი უკანახაზი გვაძლევს იმის საშუალებას აქტიურად შევუტიოთ, ისინი ცარიელ ზონებს კარგად კეტავენ.ცოტას ვუშვებთ, რადგან ჩვენი მცველები ნაკრების უცვლელი წევრები არიან.მეტსაც გეტყვით, ნახევარდაცვისა და შეტევის კარგი თამაში ნაწილობრივ მცველების წარმატებულ ასპარეზობაზეა დამოკიდებული.”

“რაც შეეხება ჩვენს შექებას, არა მგონია, ეს ზედმეტი იყოს.ორი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ.მიუხედავათ ქებისა, შეჩერებას არანაირად არ ვაპირებთ, ეს ერთიანობის დამსახურებაა.”

“რომელი ფეხბურთელი მომწონს ბავშვობიდან ? – რა თქმა უნდა, დელ პიერო მუდამ ჩემი კუმირი იყო.რაც შეეხება ჩემი პოზიციის ფეხბურთელებს, ჯერარდის სათამაშო სტილი მიზიდავდა.ძალიან კარგად მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ლივერპულსა და მილანს შორის, როცა ბრიტანელებმა სამი გოლის გატანა შესძლეს და პენალტების სერიაში დაამარცხეს როსონერი.იმ თამაშში სტივი საოცარი იყო, ის შესამჩნევი იყო მოედნის ნებისმიერ წერტილში, მას ნახავდით შეტევაშიც, ნახევარდაცვაშიც და დაცვაშიც.ასეთი სრულყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი – არასდროს მინახავს.

“ჩემი წარმატების მთავარი გასაღები გამოცდილება და დროა.წლიდან წლამდე ვცდილობ, პროგრესირება განვიცადო.ჩემი თამაშების ჩანაწერებს ხშირად ტელევიზორით ვადევნებ თვალს, ვაკვირდები რა შეცდომები დავუშვი და მათ გამოსწორებაზე ვმუშაობ.კარიერის მანძილზე არაერთ პოზიციაზე მითამაშია, ეს მეტად უკეთესს მხდის.ახლა ჩემთვის ყველაზე სასურველ პოზიციაზე ვასპარეზობ და მიხარია, რომ იუვენტუსს წარმატების მიღწევაში ვეხმარები.ყველაზე მეტად მეტოქეთა შეტევების ჩაშლა და სწრაფი კონტრშეტევის წამოწყება მიზიდავს.

“პირლო, ვიდალი და მარკიზიო – საუკეთესო ნახევარდაცვა ევროპაში ? – ამის შესამოწმებლად ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა შესანიშნავი იქნებოდა.იუვეს შუახაზის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, პაციენცასა და მარონეს დავიწყებაც არ ღირს.მიკელე მუდამ მზადაა თამაშში ჩაერთოს, ლუკა კი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდაა.მონტოლივოს შესაძლო ტრანსფერი ? – ტრანსფერებზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ეს მეგობრებთან მიმართებაში სწორი არ იქნება.იუვეს შემადგენლობა კონკურენტუნარიანი და ძლიერია.თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ – სხვა საკითხია.

“საუკეთესო ბიანკონერების რიგებში ? – პირლოს დასახელება ბანალურია, ის ფენომენია.უშეცდომოა ანდრეა ბარძალი, რომლის თამაშიც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძია.ვიდალი ? – ის შესანიშნავია.იბრძვის როგორც ცხოველი და საბედნიეროდ, გამარჯვებული გამოდის.ხშირად გვიწევს თქმა : არტურო, დაისვენე, ჩემპიონატი ძალიან გრძელია.”

“ევროპის ჩემპიონატი ? – ჩვენ, ისევე როგორც გერმანია და ესპანეთი, ტიტულისთვის მივემგზავრებით.ბალოტელი ? – მასთან ახალგაზრდული ნაკრებებიდან ვმეგობრობ.ის შესანიშნავი პიროვნებაა და მისგან რჩევებს ხშირად ვიღებ.ძალიან მოსწონს სხვისი გაკვირვება, მაგალითად იმით, რომ გოლების აღნიშვნა არ სჩვევია.მისი ტრანსფერი იუვეში ? – რა თქმა უნდა, გამიხარდება.ის უდიდესი ფეხბურთელია.სამწუხაროდ მითხრა, რომ სიტიდან წასვლას მალე აპირებს.ეს იმას ნიშნავს, რომ მისი თამაშით სიამოვნების მიღება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში მომიწევს.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

მარკიზიომ ასე უნდა გააგრძელოს და წლის ბოლოს სკუდეტო ჩაგვახუტოს…
აი მაშინ ყველა აღიარებს

12 years ago

ევროპაში ერთერთი საუკეთესო დგეს თავის პოზიციაზე ვიცი ბევრი მეთანხმებიტ ფორცა მარკიზიოოოოოოოოოო

gio lortkipanidze
12 years ago
Reply to 

:mrgreen: ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია და მეტი არაფერი იმიტ გამოირჩევა სხვებისგან რო იუვენტუსში თამაშობს

Ladika
12 years ago

ფანტასტიკა ფეხბურთელია კლაუდიო.

ტიტულები აკლია კლაუდიოს და ტოპ კლასის ფეხბურთელი იქნება :)

Di Francesco # 1
12 years ago

სიტიდან წასვლას რო აპირებს, რატო ნიშნავს რო მარტო ნაკრებში შეიძლება მისი ნახვა? საკლობო კარიერას ასრულებს? :lool:
ბალოტელი კაი იქნება იუვეში
ტონი, იაკინტა, ამაური, დელპიერო წავა და
მატრი, კვალი, მირკო, ბალოტელი , 4 სერიოზული თავდამსხმელი გვეყოლება
:italy:

Nachke
12 years ago

კაი რა ბალოტელი :(

tsotne tsertsvadze
12 years ago

ეჰ ბალოტელო ჩემი ოცნებაა იუვეში :kenwvla:

gio lortkipanidze
12 years ago

mec mevaseba eg … neimerzec ar vityodi uars

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x