ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ტევესი, ალვეში )

იტალიური “მილანი” კარლოს ტევესის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ჩრდილში დარჩენას არც ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი აპირებენ.გადაწყვეტილია, არგენტინელი ფორვარდი “მანჩესტერ სიტიში” არ ითამაშებს, მის დამატებასთან ყველაზე ახლოს კი სწორედ ეს იტალიური გრანდები არიან.როსონერის “ბოკას” ყოფილი წინახაზელის 6 თვიანი არენდით აყვანა სურს, თავად ტევესი კი 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.La Gazzetta Dello Sport – ის დღევანდელი ნომრის ინფორმაციით, დღეს კარლოსის აგენტები ბებერ ქალბატონს დაუკავშირდებიან და შეიტყობენ, რამდენ მილიონიან კონტრაქტს შესთავაზებს მაროტა მათ.გაცნობებთ, რომ ტევესი ქალაქელების შემადგენლობაში 8 მილიონ ევროს იღებს და ბუნებრივია, იგი იმ შემოთავაზებას დათანხმდება, რომლის ხელფასიც უფრო მაღალი იქნება.

ფაქტია, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბიანკონერები ცენტრალურ მცველს დაიმატებენ.მატ ჰუმელსისა და ანჯელო ოგბონას შემდეგ ჯუზეპე მაროტას დაკვირვების სიას, პორტუგალიელი ბრუნო ალვეშიც შეემატა.30 წლის მცველის შეძენას ტურინელები ზაფხულშიც ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალეს და ლეონარდო ბონუჩის ნდობა გამოუცხადეს, რომელიც მიმდინარე სეზონში სტაბილურად გამოდის ძირითადში.ალვეში სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” 2010 წლიდან გამოდის, იგი რუსებმა 23 მილიონ ევროდ შეიძინეს.იტალიური პრესის ინფორმაციით, მაროტა – პარატიჩის დუეტი პორტუგალიელის სანაცვლოდ ვინჩენცო იაკინტას შესთავაზებენ.

წყარო : Football Italia ; Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
bacho kochlashvili
12 years ago

KARGIT RA ROGOR UYVARS AM MAROTAS XUMROBEBI VIS RAT UNDA IAKINTA :lool: :lool: :lool: :lool:

merke
12 years ago

ტევესი თან მინდა და თან არა, მაგრამ ლავეცი იქნება სუპერ ტრანსფერი…50 000 000 გადახდაც შეიძლება ლავეციში…ამ ეტაპზე ევროპაში კი არა მსოფლიოში ეზეკიელ ივან ლევეციზე მებრძოლი ფეხბურთელი არ არსებობს…ლავეცის პიარი რომ არ აქვს იმიტომ არ არის იმდენად პოპულარი როგორც სხვები (მაგ: აგუერო,ჟეკო და ა.შ.)ლავეცი იქნებოდა იდეალური ვარიანტი იუვესთვის…მინიმუმ 5-6 წელი შეტევის პრობლემა მოგვარებული იქნებოდა…

nika gergedava
12 years ago
Reply to  merke

არ გეთანხმები საერთოთ ლავეციში :|

merke
12 years ago
Reply to  nika gergedava

რატომ ვითომ? ლავეცი არაა კარგი ფეხბურთელი? ისე ფეხბურთი თუ გესმის ასეთი რაღაცა არ უნდა თქვა…შეხედე ლავეცის თამაშს და მერე ისე გააკეთე დასკვნები…

giorgi kipshidze
12 years ago

არარეალურია მარა ლავეცი რო აყიდია მაროტას…

აკაკი მეტრეველი

ჩემი აზრით, თავდამსხმელის ყიდვა ზამთარში საერთოდ არაა საჭირო

მარცხენა მცველი უნდა დავიმატოთ პირველ რიგში

McCa1N
12 years ago

1 ფეხბურთელი მითხარი დღევანდელ იუვეში, რომელსაც მარტოს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა … გუნდურ თამაშს არაფერი ჯობია, მაგრამ მაშინ როცა არაფერი გამოდის მატჩის ბედს სწორედაც რომ ტევესისნაირი იგროკები წყვეტენ, ფანტაზისტაა საჭირო, ისეთი რომელსაც შექმნაც შეუძლია და დაგვირგვინებაც, ისეთი რომელიც ხანდახან ყველაფერს თავის თავზე აიღებს … აქ საუბარი კონკრეტულად ტევესზე კი არა, არამედ დამოკიდებულებაზეა, ბარსას თამაში რო არ მისდის (რაც ძაან იშვიათად ხდება), მაშინ თავს კლასი იჩენ და ინდივიდუალურად გადიან ფონს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მესი იქნება, დანი ალვეში თუ ინიესტა … ანუ ფანტაზისტა გვინდა ხალხო ფანტაზისტა, ალექსა თუ ჩამოვწერეთ შემცვლელი ხოა საჭირო ?!

Di Francesco # 1
12 years ago

ტევესი თითქმის უკვე იყიდა მილნმა
ეს გაუგებარი არსება თუ იყიდა იუვემ, მე ვანებებ თავს იუვეს ბალეჩიკობას, რო ვხედავ ცუდად ვხდები :mad: :oldman:
მაგის ყიდვდვას 10 კაცით ვითამაშოთ მირჩევნია
ასეთი ფეხბურთელებისმიმართ რო იჩენს გუნდი ინტერესს, მიტო უყურებს ხალხი იუვეს ჩემპიონობას არარეალურად
საუკუნის ყველაზე ცუდი ტრანსფერი იქნება, თუ ვიყიდეთ, მარა შანსი არაა კონტე მაგას არ გააკარებს იუვეს
:italy:

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x