ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ყოველთვის არ გაგვიმართლებს “

გუშინ ბუფონმა სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “ლაციოს” ფორვარდებს არაფერი გამოსდიოდათ და ეს სწორედ მისი დამსახურება იყო. ერთ-ერთი სეივის შემდეგ, პირლომ თანაგუნდელს ისე მიულოცა, როგორც გოლის ავტორებს ულოცავენ ხოლმე და ძველი მეგობარი გულში ჩაიკრა: ” როცა ეს პირლოსნაირმა ჩემპიონმა გააკეთა, იგივე შეგრძნება ყველა თანგუნდელს დაეუფლა. ჩემპიონები თავიანთ განსაკუთრებულობას მრავალი გზით აჩვენებენ ხოლმე, პირლომ გუშინ ეს უბრალო ჟესტით გააკეთა. ამ გადახვევას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თავშეკავება გვმართებს, დიახ, დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრმავოს. ყველაფერი კარგად დამთავრდა, რადგან იღბალი ჩვენს მხარეს იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ლაციომ” არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. კარგ ფორმაში ვართ და ასეთი გამარჯვებები საკუთარი ძალების რწმენას გვიზრდის. აუცილებლად დადგება დრო, როცა მოვლენები სხვაგვარად წარიმართება და არ მინდა ვიღაცამ განსაკუთრებულად განიცადოს, თუ მომავალში რაღაც ქულებს დავკარგავთ. ოპერაციის შემდეგ 6-7 თვიანი სარეაბილიტაციო კურსი გავიარე, მოედანზე დაბრუნება და ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება ცოტა გამიჭირდა. თუმცა დაუღალავმა შრომამ და მოტივაციამ თავისი როლი ითამაშა. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

ლაციოს უფრო გაუმართლა ჯიჯი

Z u R a noniashvili
12 years ago

:forza: ბრავო ჯიჯის და იუვეს

12 years ago

ჯიჯი ყოველთვის სწორად აზროვნებს :love: გასაგებია გუშინ ცოტა გაგვიმართლა და სხვა დროს შეიძლება აღარ გაგვიმართლოს, მაგრამ მეორე მხარე ისაა რომ გუნდის შეცდომები დაინახა კონტემ და ყველაფერს გააკეთებს რომ გამართლებამდე აღარ მიიყვანონ საქმე

king_arturo
12 years ago

პირველ რიგში ყველას გილოცავთ იუვეს კიდევ ერთ უდიდეს წარმატებას !!!!! მაგრამ მინდა განსაკუტრებით მოგილოცოთ მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის დაბრუნება ბოლო 2 თამაშია ბუფონი ბუფონია !!!! :forza:

jibojuve
12 years ago
Reply to  king_arturo

ბოლო ორი რა პალერმოსთან არც გაგვჭირვებია და აი ნაპოლისთან რთულად იქნება საქმე არანაირად არ იქნება თანახმა ნაპოლი რომ 2-თამაში 1 ქულა აიგოს
ასე რომ მეტი ყურადღება დაგვჭირდება ნაპოლიში მოსაგებად

Arancia Meccanica
12 years ago

ჯიჯი რო ნომერი 1 ეს ისედაც ვიცოდით.. აი მარკეტიმ კი მკვდარი ბურთები გამოიღო.. სლოვაკეთთან თამაშის შემდეგ არაფრად მიმაჩნდა გუშინ კი გადამარწმუნა..
:juvee:

Gio Darja
12 years ago

გუშინ მართლა საუკეთესო იყო ჩემი აზრით ბუფონი, კლოზეს რა აუღო, ერნანესს, ლულიჩს :up: ბრავო ჯიჯი :juventus:

dito chanturia
12 years ago

sg jijis magra itamasha gushin da kargi seivebi gamoacxo tumca ro gagvimartla cotati egec faqtia

Nika ---
12 years ago

:oldman: სიმართლეს ამბობს

vitali darsania
12 years ago

საღოლ ჯიჯი საუკეთესო იყავი შენ გენაცვალე :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x